ჰიუგ დე პეინი

ჰიუგ დე პეინი
ჰიუგ დე პეინი
ბალდუინ II იერუსალიმელი იღებს ჰიუგ დე პეინსა და გოდფრი დე სეინტ-ომერს.
ტამპლიერთა ორდენის I დიდი მაგისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1119 – 24 მაისი, 1136
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრერობერ დე კრაონი

დაბადებული9 თებერვალი, 1070
ტრუა, საფრანგეთი[1]
გარდაცვლილი24 მაისი, 1136 (66 წლის)
იერუსალიმი, იერუსალიმის სამეფო
ეროვნებაფრანგი
რელიგიაკათოლიკე

ჰიუგ დე პეინი (ფრანგ. Hugues de Payns ან Hugues de Payens — ჰიუგ დე პეიანი; დ. დაახ. 1070, პეიანი, საფრანგეთი — გ. 24 მაისი, 1136) — ტამპლიერების ორდენის პირველი დიდი მაგისტრი.

ჰიუგ დე პეინი სავარაუდო დაბადების ადგილედ მიიჩნევენ ტრუადან ათიოდე კილომეტრით დაშორებულ დასახლებულ პუნქტ პეიანს. იგი იყო „ტამპლიერთა ორდენის“ დამაარსებელი. მის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ჰიუგი ფრანგული არისტოკრატიის საშუალო წრიდან უნდა იყოს გამოსული და მონტინი-ლაჟესის სენიორი იყო. მას მამულები ჰქონდა ტონერის მიდამოებშიც. ჰიუდ დე პეინმა მონაწილეობა მიიღო პირველ ჯვაროსნული ლაშქრობაში და დაახლოებით 1100 წელს საფრნაგეთში დაბრუნდა. 1104—1114 წლებში იყო გრაფ ჰიუგ დე შამპანს ახლდა პილიგრიმად იერუსალიმში, სადაც საბოლოოდ დამკვიდრდა კიდეც. 1118—1119 წლებს შორის მან დააარსა „ტამპლიერთა ორდენი“. ჰიუგ დე პეინს ჰყავდა ერთადერთი ვაჟი ტიბო, რომელიც მოგვიანებით სენ-კოლომბის აბატი გახდა[2].

Other Languages
العربية: هيوجز دي بانز
български: Юг дьо Пайен
brezhoneg: Hugues de Payns
čeština: Hugues de Payens
Ελληνικά: Ούγος ντε Παιν
Esperanto: Hugo de Payns
español: Hugo de Payns
français: Hugues de Payns
hrvatski: Hugo de Payens
Bahasa Indonesia: Hugues de Payens
italiano: Hugues de Payns
latviešu: Hugo de Peins
македонски: Иг де Пајен
Nederlands: Hugo van Payns
português: Hugo de Payens
română: Hugo de Payens
русский: Гуго де Пейн
srpskohrvatski / српскохрватски: Hugues de Payens
slovenčina: Hugues de Payens
српски / srpski: Ig de Pejen
українська: Гуго де Пейн