MusicBrainz

favicon of MusicBrainz MusicBrainz
MusicBrainz Logo 2016.svg
MusicBrainz homepage.png
საიტი musicbrainz.org
კომერციულობა არა
საიტის ტიპი მუსიკალური ინტერნეტ-ენციკლოპედია[1]
რეგისტრაცია არ არის აუცილებელი (აუცილებელია მხოლოდ მონაცემების რედაქტირებისთვის)
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური
მომხმარებელი ~250,000 აქტიური[2]
შინაარსის ლიცენზია საჯარო დომენი/CC-BY-NC-SA, აგრეთვე არსებობს კომერციული ლიცენზია
პროგრამირების ენა Perl, მონაცემთა ბაზა – PostgreSQL
დამფუძნებელი MetaBrainz Foundation
შემქნელი რობერტ კეი
Alexa-ს რეიტინგი Increase2.svg 27,147 (2016 წლის 26 ივლისისთვის)[3]
ამჟამინდელი სტატუსი მოქმედი

MusicBrainz — პროექტი, რომლის მიზანია freedb-ის მსგავსი მუსიკის ღია მონაცემებთა ბაზის შექმნა. დაარსდა Compact Disc Database-ზე (CDDB) (საიტზე, რომელიც განკუთვნილი იყო CD-ისათვის მეტამონაცემების მოსაპოვებლად) შეზღუდვების დაწესების შემდეგ.[4][5]

MusicBrainz შეიცავს ინფორმაციას შემსრულებლების და მათი ჩანაწერების შესახებ. ჩანაწერების აღწერის გვერდებზე წარმოდგენილია სულ მცირე, თავად ჩანაწერის სახელწოდება, სიმღერების სახელწოდებები და თითო სიმღერის ხანგრძლივობა. ინფორმაცია მუშავდება და იმართება მოხალისე რედაქტორების მიერ. ჩანაწერების გვერდებზე აგრეთვე წარმოდგენილია გამოშვების წელი, ქვეყანა, CD-ის საიდენტიფიკაციო კოდი, გარეკანი, აკუსტიკური ანაბეჭდი, ანოტაცია და სხვა მეტამონაცემები. 2016 წლის 6 ივლისისთვის MusicBrainz შეიცავდა ინფორმაციას დაახლოებით 1.1 მილიონ შემსრულებელზე, 1.6 მილიონ ალბომზე ან სინგლზე და 16 მილიონ გამოცემაზე.[2] საბოლოო მომხმარებელს შეუძლია ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება, რომელიც უკავშირდება MusicBrainz-ს და პოულობს ID3 ტეგებს, რომლებსაც ანიჭებს კომპიუტერში შენახულ ციფრულ მედია-ფაილებს, როგორიც არის MP3, Ogg Vorbis ან AAC ტიპის ფაილები.

რესურსები ინტერნეტში

Other Languages
العربية: ميوزك برينز
български: MusicBrainz
català: MusicBrainz
čeština: MusicBrainz
Deutsch: MusicBrainz
Ελληνικά: MusicBrainz
English: MusicBrainz
Esperanto: MusicBrainz
español: MusicBrainz
français: MusicBrainz
Gàidhlig: MusicBrainz
galego: MusicBrainz
עברית: MusicBrainz
hrvatski: MusicBrainz
magyar: MusicBrainz
Bahasa Indonesia: MusicBrainz
Ilokano: MusicBrainz
íslenska: MusicBrainz
italiano: MusicBrainz
日本語: MusicBrainz
македонски: MusicBrainz
Bahasa Melayu: MusicBrainz
Nederlands: MusicBrainz
polski: MusicBrainz
português: MusicBrainz
română: MusicBrainz
русский: MusicBrainz
Simple English: MusicBrainz
slovenčina: MusicBrainz
slovenščina: MusicBrainz
српски / srpski: MusicBrainz
svenska: MusicBrainz
Türkçe: MusicBrainz
українська: MusicBrainz
Tiếng Việt: MusicBrainz
中文: MusicBrainz
Bân-lâm-gú: MusicBrainz