Depeche Mode

Depeche Mode
Tierecke dm.jpg
ჯგუფი კონცერტზე, 2006.
დამატებითი მუსიკოსები, მარცხნიდან: პიტერ გორდენო, კრისტიან აიგნერი და ორიგინალური წევრები: დეივ გეენი, მარტინ გორი და ენდრიუ ფლეტჩერი
ბიოგრაფია
წარმოშობა ბასილდონი, ესექსი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1980 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი depechemode.com
წევრები
ყოფილი წევრები

Depeche Mode d/ინგლისური ელექტრონული ჯგუფი, ჩამოყალიბებული ბასილდონში (ესექსი), 1980 წელს. მასში შედიან დამაარსებლები, დეივ გეენი (წამყვანი ვოკალი, 2005 წლიდან სიმღერების თანაავტორი), მარტინ გორი (გიტარა, კლავიშებიანები, ვოკალი, სიმღერების ავტორი 1982 წლიდან) და ენდრიუ ფლეტჩერი (კლავიშებიანები, ბას-გიტარა). სადებიუტო ალბომი Speak & Spell 1981 წელს გამოსცეს და ბრიტანეთის ახალი ტალღის სცენაზე გამოჩნდნენ. ორიგინალურმა წევრმა, ვინს კლარკმა (კლავიშებიანები, სიმღერების თანაავტორი, გიტარისტი) ჯგუფი დატოვა 1981 წელს და შემდეგი დისკი, A Broken Frame, უკვე მის გარეშე ჩაწერეს. სიმღერების მთავარი ავტორი გორი გახდა. 1982 წელს კოლექტივს ოფიციალურად შეუერთდა ალან უაილდერი (კლავიშებიანები, დასარტყმელი საკრავები, ბას-გიტარა, ზოგიერთი სიმღერის თანაავტორობა) და ამ შემადგენლობით Depeche Mode-მა შემდეგი 13 წელი იარსება. 1995 წელს, უაილდერის წასვლის შემდეგ, იგი ტრიოდ იქცა.

1980-იანების უკანასკნელმა ალბომებმა, Black Celebration და Music for the Masses, ჯგუფი აქციეს წამყვანი ელექტრონული მუსიკის სცენის დომინირებად ძალად. ამ პერიოდის აღსანიშნავი მომენტი იყო მათი კონცერტი პასადენაში, რომელსაც 70 000-ზე მეტი მსმენელი დაესწრო. ახალი ათწლეული დაიწყო Violator-ით, რომელმაც დიდი წარმატება იქონია. Songs of Faith and Devotion-ის და თანმხლები Devotional Tour-ის შემდეგ ჯგუფში დაძაბულობამ გამოიწვია 1995 წელს უაილდერის წასვლა, რის გამოც მედია და მსმენელები ვარაუდობდნენ, რომ Depeche Mode დაიშლებოდა. როგორც ტრიომ, კოლექტივმა გამოსცა ახალი ალბომი Ultra (1997), ჩაწერილი იმ პერიოდში, როდესაც გეენის ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამ, გორის ალკოჰოლიზმმა და ფლეტჩერის დეპრესიამ მწვერვალს მიაღწიეს. შემდეგი ალბომით, Exciter-ით ნათელი გახდა, რომ ჯგუფი დაშლას არ აპირებდა. დისკს მოჰყვა წარმატებული Exciter Tour - მათი პირველი დიდი ტურნე რვაწლიანი შესვენების შემდეგ, თუმცა აღსანიშნავია 1998 წლის ტურნეც, რომელიც გამართეს The Singles 86–98-ის მხარდასაჭერად. ამ ალბომების შემდეგ აგრეთვე გამოვიდა Playing the Angel (2005), Sounds of the Universe (2009), Delta Machine (2013) და Spirit (2017), რასაც ასევე ახლდა კონცერტების სერიები.

ბრიტანეთის სინგლების ჩარტში სხვადასხვა დროს წარმატებული იყო ჯგუფის 50 სიმღერა, ხოლო ალბომების ჩარტში - 10 დისკი. მსოფლიოში გაყიდულია Depeche Mode-ის დისკების 100 მილიონზე მეტი ასლი.[1][2] Q-მ ისინი დაასახელა სიაში „50 ჯგუფი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო!“.[3] Depeche Mode VH1-ის „ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის“ სიაში 98-ე ადგილს იკავებს.[4]

Other Languages
Afrikaans: Depeche Mode
العربية: ديبيتش مود
asturianu: Depeche Mode
azərbaycanca: Depeche Mode
беларуская: Depeche Mode
беларуская (тарашкевіца)‎: Depeche Mode
български: Депеш Мод
brezhoneg: Depeche Mode
bosanski: Depeche Mode
català: Depeche Mode
čeština: Depeche Mode
Cymraeg: Depeche Mode
Deutsch: Depeche Mode
Ελληνικά: Depeche Mode
emiliàn e rumagnòl: Depeche Mode
English: Depeche Mode
Esperanto: Depeche Mode
español: Depeche Mode
euskara: Depeche Mode
فارسی: دپش مد
Na Vosa Vakaviti: Depeche Mode
français: Depeche Mode
galego: Depeche Mode
עברית: דפש מוד
hrvatski: Depeche Mode
magyar: Depeche Mode
հայերեն: Դեփեշ Մոդ
Bahasa Indonesia: Depeche Mode
íslenska: Depeche Mode
italiano: Depeche Mode
қазақша: Depeche Mode
한국어: 디페쉬 모드
lietuvių: Depeche Mode
latviešu: Depeche Mode
македонски: Depeche Mode
Nāhuatl: Depeche Mode
Nederlands: Depeche Mode
polski: Depeche Mode
Piemontèis: Depeche Mode
português: Depeche Mode
română: Depeche Mode
русский: Depeche Mode
sicilianu: Depeche Mode
srpskohrvatski / српскохрватски: Depeche Mode
Simple English: Depeche Mode
slovenčina: Depeche Mode
slovenščina: Depeche Mode
српски / srpski: Депеш моуд
svenska: Depeche Mode
ślůnski: Depeche Mode
Tagalog: Depeche Mode
Türkçe: Depeche Mode
українська: Depeche Mode
oʻzbekcha/ўзбекча: Depeche Mode
Tiếng Việt: Depeche Mode
中文: 流行尖端