ჰიპნოზი

რიხარდ ბერგი – ჰიპნოზის სეანსი
Photographic Studies in Hypnosis, Abnormal Psychology (1938)

ჰიპნოზი (ძვ.-ბერძნ. ὕπνος - ძილი) — ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ღრმა მოდუნებით, შთაგონებისადმი მიმღებლობით, აღქმის, მეხსიერების, მოტივაციის და თვითკონტროლის ცვლილებებით. ჰიპნოზში მყოფი ადამიანი გარეგნულად ძილის მაგვარ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ძილი მასში საერთოდ არ მონაწილეობს. ჰიპნოტურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები მომატებული შთაგონებადობით ხასიათდებიან ჰიპნოტიზიორის შთაგონების მიმართ. ისინი გრძნობენ, რომ მათი ქცევა ყოველგვარი ცნობიერი განზრახვისა და ძალისხმევის გარეშე ხორციელდება.

ჰიპნოზის მოქმედების ფსიქოლოგიურ თავისებურებათა შესახებ მკვლევართა შორის თანხმობა არ არსებობს. ადრეული თეორიის თანახმად, ჰიპნოზში მყოფი პირები ტრანსის მაგვარ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომელიც დიდად განსხვავდება ფხიზელი ცნობიერების მდგომარეობისგან. მეორე თეორიის თანახმად კი ჰიპნოზი მხოლოდ მომატებულ მოტივაციას წარმოადგენს. სხვა თეორიების მიხედვით, ჰიპნოზი როლური თამაშის ერთ-ერთი ნაირსახეობა - პლაცებო რეაქციის სახეობაა და მიმართულია ჰიპნოტიზიორის მოწონების დასამსახურებლად.

ჰიპნოტური სტიმულაცია

ჰიპნოტური სტიმულაცია ჰიპნოზის მოსამზადებელი ეტაპია. ეს არის მოსამზადებელ აქტივობათა ერთობლიობა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს გარე გამღიზიანებლები და მონაწილეებს მხოლოდ შეთავაზებულ სტიმულებზე ამახვილებინებს ყურადღებას და შთააგონებს, რომ ისინი ცნობიერების განსაკუთრებულ მდგომარეობაში გადასასვლელად ემზადებიან.

Other Languages
Afrikaans: Hipnose
Ænglisc: Oferswefn
العربية: تنويم إيحائي
azərbaycanca: Hipnoz
беларуская: Гіпноз
беларуская (тарашкевіца)‎: Гіпноз
български: Хипноза
বাংলা: সম্মোহন
bosanski: Hipnoza
català: Hipnosi
čeština: Hypnóza
Cymraeg: Hypnosis
dansk: Hypnose
Deutsch: Hypnose
English: Hypnosis
Esperanto: Hipnoto
español: Hipnosis
eesti: Hüpnoos
euskara: Hipnosi
فارسی: هیپنوتیزم
suomi: Hypnoosi
français: Hypnose
Frysk: Hypnoaze
Gaeilge: Hiopnóis
galego: Hipnose
עברית: היפנוזה
हिन्दी: सम्मोहन
hrvatski: Hipnoza
magyar: Hipnózis
Հայերեն: Հիպնոս
Bahasa Indonesia: Hipnosis
italiano: Ipnosi
日本語: 催眠
қазақша: Гипноз
한국어: 최면
Кыргызча: Гипноз
Latina: Hypnosis
lietuvių: Hipnozė
latviešu: Hipnoze
македонски: Хипноза
မြန်မာဘာသာ: စိတ်ညှို့ပညာ
Nederlands: Hypnose
norsk nynorsk: Hypnose
norsk: Hypnose
occitan: Ipnòsi
polski: Hipnoza
português: Hipnose
română: Hipnoză
русский: Гипноз
srpskohrvatski / српскохрватски: Hipnoza
සිංහල: මෝහනය
Simple English: Hypnosis
slovenčina: Hypnóza
slovenščina: Hipnoza
shqip: Hipnoza
српски / srpski: Хипноза
svenska: Hypnos
తెలుగు: హిప్నాటిజం
Tagalog: Hipnosis
Türkçe: Hipnoz
українська: Гіпноз
oʻzbekcha/ўзбекча: Gipnoz
Tiếng Việt: Thôi miên
ייִדיש: היפנאזיע
中文: 催眠