0-იანები

ათასწლეული:I
საუკუნე:ძვ.წ. IIII
ათწლეული:ძვ. წ. 20-იანები ძვ. წ. 10-იანები ძვ. წ. 0-იანები

0-იანები

10-იანები 20-იანები 30-იანები

წლები:1 · 2 · 3 · 4
5 · 6 · 7 · 8 · 9

0-იანი (ნულიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 0-იანებიგრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1 წლის 1 იანვარს და დასრულდა 9 წლის 31 დეკემბერს.


მოვლენები


სექციების სია: 1 2 3 4 5 6 7 8 9

1

რომის იმპერია

  • ტიბერიუსი, ავგუსტუსის ბრძანებით, გერმანიაში აჯანყებას ახშობს (1-5)
  • გაიუს კეისარი და ლუციუს აემილიუს პაულუსი კონსულებად დაინიშნენ.
  • ქირინიუსი გაიუსის მთავარი მრჩეველი გახდა არმენიაში.
  • აქვა ალსიენტას აკვედუკი აშენდა.
  • აბრეშუმი გამოჩნდა რომში.

აზია

აფრიკა

  • დაარსდა აკსუმის სამეფო, თანამედროვე ეთიოპიისა და ერიტრეის ტერიტორიაზე.
  • კუშების დედოფალი ამანიშახეტო გარდაიცვალა. მისი ვაჟი, ნატაკამანი კუშების მეფე გახდა.

2

რომის იმპერია

  • გაიუს კეისარი ევფრატეზე ხვდება პართიის მეფე ფრაატ V-ს. ქვეყანაში შეჭრის ნაცვლად გაიუსი პართიელებთან სამშვიდობო ხელშეკრულებას დებს, ხოლო პართია ცნობს რომის უფლებებს არმენიაზე.
  • პუბლიუს ალფენუს ვარუსი და პუბლიუს ვინიციუსი რომის კონსულები ხდებიან.

აფრიკა

  • მავრიტანიის მეფე ჯუბა II გაიუს კეისარს უერთდება სომხეთში, როგორც სამხედრო მრჩეველი. ამ პერიოდში ხვდება ის გლაფირას, კაბადოკიელ დედოფლისწულს, ალექსანდროს იუდეველის ყოფილ ცოლს, და უყვარდება იგი.

აზია

  • პირველი ცენზი დასრულდა ჩინეთში ერთი წლის წინ დაწყების შემდეგ: შედეგების მიხედვით მოსახლეობამ თითქმის 60 მილიონი შეადგინა (12 მილიონზე ოდნავ მეტ კომლში). ეს აღწერა ერთ-ერთი ყველაზე აკურატული საყოველთაო აღწერაა ჩინეთის ისტორიაში.
  • ჩინეთის მოსახლეობის აღწერის შედეგებით ვიეტნამში ერთი მილიონი მოსახლე დაფიქსირდა.

3

რომის იმპერია

  • ავგუსტუსის მმართველოს 10-წლიანი პერიოდით განახლდა.
  • ავგუსტუსმა იშვილა საკუთარი შვილიშვილი გაიუს კეისარი, იმ იმედით, რომ ის ტახტის მემკვიდრე გახდებოდა. გაიუსი პროკონსულად დანიშნეს და აღმოსავლეთში გაგზავნეს სპეციალური მისიით.

ევროპა

  • მარბოდმა ხუთი გერმანული ტომი გააერთიანა (შემდგომში სილიზია და საქსონია გახდა), რაც პირდაპირ საშიშროებას უქმნის რომს.

აზია

  • მეფე იური გოგურიეოელს დედაქალაქი ჯოლბონის ციხიდან გუნგნაეს სიმაგრეში გადააქვს.

4

რომის იმპერია

  • იმპერატორი კეისარ ავგუსტუსი ტიბერიუსს რომში იწვევს და მას საკუთარ მემკვიდრედ და მომავალ იმპერატორად აცხადებს.
  • ტიბერიუსი ასევე აცხადებს გერმანიკუსს საკუთარ მემკვიდრედ.
  • სექსტუს აელიუს კატუსი კონსული გახდა.
  • აგრესიაზე უარის თქმისა და მეგობრობის პაქტს მოაწერეს ხელი რომის იმპერიამ (ტიბერიუსის წარმომადგენლობით) და გერმანიის ტომმა ჩერუსკიმ (მეფე ზეგიმერის წარმომადგენლობით). არმინიუსი და ფლავუსი (ზეგიმერის ვაჟები) რომის არმიაში მოიყვენეს გარე ჯარების მეთაურებად.
  • მარკუს პლაუტიუს სილვანუსი აზიის პროკონსულად დანიშნეს.

ახლო აღმოსავლეთი

  • პართიის მეფე ფრაატაკესი და დედოფალი მუზა მოკლეს. სამეფო გვირგვინი შესთავაზეს ოროდეს III-ს.

5

6

7

8

9

  • ილირია რომის პროვინციად იქცა აჯანყების ჩახშობის შედეგად.
  • ტევტობურგის ტყის ბრძოლა : მდინარე რაინი დაწესდა საზღვრად ლათინურ- და გერმანულენოვან სამყაროთა შორის, რომის არმიის დამარცხების შემდეგ.
  • პანონია (თანამედროვე უნგრეთი) რომის მმართველობის ქვეშ მოექცა.
  • ქორწინებების რიცხვისა და მოსახლეობის ზრდისთვის რომში მიიღეს Lex Papia Poppaea, რომლის მიხედვით უკანონოდ იქნა ცნობილი უცოლობა და უშვილო კავშირი.
Other Languages
Alemannisch: 0er
aragonés: Anyos 0
العربية: عقد 0
asturianu: Década del 0
Boarisch: 0a
беларуская: 0-я
беларуская (тарашкевіца)‎: 0-я
বাংলা: ০-এর দশক
brezhoneg: Bloavezhioù 0
bosanski: 0-te
català: Dècada del 0
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: 0 nièng-dâi
Cymraeg: 0au
dansk: 0'erne
Deutsch: 0er
emiliàn e rumagnòl: An 0
English: 0s
Esperanto: 0-aj jaroj
español: Años 0
eesti: 0. aastad
euskara: 0ko hamarkada
føroyskt: 0-árini
français: Années 0
Gaeilge:
hrvatski: 0-ih
magyar: 1-es évek
Bahasa Indonesia: 0-an
italiano: Anni 0
日本語: 0年代
한국어: 0년대
коми: 0-ӧд вояс
олык марий: 0 ийла
македонски: 0-ти
Bahasa Melayu: 0-an
Nāhuatl: 0 xihuitl
नेपाल भाषा:
Nederlands: 1-9
norsk: 0-årene
Sesotho sa Leboa: 0s
ਪੰਜਾਬੀ: 7 (ਸਾਲ)
português: Década de 0
Runa Simi: 0 watakuna
русский: 0-е годы
саха тыла: 0-с
srpskohrvatski / српскохрватски: 0-e
Simple English: 0s
slovenščina: 0.
српски / srpski: 0-е
Basa Sunda: 0-an
svenska: 00-talet
Kiswahili: Miaka ya 0
தமிழ்: 0கள்
Türkmençe: 0ýý
Türkçe: 0'lar
татарча/tatarça: 0-еллар
українська: 0-ві
oʻzbekcha/ўзбекча: 0-lar
Tiếng Việt: Thập niên 0
Winaray: 0 nga dekada
Yorùbá: Ẹ̀wádún 0
中文: 0年代
Bân-lâm-gú: 0 nî-tāi
粵語: 0年代