Der Hölle Rache kocht in meinem Herzen

Der Hölle Rache kocht in meinem Herzen (ჯოჯოხეთური შურისძიება დუღს ჩემს გულში) — ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის ღამის დედოფლის მეორე არია (Die Königin der Nacht), კოლორატული სოპრანოსათვის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერა „ჯადოსნური ფლეიტის“ („Die Zauberflöte“) მეორე აქტში. მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საოპერო არიად.

პირველი კოლორატული პასაჟის დასაწყისი

არია

არიის პირველი შემსრულებელი იყო ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ცოლის-და იოზეფა ვებერი, პირადად, რომლისთვისაც დაიწერა ეს არია, იმ დროს იგი 33 წლის იყო, ამასთან მას ჰქონდა არაორდიალურად მაღალი რეგისტრი და სწრაფი ხმა, როგორც ჩანს მოცარტმა შეამჩნია მისი ვოკალური შესაძელებლობები და დაუწერა ორი არია მისი ხმის წარმოსაჩენად.[1].

ალისა ვერლეტი ღამის დედოფლის როლში 1912 წელი
Other Languages