IBM

International Business Machines Corporation
ტიპისაზოგადო/სააქციო
დაფუძნდაენდიკოტი, ნიუ იორკი (16 ივნისი, 1911)
დამაარსებელიჩარლზ ფლინტი
მდებარეობაარმინკოტი, ნიუ-იორკი
წამყვანიჯინი რომეტი, CEO
დარგიკომპიუტერული ტექნიკა
პროგრამული უზრუნველყოფა
ბრუნვაUS$ 81.741 მილიარდი Decrease2.svg (ფისკალური წელი 2015)
საწარმოო შემოსავალიUS$ 14.538 მილიარდი Decrease2.svg (ფისკალური წელი 2015)
სუფთა მოგებაUS$ 13.190 მილიარდი Decrease2.svg (ფისკალური წელი 2015)
თანამშრომელი377 757

IBM (International Business Machines Corporation) — კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია მსოფლიოში. დაარსდა 1911 წელს. ამჟამად შტაბ-ბინა განლაგებულია ქალაქ არმონკში (ნიუ-იორკის შტატი). კომპანიის თანამშრომლები ატარებენ ცისფერ უნიფორმას, რის გამოც კომპანიას ხშირად „ცისფერ გიგანტს“ უწოდებენ.

შექმნის ისტორია

კომპანიის შექმნის ისტორია უკავშირდება გერმანელ იმიგრანტ ჰერმან ჰოლერიტს, რომელმაც 1888 წელს შექმნა პირველი ელექტრო-მექანიკური გამომთვლელი მანქანა, ტაბულატორი. გამოგონებამ იმდენად დიდი პოპულარობა ჰპოვა, რომ 1896 წელს ჰოლერიტმა დააარსა კომპანია სახელწოდებით Tabulating Machine Co. 1911 წლის 15 ივნისს კომპანია გაერთიანდა ორ ფირმასთან, რომლებიც ასევე მუშაობდნენ მონაცემების დამუშავების ავტომატიზაციის მიმართულებით. გაერთიანების შედეგად შეიქმნა კომპანია Computing Tabulating Recording (CTR), რომელმაც 1924 წელს მიიღო საბოლოო სახელწოდება International Business Machines (IBM). 1944 წლის თებერვალში, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ ჰოვარდ ეიკენის მეთაურობით, შეიქმნა კომპანიის პირველი ელექტრო-გამომთვლელი მანქანა „მარკ-1“. 1946 წელს კომპანიამ წარმოადგინა პირველი კომერციული ელექტრო-გამომთვლელი მანქანა – IBM 603 Multiplier. 1952 წელს შემუშავებელ იქნა ახალი ტექნოლოგია, რის საფუძველზეც მანქანების გამოთვლის სიჩქარემ მიაღწია საოცარ მაჩვენებელს – 17 ათასი ოპერაცია წამში. ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, 1954 წელს შეიქმნა კომპიუტერი NORC, რომელიც იმავე წელს საზღვაო არტილერიისათვის შეისყიდა აშშ-ის მთავრობამ.

Other Languages
Afrikaans: IBM
العربية: آي بي إم
asturianu: IBM
azərbaycanca: IBM
башҡортса: IBM
беларуская: IBM
беларуская (тарашкевіца)‎: IBM
български: IBM
বাংলা: আইবিএম
bosanski: IBM
català: IBM
کوردی: ئای بی ئێم
čeština: IBM
Чӑвашла: IBM
dansk: IBM
Deutsch: IBM
Ελληνικά: IBM
English: IBM
Esperanto: IBM
español: IBM
eesti: IBM
euskara: IBM
فارسی: آی‌بی‌ام
suomi: IBM
galego: IBM
עברית: IBM
hrvatski: IBM
magyar: IBM
Հայերեն: IBM
Bahasa Indonesia: IBM
Interlingue: IBM
Ido: IBM
íslenska: IBM
italiano: IBM
日本語: IBM
Qaraqalpaqsha: IBM
Gĩkũyũ: IBM
한국어: IBM
kurdî: IBM
Lëtzebuergesch: IBM
lietuvių: IBM
latviešu: IBM
Malagasy: IBM
македонски: ИБМ
മലയാളം: ഐ.ബി.എം.
монгол: IBM
मराठी: आय.बी.एम.
Bahasa Melayu: IBM
नेपाली: आइबिएम
Nederlands: IBM
norsk nynorsk: IBM
norsk: IBM
occitan: IBM
ଓଡ଼ିଆ: ଆଇ.ବି.ଏମ.
ਪੰਜਾਬੀ: ਆਈ.ਬੀ.ਐਮ
polski: IBM
Piemontèis: IBM
português: IBM
română: IBM
русский: IBM
саха тыла: IBM
Scots: IBM
srpskohrvatski / српскохрватски: IBM
සිංහල: IBM
Simple English: IBM
slovenčina: IBM
slovenščina: IBM
shqip: IBM
српски / srpski: IBM
svenska: IBM
தமிழ்: ஐபிஎம்
тоҷикӣ: IBM
Tagalog: IBM
Türkçe: IBM
татарча/tatarça: IBM
українська: IBM
oʻzbekcha/ўзбекча: IBM
Tiếng Việt: IBM
Winaray: IBM
ייִדיש: איי.בי.עם.
中文: IBM
Bân-lâm-gú: IBM
粵語: IBM