The Beach Boys

Bblogo+1.png
The Beach Boys, May 29, 2012.jpg
The Beach Boys 2012 წელს გაერთიანებისას (მარცხნიდან მარჯვნივ): ბრაიან უილსონი, დევიდ მარკსი, მაიკ ლავი, ბრიუს ჯონსტონი და ელ ჯერდენი
ბიოგრაფია
წარმოშობა კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი როკი, პოპი, სერფ როკი, ფსიქოდელიური როკი
აქტიური 1961–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Capitol, Brother, Reprise, Caribou, CBS
ასოციაციები The Honeys
საიტი www.thebeachboys.com
წევრები მაიკ ლავი
ბრიუს ჯონსტონი
ყოფილი წევრები ელ ჯერდინი
ბრაიან უილსონი
კარლ უილსონი
დენის უილსონი
დევიდ მარკსი
რიკი ფატარი
ბლონდი ჩაპლინი
გლენ კემპბელი

The Beach Boys — ამერიკული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1961 წელს კალიფორნიაში. მის შემადგენლობაში თავდაპირველად შედიოდნენ ბრაიან, დენის და კარლ უილსონები, მაიკლ ლავი და ელ ჯერდინი. ჯგუფის მენეჯერი იყო მერი უილსონი, უილსონების მამა. 1962 წელს The Beach Boys-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Capitol Records. მათი სიმღერები თავიდანვე გამოირჩეოდა ვოკალური ჰარმონიებით და ტექსტებით კალიფორნიელ ახალგაზრდობაზე და მის საყვარელ სერფინგზე. წლების შემდეგ ბრაიან უილსონის შემოქმედებითი ამბიციები იქცა ჯგუფის მუსიკალური მიმართულების დომინირებად ნაწილად. დიდი წარმატება იქონიეს უილსონის ავტორობით შექმნილმა ალბომმა Pet Sounds და სინგლმა Good Vibrations (1966). ორივე წარმოადგენდა წინა წლების სერფ როკისგან შორს გადადგმულ ნაბიჯს.

ნარკოტიკული საშუალებებისა და ჯანმრთელობის გამო უილსონმა დაკარგა კონტროლი ჯგუფზე. მიუხედავად ამისა, შემდეგ წლებში The Beach Boys-მა ბითლზსაც კი ძლიერი კონკურენცია გაუწია. 1980-იანი წლების შემდეგ ჯგუფში უამრავი პრობლემა წარმოიშვა, ძირითადად - ჰონორარების, სიმღერებზე საავტორო უფლებებისა და ჯგუფის სახელის გამოყენების გამო. 1996 წელს გამოვიდა მათი უკანასკნელი სტუდიური ალბომი, მაგრამ წარმოიშვა The Beach Boys-ის შემადგენლობისს სხვადასხვა ვერსიებიც (დენის და კარლ უილსონები გარდაიცვალნენ 1983 და 1998 წლებში).

The Beach Boys-ს ხშირად უწოდებენ ამერიკის ბენდს[1][2][3]. პორტალის Allmusic აზრით, უტყუარი შესაძლებებლობების ხარჯზე, იგი იქცა ამერიკის პირველ, საუკეთესო როკ ჯგუფად.[4] აშშ-ს ჩარტების საუკეთესო 40-ეულში სხვადასხვა დროს მოხვდა The Beach Boys-ის 36 სიმღერა (ყველაზე დიდი რაოდენობა აშშ როკ ჯგუფების ისტორიაში) და 56 - ბილბორდის 100-ეულში. მათ შორის ასევე არის ოთხი #1 პოზიციაზე მოხვედრილი სინგლი.[4] ჟურნალმა 100 Greatest Artists of All Time.[5]. ბილბორდის მონაცემებით, სინგლებისა და ალბომების გაყიდვების მხრივ, The Beach Boys არის ყველა დროის ყველაზე პოპულარული ამერიკული ჯგუფი.[6] ძირითადი კვინტეტი, რომელშიც შედიან უილსონი, ლავი და ჯერდინი, 1988 წელს შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

Other Languages
Afrikaans: The Beach Boys
Alemannisch: The Beach Boys
العربية: ذا بيتش بويز
asturianu: The Beach Boys
azərbaycanca: The Beach Boys
български: Бийч Бойс
čeština: The Beach Boys
Ελληνικά: The Beach Boys
Esperanto: The Beach Boys
español: The Beach Boys
فارسی: بیچ بویز
français: The Beach Boys
עברית: The Beach Boys
hrvatski: The Beach Boys
Bahasa Indonesia: The Beach Boys
italiano: The Beach Boys
한국어: 비치 보이스
lietuvių: The Beach Boys
latviešu: The Beach Boys
монгол: THE BEACH BOYS
Bahasa Melayu: The Beach Boys
Nederlands: The Beach Boys
norsk nynorsk: The Beach Boys
português: The Beach Boys
Runa Simi: The Beach Boys
română: The Beach Boys
русский: The Beach Boys
sicilianu: The Beach Boys
srpskohrvatski / српскохрватски: The Beach Boys
Simple English: The Beach Boys
slovenčina: Beach Boys
slovenščina: The Beach Boys
Türkçe: The Beach Boys
українська: The Beach Boys
Tiếng Việt: The Beach Boys
吴语: 海滩男孩
中文: 海灘男孩