Marillion

Marillion
Marillion2.jpg
Marillion, 2009. მარცხნიდან მარჯვნივ: იენ მოსლი, პიტ ტრევავასი, სტივ ჰოგართი, მარკ კელი და სტივ როზერი.
ბიოგრაფია
წარმოშობა ეილსბერი, ბაკინგემშირი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი პროგრესული როკი, ნეო-პროგრესული როკი, პოპ-როკი, არტ-როკი, აკუსტიკური როკი
აქტიური 1979 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი EMI, Capitol, Castle, Racket Records (Intact), IRS, Caroline, Sanctuary, Velvel/Koch, Edel, Liberty, Pony Canyon
ასოციაციები Iris
საიტი marillion.com
წევრები სტივ ჰოგართი
სტივ როზერი
პიტ ტრევავასი
მარკ კელი
იენ მოსლი
ყოფილი წევრები ფიში
მიკ პოინტერი
დიზ მინიტი
ბრაიან ჯელიმენი
დაგ ირვინი

Marillion (mʌˈrɪlˌjən) — ბრიტანული როკ-ჯგუფი ეილსბერიდან (ბაკინგემშირი), რომელიც ჩამოყალიბდა 1979 წელს. ეს არის 1980-იანების ნეო-პროგრესული როკის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი.[1] დღეისთვის მას მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 15 მილიონზე მეტი ალბომი.[2]

1982 წლიდან კოლექტივს გამოცემული აქვს 17 სტუდიური ალბომი, რომელიც ძირითადად განიხილება ორი სხვადასხვა პერიოდის ფარგლებში. პერიოდების დაყოფა განისაზღვრება ჯგუფიდან 1988 წლის ჯგუფის ლიდერ ფიშის წასვლის მომენტით და იმავე წელს ვოკალისტ სტივ ჰოგართის შემოერთებით. 1983-1994 წლებში ჯგუფმა გამოსცა რვა ალბომი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ჩარტების ათეულებში მოხვდა, მათ შორის 1985 წლის Misplaced Childhood (#1). ფიშის ლიდერობის პერიოდში ბრიტანეთის სინგლების ჩარტში ჯგუფს ჰქონდა 11 სინგლი, მოხვედრილი საუკეთესო 40-ეულებში, მათ შორის 1985 წლის "Kayleigh" (#2), Marillion-ის ყველაზე ცნობილი ჰიტ-სინგლი. პირველი ალბომი, გამოცემული ჰოგართთან ერთად, 1989 წლის Seasons End, საუკეთესო ათეულის კიდევ ერთ ჰიტად იქცა. EMI-დან Marillion-ის წასვლამდე ყველა ალბომი ჩარტებში წარმატებით სარგებლობდა. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში ჯგუფის მეინსტრიმულმა პოპულარობამ იკლო.[3] თუმცა, Marillion საკულტო ჯგუფად იქცა.[4] ჰოგართთან ერთად Marillion-ს აქვს 12 სინგლი, მოხვედრილი საუკეთესო 40-ეულებში, მათ შორის 2004 წლის "You're Gone" (#7), სტივის ჯგუფში მონაწილეობის პერიოდის ყველაზე დიდი ჰიტი. ჯგუფი განაგრძობს საკონცერტო გამოსვლებს სხვადასხვა ქვეყანაში. 2008 წელს ჟურნალმა Classic Rock ისინი ყველა დროის 50 საუკეთესო საკონცერტო შემსრულებლის სიაში 38-ე პოზიციაზე დაასახელა.[5]

Marillion ითვლება ერთ-ერთ პირველ მეინსტრიმულ მუსიკალურ კოლექტივად, რომელმაც დაიწყო მსმენელებთან ინტერნეტის მეშვეობით ურთიერთობა.[6][7] ჯგუფის მიერ ინტერნეტის გამოყენების ისტორია აღწერილია მაიკლ ლუისის წიგნში Next: The Future Just Happened. Marillion-ის ფან-კლუბი The Web დაარსდა ფიშის ლიდერობის პერიოდში, ხოლო თაყვანისმცემლები საკუთარ თავს უწოდებენ Freaks-ს (ჯგუფის ერთ-ერთი სიმღერის სახელწოდების მიხედვით).[6] მოყვარულთა მთელი ჯგუფები მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო ჯგუფის მიერ ჩატარებულ კონვენციებზე[8][9]. 2001 წელს ალბომის Anoraknophobia გამოცემა მოხერხდა მსმენელებისგან წინასწარ შეგროვებული თანხით, რასაც BBC-მ „დაფინანსების უნიკალური კამპანია“ უწოდა.[10] The Guardian-ში ალექსის პეტრიდისი წერდა, რომ Marillion-ის მუსიკოსები არიან „ფანების მიერ დაფინანსებული მუსიკის უდავო პიონერები.“[11]

სექციების სია

Other Languages
български: Мерилиън
català: Marillion
čeština: Marillion
Cymraeg: Marillion
dansk: Marillion
Deutsch: Marillion
Ελληνικά: Marillion
English: Marillion
español: Marillion
eesti: Marillion
فارسی: ماریلیون
suomi: Marillion
français: Marillion
magyar: Marillion
Bahasa Indonesia: Marillion
italiano: Marillion
日本語: マリリオン
한국어: 마릴리온
Nederlands: Marillion
norsk nynorsk: Marillion
norsk: Marillion
polski: Marillion
Piemontèis: Marillon
português: Marillion
русский: Marillion
shqip: Marillion
svenska: Marillion
Türkçe: Marillion
українська: Marillion