The Wall

Disambig-dark.svg ეს სტატია პინკ ფლოიდის ალბომს ეხება ეხება. ფილმის შესახებ იხილეთ პინკ ფლოიდი: კედელი.
The Wall

სტუდიური ალბომი - პინკ ფლოიდი
გამოცემის თარიღი 30 ნოემბერი 1979
ჩაიწერა დეკემბერი 1978ნოემბერი 1979
სტუდია
  • Britannia Row
  • Super Bear Studio
  • Studio Miraval (საფრანგეთი)
  • CBS 30th Street Studio (ნიუ-იორკი)
  • Producers Workshop (ლოს-ანჯელესი)
ჟანრი
ხანგრძლივობა 81:09
ლეიბლი Harvest/ EMI
პროდიუსერი
პინკ ფლოიდი - ქრონოლოგია
Animals
(1977)
The Wall
(1979)
The Final Cut
(1983)
2012 წლის Immersion-ის კამპანიის გამოცემა
2012 წლის Immersion-ის კამპანიის გამოცემა
სინგლები ალბომიდან The Wall
  1. „Another Brick in the Wall, Part 2“ / „One of My Turns“
    გამოვიდა: ნოემბერი 23, 1979 (1979-11-23)
  2. „Run Like Hell“ / „Don't Leave Me Now“
    გამოვიდა: აპრილი 17, 1980 (1980-04-17)
  3. „Comfortably Numb“ / „Hey You“
    გამოვიდა: ივნისი 23, 1980 (1980-06-23)
 პროფესიონალური შეფასებები
საერთო შეფასება
წყარო რეიტინგი
Metacritic 84/100 [1]
ქულები
წყარო რეიტინგი
AllMusic 4.5/5 stars [2]
BBC Music (კეთილგანწყობილი) [3]
რობერტ კრისტგოუ B− [4]
The Daily Telegraph 3/5 stars [5]
MusicHound 5/5 stars [6]
Rolling Stone (კეთილგანწყობილი) [7]
The Rolling Stone Album Guide 3/5 stars [8]
Smash Hits 8/10 [9]
Virgin Encyclopedia of Popular Music 4/5 stars [10]

The Wall ( ქართ. კედელი) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომი. გამოცემული ორმაგი ალბომის სახით 1979 წლის 30 ნოემბერს, იგი ასევე ადაპტირებული იქნა სასცენო შოუს და ფილმის „პინკ ფლოიდი: კედელი“ სახით.

ისევე, როგორც ჯგუფის წინა სამი სტუდიური ალბომი, The Wall კონცეპტუალური ალბომია და განიხილავს საზოგადოებისგან გარიყვისა და პიროვნების გაუცხოების თემას. მისი ერთგვარი ჩანასახი გამოჩნდა ჯგუფის 1977 წლის ტურნეს In The Flesh პერიოდში. ჯგუფის ბას გიტარისტმა და ტექსტების ავტორმა როჯერ უოტერსმა იგრძნო ჯგუფის მსმენელისგან გაუცხოება. მან წარმოიდგინა კედელი, რომელსაც მსმენელსა და მუსიკოსებს შორის აღმართავდა. ალბომი ერთგვარი როკ-ოპერის სახეს ატარებს, რომლის ცენტრალური პერსონაჟია პინკი, რომლის პროტოტიპია უოტერსი ან სიდ ბარეტი. პინკის ცხოვრება იწყება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მამის დაკარგვით და გრძელდება სკოლის მასწავლებლების მხრიდან ცუდი დამოკიდებულებით. ამის გარდა, უსიამოვნო ფაქტორებს წარმოადგენს ზედმეტად მზრუნველი დედა და საბოლოოდ, წარუმატებელი ქორწინება. ყოველი ამ მოვლენიდან იქცევა პინკის საზოგადოებისგან გარიყვის მორიგ მიზეზად, „აგურად“, რომელიც მეტაფორულ კედელს ემატება.

The Wall-ში შეიმჩნევა უფრო უკმეხი და თეატრალიზებული სტილი, ვიდრე პინკ ფლოიდის წინა ალბომებში. რიჩარდ რაიტმა ამ დროისათვის ჯგუფი სტუდიური მუსიკოსის სახით დატოვა, მაგრამ დაბრუნდა დაქირავებული მუსიკოსის სახით, ტურნეს The Wall (1980-1981) ფარგლებში.

გამოცემისთანავე კომერციული წარმატების მომტანი ეს ალბომი იქცა 1980 წლის ერთ-ერთ გაყიდვად ჩანაწერად და 1999 წლისათვის აშშ-ში 11.5 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა მისი 23 მილიონზე მეტი ასლი. ჟურნალმა „როლინგ სტოუნი“ The Wall შეიტანა სიის „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომი“ 87-ე პოზიციაზე.

კონცეფცია

The Wall არის როკ-ოპერის ფორმის ნაწარმოები. მისი ძირითადი თემაა პიროვნების იზოლაცია საზოგადოებისგან, გამოხატული კედლის მეტაფორული სიმბოლოთი. ძირითადად ყველა სიმღერით წარმოდგენილია მოვლენების ქრონოლოგია. პინკის მამა მოკლულია მეორე მსოფლიო ომში. მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში მკვეთრად მონაწილეობს ზედმეტად მზუნველი დედა, სკოლის მასწავლებლების მხრიდან უხეში მოპყრობა კი ნამდვილ კოშმარად აქცევს მის ცხოვრებას. ყოველი ასეთი მოვლენა იქცევა „კიდევ ერთ აგურად კედელში“. მომავალში პინკი როკ-ვარსკვლავი ხდება. წარუმატებელი ქორწინების ფონზე, იგი ნარკოტიკების ხშირი მომხმარებელია. ცოლთან ფიასკოს შემდეგ პინკი საბოლოოდ ასრულებს საკუთარ კედელს და განერიდება სამყაროს.

კედლის მიღმა დამალული პინკი საკუთარ ჰალუცინაციებში მოგზაურობს. თავის კონცერტებს იგი ნეო-ნაცისტური პარტიის სხდომებს ადარებს. ისტორიის დასასრულს ის საკუთარ თავს სასამართლოზე გაიყვანს და თავად განიხილავს საკუთარ პიროვნებას დედის, მოსამართლის, ბრალმდებლის, ცოლისა და მასწავლებლის პოზიციიდან. განაჩენია კედლის დანგრევა. მაგრამ ალბომის ბოლოს გაჟღერებული ვიოლინოს ხმა მოულოდნელად წყდება და კვლავ გრძელდება მის პირველ კომპოზიციაში „In the Flesh?“ - სავარაუდოდ, იმ მინიშნებით, რომ მსგავსი ისტორიები ციკლურ ხასიათს ატარებენ.

Other Languages
العربية: ذا وول
مصرى: ذا وول
azərbaycanca: The Wall
català: The Wall
čeština: The Wall
dansk: The Wall
Deutsch: The Wall
Ελληνικά: The Wall
English: The Wall
español: The Wall
euskara: The Wall
suomi: The Wall
français: The Wall
galego: The Wall
עברית: The Wall
hrvatski: The Wall
magyar: The Wall
Հայերեն: The Wall
Bahasa Indonesia: The Wall
íslenska: The Wall
italiano: The Wall
한국어: The Wall
Latina: The Wall
lietuvių: The Wall
latviešu: The Wall
Nederlands: The Wall (album)
norsk nynorsk: The Wall
norsk: The Wall
polski: The Wall
português: The Wall
română: The Wall
русский: The Wall
Simple English: The Wall
slovenčina: The Wall
српски / srpski: The Wall
svenska: The Wall
Türkçe: The Wall
українська: The Wall
Tiếng Việt: The Wall
中文: 迷墙