Get a Grip

Get a Grip

სტუდიური ალბომი - Aerosmith
გამოცემის თარიღი 20 აპრილი 1993
ჩაიწერა 1991-1993
ჟანრი მძიმე როკი, ბლუზ როკი
ხანგრძლივობა 64:12 (პირველი გამოცემა)
67:42 (საერთაშორისო გამოცემა)
ლეიბლი Geffen
პროდიუსერი ბრიუს ფერბერნი
Aerosmith – ქრონოლოგია

Pump
(1989)
Get a Grip
(1993)
Nine Lives
(1997)
სინგლები ალბომიდან Get a Grip
  1. „Livin' on the Edge“
    გამოვიდა: 1993
  2. „Eat the Rich“
    გამოვიდა: 1993
  3. „Cryin'“
    გამოვიდა: 1993
  4. „Amazing“
    გამოვიდა: 1993
  5. „Fever“
    გამოვიდა: 1993
  6. „Shut Up and Dance“
    გამოვიდა:1994
  7. „Crazy“
    გამოვიდა: 1994
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic2.5/5 stars
Blender3/5 stars
Entertainment WeeklyC[1]
რობერტ კრისტგოუA−[2]
Rolling Stone3/5 stars[3]

Get a Gripამერიკული მძიმე როკ-ჯგუფ Aerosmith-ის მეთერთმეტე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1993 წელს. ეს არის მისი უკანასკნელი დისკი, გამოცემული ლეიბლზე Geffen Records.

ალბომიდან გამოიცა ხუთი ჰიტ-სინგლი, აქედან ოთხი კი მოხვდა ’ბილბორდის’ საუკეთესო 40-ეულში, 1993-1994 წლებში. ესენია, Amazing, Livin' on the Edge, Cryin' და Crazy. დიდი პოპულარობა ჰქონდა სიმღერების ვიდეოკლიპებსაც, ალისია სილვერსტოუნისა და ლივ ტაილერის კარიერაზე მათში მონაწილეობამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

ალბომზე დამატებითი მუსიკოსების სახით წარმოდგენილები არიან დონ ჰენლი (დამატებითი ვოკალი სიმღერაში Amazing) და ლენი კრავიცი (ვოკალი, თანამშრომლობა სიმღერაში Line Up).

Get a Grip იქცა ჯგუფის ყველაზე გაყიდვად ალბომად. სულ გაიყიდა მისი 20 მილიონი ასლი. მანამდე Aerosmith-ის ყველაზე გაყიდვად დისკად ითვლებოდა წინა ალბომი Pump.

ინგლისში Get a Grip დღემდე არის ერთადერთი ალბომი, რომელმაც პლატინის სტატუსს მიაღწია. მას მიღებული აქვს ორი გრემი - საუკეთესო როკ-შესრულებისათვის ჯგუფის ან დუეტის მიერ.

Other Languages
bosanski: Get a Grip
dansk: Get a Grip
Deutsch: Get a Grip
English: Get a Grip
español: Get a Grip
suomi: Get a Grip
français: Get a Grip
galego: Get a Grip
hrvatski: Get a Grip
italiano: Get a Grip
polski: Get a Grip
português: Get a Grip
русский: Get a Grip
svenska: Get a Grip
українська: Get a Grip