ჰონორიუსი

Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰონორიუსი (მრავალმნიშვნელოვანი).
დასავლეთ რომის იმპერატორი ჰონორიუსი, ჟან პოლ ლორანი (1880). ჰონორიუსი გახდა ავგუსტუსი 393 წლის, 23 იანვარს, რვა წლის ასაკში

ჰონორიუსი ( ლათ : Flavius Honorius Augustus; 9 სექტემბერი 384 - 15 აგვისტო 423), დასავლეთ რომის იმპერიის მმართველი 395 - 423 წლებში. ჰონორიუსი იყო იმპერატორ თეოდოსიუსის უმცროსი ვაჟი და აღმოსავლეთ რომის იმპერატორ არკადიუსის ძმა. მისი მმართველობის პერიოდი დასავლეთ რომის იმპერიის სწრაფი დაკნინების სტანდარტების მიხედვითაც კი ქაოტური და არასაიმედო იყო. მისი დე-ფაქტო მმართველობის მთავარ საყრდენს მთავარი გენერალი, ფლავიუს სტილიქონი, რომელიც ჯერ მის მეურვეს (ბავშვობისას), ხოლო შემდეგ კი სიმამრს (როდესაც ის სრულწლოვანი გახდა) წარმოადგენდა. სტილიქონის ეს თანამდებობა იმპერიას გარკვეულწილად მაინც უნარჩუნებდა სტაბილურობას, მაგრამ მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ, იმპერია ნგრევის ზღვარზე აღმოჩნდა.

მმართველობა

ადრეული მმართველობა

მას შემდეგ რაც კონსული გახდა 2 წლის ასაკში, ჰონორიუსი გამოცხადებული იქნა იმპერატორად (ავგუსტუსად) 393 წლის 23 იანვარს, მამამისის თეოდოსიუს I-ის მიერ. მისი ავგუსტუსად გამოცხადება ნიშნავდა იმას, რომ ის იყო თანამმართველი მამასთან ერთად. როდესაც 395 წლის იანვარში თეოდოსიუსი გარდაიცვალა, ჰონორიუსმა და არკადიუსმა დაიყვეს იმპერია, ასე რომ ჰონორიუსი დასავლეთ რომის იმპერატორი გახდა 10 წლისა. მისი მმართველობის პირველი ეტაპის განმავლობაში ჰონორიუსი დამოკიდებული იყო გენერალ სტილიქონის სამხედრო ხელმძღვანელობაზე, რომელიც თავის დროზე თეოდოსიუსმა დანიშნა ამ პოსტზე. სტილიქონი იყო შერეული სისხლისა, მამით ვანდალი და დედით რომაელი. იმ მიზნით, რომ განემტკიცებინა კავშირი მცირეწლოვან იმპერატორთან, სტილიქონმა ქალიშვილი მარია ცოლად მიათხოვა მას. ჰონორიუსზე დიდი გავლენა ჰქონდათ რომის პაპებს, რომელთაც სურდათ მისი სისუსტე და სიყრმე თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ. მათ შორის გამოირჩეოდა პაპი ინოკენტ I რომელმაც მოახერხა ის რომ 407 წელს ჰონორიუსს გააგზავნინა წერილი თავის ძმასთან, რომელშიც ის იოანე ოქროპირის გადაყენებას გმობდა. თავდაპირველად ჰონორიუსმა გადაწყვიტა დედაქალაქად მედიოლანუმი ( მილანი) გაეხადა, მაგრამ როდესაც ვესტგოთები 401 წელს მეფე ალარიხ I-ის მეთაურობით იტალიაში შემოიჭრნენ, მან დედაქალაქი გადაიტანა ზღვისპირა ქალაქ რავენაში, რომელიც ჭაობების რკალით და ძლიერი ციხესიმაგრეებით იყო დაცული. მიუხედავად იმისა, რომ ახალი დედაქალაქი იოლად დასაცავი იყო, მისი ადგილმდებარეობა არასახარბიელო იყო იმისთვის, რომ რომაელ ჯარისკაცებს ზრდადი რეგულარულობის ბარბაროსული თავდასხმებისგან ცენტრალური იტალიის დაცვა შეძლებოდათ. ისტორიულად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იმპერატორის რეზიდენცია იყო აქ 476 წელს ბოლო იმპერატორის ტახტიდან ჩამოგდებამდე, რამაც განაპირობა ის რომ რავენა აირჩიეს არა მხოლოდ ოსტგოთების სამეფოს, არამედ ბიზანტიელი ეგზარქების(იუსტინიანე I-ის დაპყრობების შემდეგ) დედაქალაქადაც.

Other Languages
aragonés: Honorio
العربية: هونوريوس
беларуская: Ганорый
català: Flavi Honori
Esperanto: Flavio Honorio
eesti: Honorius
euskara: Honorio
فارسی: هونوریوس
suomi: Honorius
français: Flavius Honorius
Frysk: Honoarius
hrvatski: Honorije
Bahasa Indonesia: Honorius (kaisar)
日本語: ホノリウス
한국어: 호노리우스
Kurdî: Honorius
lietuvių: Honorijus
latviešu: Honorijs
македонски: Хонориј
Napulitano: Onorio
Nederlands: Honorius (keizer)
norsk: Honorius
português: Honório
română: Honorius
русский: Гонорий
sicilianu: Onoriu
srpskohrvatski / српскохрватски: Honorije
slovenčina: Honorius
slovenščina: Honorij (rimski cesar)
српски / srpski: Хонорије
Kiswahili: Kaizari Honorius
Türkçe: Honorius
Tiếng Việt: Honorius (hoàng đế)
Bân-lâm-gú: Honorius