A Perfect Circle

A Perfect Circle — ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფი. ჩამოყალიბდა 1999 წელს, გიტარისტ ბილი ჰოვერდელის და ჯგუფ Tool-ის სოლისტის მეინარდ ჯეიმზ კინენის მიერ. ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან.

ჯგუფმა დღემდე გამოუშვა 3 ალბომი: Mer de Noms, Thirteenth Step და eMOTIVe.

ჯეიმზ კინენი ჯგუფში მოსვლამდე უკვე ძალიან პოპულარული იყო ჯგუფიდან Tool. A Perfect Circle-მა ფაქტობრივად გარდატეხა მოახდინა პროგრესულ მეტალში. მისი სიმღერები შეიცავს ორიგინალურ, ფილოსოფიურ ლირიკას. მაგალითია ერთ-ერთი მათი სიმღერა,სახელწოდებით Lateralus, რომლის ლირიკა დაწერილია ფიბონაჩის რიცხვების წესის მიხედვით. მეინარდს ამ უსაზღვროდ ორიგინალური სიმღერებისათვის არაერთხელ აქვს მიღებული გრემის ჯილდო.

A Perfect Circle-ს აქვს დაწერილი რამდენიმე საუნდტრეკი. მათ შორის არის მუსიკა ფილმებისათვის Resident Evil: Afterlife (სიმღერა The Outsider) და Constanse (სიმღერა Passive). ასევე ჯგუფს ეკუთვნის მრავალი ცნობილი სიმღერა, როგორიცაა : Judith, Pet,Blue, Weak and Powerless, 3 Libras, Orestes, The Hollow და მრავალი სხვა.

შემადგენლობა

ამჟამინდელი წევრები
  • მეინარდ ჯეიმზ კინენი – ვოკალი (1999–დღემდე)
  • ბილი ჰაუერდელი – წამყვანი, რითმული გიტარები, ვოკალი (1999–დღემდე)
  • ჯეიმზ აიჰა – რითმული გიტარები, კლავიშებიანი საკრავები (2003–2004, 2010–დღემდე)
  • მეტ მაკ-ჯენკინსი – ბასი (2010–დღემდე)
  • ჯოშ ფრიზი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია (1999–დღემდე)
ყოფილი წევრები
  • ტიმ ალექსანდრი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია (1999)
  • ტროი ვან ლიუენი – რითმული გიტარები (1999–2002)
  • ჯორდი უაიტი – ბასი (2003–2004)
  • პეზ ლენშანტინი – ბასი, სიმებიანი ინსტრუმენტები, დამატებითი ვოკალი (1999–2002, 2004)
  • დენი ლონერი – რითმული გიტარები, ბასი, ხმის ინჟინერი (1999–2004)
Other Languages
azərbaycanca: A Perfect Circle
български: A Perfect Circle
čeština: A Perfect Circle
français: A Perfect Circle
lietuvių: A Perfect Circle
latviešu: A Perfect Circle
Nederlands: A Perfect Circle
português: A Perfect Circle
Runa Simi: A Perfect Circle
русский: A Perfect Circle
srpskohrvatski / српскохрватски: A Perfect Circle
Simple English: A Perfect Circle
українська: A Perfect Circle