Nintendo Entertainment System

Nintendo Entertainment System
NES logo.svg Family Computer logo.svg
Nintendo Entertainment System with controller
Nintendo Family Computer
ზემოთ: Nintendo Entertainment System კონტროლერით.
ქვემოთ: Nintendo Family Computer კონტროლერით.
სხვა სახელწოდებები Family Computer/Famicom (იაპონია)
Hyundai Comboy (კორეა)
დენდი (რუსეთი)
შემქმნელი Nintendo
მწარმოებელი Nintendo
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მესამე თაობა
გამოშვების თარიღი
  • იაპ. 15 ივლისი 1983 (1983-07-15)
საცალო გაყიდვაში 1983–2003[2]
თავდაპირველი ფასი 14,800 იენა
299 დოლარი (აშშ-ის დელუქს კომპლექტი)
შეწყდა ჩრდ.ამ. 14 აგვისტო, 1995[3]
იაპ 25 სექტემბერი, 2003[4]
გაიყიდა მსოფლიოში: 61.91 მილიონი
იაპონია: 19.35 მილიონი
ამერიკა: 34.00 მილიონი
სხვა: 8.56 მილიონი[5]
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი 8 ბიტიანი Ricoh 2A03
MOS Technology 6502 core)
შეტანა კონტროლერის ორი პორტი
ერთი დამატებითი სლოტი
ყველაზე გაყიდვადი თამაში
  • „Super Mario Bros.“, 40.23 მილიონი (1999-ის მონაცემით)[6]
  • „Super Mario Bros. 3“, 18 მილიონი (2008-ის მონაცემით)[7]
  • „Super Mario Bros. 2“,
    10 მილიონი[8]
წინა Color TV-Game
შემდეგი Super NES

Nintendo Entertainment System (აბრევიტურა NES) — 8 ბიტიანი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც შექმნა იაპონურმა კომპანია ნინტენდომ. იგი პოპულარული იყო 1980-იანი წლების მეორე ნახევარსა და 1990-იან წლებში. რუსეთსა და საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანაში ცნობილია Dendy-ის სახელწოდებით — Nintendo Entertainment System-ის არაოფიციალური კლონირებული ვერსია.

კონსოლი პირველად გამოვიდა იაპონიაში 1983 წელს Famicom-ის სახელით, ხოლო 1985 წელს სახელშეცვლილი NES გამოიცა ევროპასა და აშშ-ში. კონსოლი აღმოჩნდა წარმატებული და შეძლო ამერიკის და იაპონიის მთლიანი ბაზრის დაპყრობა. იგი გამოიცა თამაშების ფართო პაკეტთან ერთად, რომელთა შორის ყველაზე პოპულარული გახდა „Super Mario Bros“. მარიო იქცა კორპორაცია ნინტენდოს თილისმად. იმ დროში NES ყველაზე მეტად გაყიდვადი კონსოლი გახდა.[9] ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 60 მილიონ ეგზემპლიარზე მეტი და 500 მილიონამდე ვიდეო თამაში.[10] მიუხედავად იმისა, რომ სისტემა გამოვიდა ვიდეო თამაშების ინდუსტრიის კრიზისის მოვლენებიდან ცოტა ხნის შემდეგ[11] ბევრი კრიტიკოსი სწორედ მას მიაწერს სათამაშო ბაზრის აღორძინებას და მესამე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლების ეპოქის დაწყებას. ინდუსტრიის კრახის შემდეგ წარმატებული აპარატული მახასიათებლებისა და თამაშების მდიდარი ბიბლიოთეკის წყალობით, იმედგაცრუებულ მომხმარებლებსა და აგრეთვე დეველოპერ კომპანიებს ვიდეო თამაშებისადმი ინტერესი კვლავ გაუჩნდათ.[12]

1990-იან წლებში NES-ის პოპულარობა დაეცა. მთავარი მიზეზი ბაზარზე ახალი თაობის 16 ბიტიანი კონსოლების გამოჩენა იყო, როგორებიც არის Sega Mega Drive და Super Nintendo Entertainment System. თუმცა, ამის მიუხედავად, NES-ის გამოშვება გაგრძელდა 2003 წლამდე.[13]

კონსოლის წარმოება ოფიციალურად შეწყდა 1995 წელს, მაგრამ კონსოლის თამაშების ბიბლიოთეკა დღესაც ხელმისაწვდომი არის თანამედროვე კომპიუტერულ სისტემებზე სხვადასხვა ემულატორების წყალობით. NES-ის თამაშები, აგრეთვე ხელმისაწვდომია Nintendo Wii-ზე Virtual Consol-ის მშვეობით.[14].

2009 წელს საიტ IGN-მა Nintendo Entertainment System-ს თავის სიაში „25 ყველა დროის საუკეთესო კონსოლი“ პირველი ადგილი მიუჩინა[15]. ხოლო „PC Magazine“-ის სიაში "10 საუკეთესო კონსოლი" NES-მა Sega Dreamcast-ის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.[16]

2016 წლის 14 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ნინტენდო მუშაობდა კონსოლის ხელახალი ვერსიის გამოცემაზე, რომელიც გამოვიდა 2016 წლის 11 ნოემბერს და თან ახლავს 30 ჩაშენებული თამაში და ერთი კონტროლერი.

Other Languages
беларуская: Nintendo Entertainment System
македонски: Nintendo Entertainment System
sicilianu: NES
srpskohrvatski / српскохрватски: Nintendo Entertainment System
українська: Nintendo Entertainment System
吴语: FC游戏机
中文: 红白机
文言: 紅白機
粵語: 紅白機