ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი

ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი ბერლინში
Huberlin-logo.svg
დაფუძნდა16 აგვისტო 1809, სწავლება დაიწყო 1910 წელს
ტიპისახელმწიფო
თანამშრომელი3967 (2008)
პრეზიდენტიქრისტოფ მარკშისი
პროფესორი384 (2010)
სტუდენტი28.239 (2010)
მდებარეობაბერლინი, გერმანია
კამპუსიქალაქური
საიტიwww.hu-berlin.de

ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი (გერმ. Humboldt-Universität zu Berlin) — ბერლინის ოთხ უნივერსიტეტთაგან უძველესი. დაარსდა 1809 წლის 16 აგვისტოს ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის ინიციატივით. 1828 წელს მიიღო "ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტის" სახელწოდება პრუსიის მეფის ფრიდრიხ ვილჰელმ III-ის პატივსაცემად, რომლის მეფობის პერიოდშიც დაარსდა უნივერსიტეტი. 1949 წლიდან ჰუმბოლდტის სახელი ჰქვია.

სწავლება უნივერსიტეტში 1810 წელს დაიწყო და მასში 256 სტუდენტი ირიცხებოდა (2003 წელს აქ 37 145 სტუდენტი იყო, მათ შორის 4 662 უცხოელი). XIX საუკუნეში უნივერსიტეტი ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კვლევითი ცენტრი გახდა. მის რექტორებად სხვადასხვა დროს იყვნენ იოჰან გოტლიბ ფიხტე, გეორგ ფრიდრიხ ვილჰელმ ჰეგელი, ფრიდრიხ შლეიერმახერი, კარლ ვეიერშტრასი, თეოდორ მომზენი, რუდოლფ ვირხოვი, მაქს პლანკი და სხვა გამოჩენილი მეცნიერები.

Other Languages
Bahasa Indonesia: Universitas Humboldt Berlin
srpskohrvatski / српскохрватски: Хумболтов универзитет у Берлину
татарча/tatarça: Берлин университеты
oʻzbekcha/ўзбекча: Berlin universiteti