Dr. Dre

Dr. Dre
Dr. Dre in 2011.jpg
დაბ. სახელი ანდრე რომელ იანგი[1]
დაბ. თარიღი 18 თებერვალი, 1965 (1965-02-18) (53 წლის)[2]
კომპტონი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა რეპერი,DJ , პროდიუსერი,მსახიობი
აქტიური 1984 - დღემდე
მეუღლე(ები) ნიკოლ იანგი (1996-დღემდე)
ლეიბლ(ებ)ი Kru-Cut Records
(1984-1986)
Ruthless Records
(1986-1991)
Priority Records
(1988-1991)
Death Row Records
(1991-1996)
Interscope Records
(1992-present)
Aftermath Entertainment
(1996-დღემდე)
ასოციაციები N.W.A, World Class Wreckin' Cru, The D.O.C, 2Pac, 50 Cent, Above the Law, ემინემი, Game, ჰაჯი სპრინგერი, კენდრიკ ლამარი, ნეიტ დოგი, სნუპ დოგი, Tha Dogg Pound, Xzibit
ჟანრ(ებ)ი ჰიპ-ჰოპი
საიტი drdre.com

ანდრე რომელ იანგი (Andre Romell Young, დ. 1965 წლის 18 თებერვალს), უფრო მეტად ცნობილი როგორც Dr. Dreამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი. იგი აგრეთვე არის კომპანიების Aftermath Entertainment და Beats Electronics დამაარსებელი. წინა წლებში იგი იყო ლეიბლის Death Row Records თანამფლობელი.

Dr. Dre ცნობილია, როგორც ბევრი რეპერის ალბომის პროდიუსერი, მათ შორის - სნუპ დოგის, ემინემის, 50 Cent-ის და Game-ის. იგი ითვლება დასავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპის ქვეჟანრის, ჯი-ფანკის მთავარ პოპულარიზატორად. 2011 წელს იგი ჟურნალ Forbes-ის მიერ ამერიკული ჰიპ-ჰოპ სცენის რიგით მესამე ყველაზე მდიდარ პიროვნებად დასახელდა, დაახლოებით 250 მილიონი დოლარის ქონებით.[3]

Dre-ს კარიერა დაიწყო ჯგუფში World Class Wreckin' Cru. მოგვიანებით მან ჩამოაყალიბა განგსტა-რეპ N.W.A, რომელშიც შედიოდნენ Eazy-E, Ice Cube, MC Ren და DJ Yella. ამ ჯგუფმა პოპულარობა მოუტანა რეპში გულწრფელ ტექსტებს, რომლებიც ქუჩურ ცხოვრებას მიმოიხილავდნენ. 1992 წლის სადებიუტო სოლო-ალბომმა The Chronic, გამოცემულმა ლეიბლზე Death Row Records, რეპერი აქცია 1993 წლის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ამერიკელ შემსრულებლად და მოუტანა გრემის ჯილდო სინგლისათვის „Let Me Ride“. ამავე წელს მან პროდიუსერობა გაუწია სნუპ დოგის, შემდგომში ოთხმაგი პლატინის სტატუსის მატარებელ ალბომს Doggystyle.

1996 წელს მან დატოვა Death Row და დააარსა საკუთარი ლეიბლი, Aftermath Entertainment. ამ ლეიბლზე მან 1996 წელს გამოსცა კრებული Dr. Dre Presents the Aftermath ხოლო 1999 წელს - სოლო-ალბომი 2001, რომელმაც მას მოუტანა გრემის ჯილდო პროდიუსერის კატეგორიაში. 2000-იან წლებში მან ყურადღება გადაიტანა სხვა შემსრულებლებზე და დრო და დრო ამა თუ იმ სიმღერაში ვოკალურ ნაწილებს ასრულებდა. 1998 და 2003 წლებში მან თავის ლეიბლთან სათანამშრომლოდ ემინემი და 50 Cent გააფორმა და მათ ალბომების პროდიუსერობას უწევდა. მას აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში „გამოწვევა“, „სამრეცხაო“ და „მომზადების დღე“.

დისკოგრაფია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Dr. Dre-ს დისკოგრაფია და Dr. Dre-ს პროდიუსერული დისკოგრაფია.
Other Languages
العربية: دكتور دري
asturianu: Dr. Dre
azərbaycanca: Dr. Dre
تۆرکجه: دوکتور دره
žemaitėška: Dr. Dre
български: Доктор Дре
bosanski: Dr. Dre
català: Dr. Dre
čeština: Dr. Dre
dansk: Dr. Dre
Deutsch: Dr. Dre
Ελληνικά: Dr. Dre
English: Dr. Dre
Esperanto: Dr. Dre
español: Dr. Dre
eesti: Dr. Dre
euskara: Dr. Dre
فارسی: دکتر دره
suomi: Dr. Dre
français: Dr. Dre
Frysk: Dr. Dre
Gaeilge: Dr. Dre
Gàidhlig: Dr. Dre
galego: Dr. Dre
עברית: ד"ר דרה
hrvatski: Dr. Dre
magyar: Dr. Dre
հայերեն: Dr. Dre
Bahasa Indonesia: Dr. Dre
italiano: Dr. Dre
қазақша: Дәрігер Дре
한국어: 닥터 드레
Latina: Dr. Dre
lietuvių: Dr. Dre
latviešu: Dr. Dre
Malagasy: Dr. Dre
македонски: Др. Дре
မြန်မာဘာသာ: Dr. Dre
Nederlands: Dr. Dre
norsk: Dr. Dre
occitan: Dr. Dre
ਪੰਜਾਬੀ: ਡਾ. ਡਰੇ
polski: Dr. Dre
português: Dr. Dre
română: Dr. Dre
русский: Dr. Dre
sicilianu: Dr. Dre
Scots: Dr. Dre
srpskohrvatski / српскохрватски: Dr. Dre
Simple English: Dr. Dre
slovenčina: Dr. Dre
slovenščina: Dr. Dre
Soomaaliga: Dr. Dre
shqip: Dr. Dre
Seeltersk: Dr. Dre
svenska: Dr. Dre
Kiswahili: Dr. Dre
Türkçe: Dr. Dre
українська: Dr. Dre
Tiếng Việt: Dr. Dre
Winaray: Dr. Dre
Yorùbá: Dr. Dre
中文: 德瑞医生