ჰესიოდე

ჰესიოდე
Pseudo-Seneca BM GR1962.8-24.1.jpg
დაბ. თარიღი ძვ. წ. VIII საუკუნე
დაბ. ადგილი კიმე
გარდ. თარიღი ძვ. წ. VII საუკუნე
საქმიანობა პოეტი, მწერალი, რაფსოდი და მითოგრაფი
ენა ძველი ბერძნული ენა
ეროვნება ბერძნები
ჟანრი პოეზია
Magnum opus თეოგონია, სამუშაონი და დღენი, ქალთა კატალოგი და ჰერაკლეს ფარი

ჰესიოდე (ძვ. ბერძნ. Ἡσίοδος; დაახლ. ძვ.წ. VIII ს-ის მეორე ნახევარი და VII ს-ის პირველ ნახევარი) — ძველი ბერძენი პოეტი. ენციკლოპედიებსა თუ ანტიკური ლიტერატურის სახელმძღვანელოებში ხშირად მითითებულია, რომ ჰესიოდე ჰომეროსის შემდეგ ცხოვრობდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კლასიკოსთა ნაწილი საპირისპირო შეხედულებისაა. სავსებით მოსალოდნელია, ერთი პოეტის მოღვაწეობის ბოლო პერიოდი მეორის მოღვაწეობის საწყის ეტაპს დამთხვეოდა. მართლაც, თავად ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ ჰომეროსი და ჰესიოდე არა მარტო თანამედროვენი იყვნენ, არამედ ერთხელ ერთმანეთს გაეჯიბრნენ კიდეც პოეტურ აგონში, რომელიც — მიუხედავად იმისა, მას ლეგენდარულად მივიჩნევთ თუ ისტორილად — პირველი ლიტერატურული კონკურსია ევროპული მხატვრული სიტყვის ისტორიაში.

Hesiodi Ascraei quaecumque exstant, 1701

ჰესიოდეს ცხოვრების შესახებ წარმოდგენას ძირითადად მისსავე პოემებში გაბნეული ავტობიოგრაფიული ჩანართების მეშვეობით ვიქმნით. ამას მოგვიანო ხანის ცნობებიც ემატება. კერძოდ, ვიგებთ, რომ ჰესიოდეს მამა ეოლიელი ვაჭარი ყოფილა, ქალაქ კიმედან. ხელმოკლეობის გამო იგი იძულებული გახდა, ეოლია დაეტოვებინა და კონტინენტურ საბერძნეთში დაბრუნებულიყო, სადაც ბეოტიაში მდებარე პოლისის, თესპიის მახლობლად ქალაქ საკრაში დასახლდა. სავარაუდოდ სწორედ აქ, ჰელიკონის მთაზე გაშენებულ ამ პატარა ქალაქში დაიბადა პოეტი. მშობლიურ ქალაქს ჰესიოდე უარყოფითად ახასიათებს თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში: „ზამთარში გაუსაძლისია აქ ყოფნა, ზაფხულში — აუტანელი, არასდროს არ არის საამო“ (ჰესიოდე, „სამუშაონი და დღენი“, 640). მამის გარდაცვალების შემდეგ ჰესიოდემ და მისმა ძმა პერსესმა დანატოვარი მემკვიდრეობა გაიყვეს. როგორც ჩანს, პერსესმა მოახერხა ქონების მეტი წილი თავად ეგდო ხელთ.ცალკე დასახლებულმა ჰესიოდემ უბრალო გლეხის, მწყემსისა და პოეტის ცხოვრებით განვლო წუთისოფელი.

ჩვენამდე მოაღწია ჰესიოდეს ორმა ეპიკურმა პოემამ („თეოგონია“ და „სამუშაონი და დღენი“) და არაერთმა ფრაგმენტმა. შესაძლოა მასვე ეკუთვნოდეს პოემები „ქალთა კატალოგი“ და „ჰერაკლეს ფარი“. „თეოგონია“ მთლიანი თუ ფრაგმენტული სახით ოცდაათზე მეტმა პაპირუსმა და შუა საუკუნეებით ან რენესანსის ეპოქით დათარიღებულმა სამოცდაათიოდე ხელნაწერმა შემოგვინახა. პოემა მოგვითხრობს ძველი ბერძნული პანთეონის წევრთა სხვადასხვა მითოლოგიურ არსებათა წარმოშობის შესახებ. მრავალი მათგანი ბუნების ამა თუ იმ მოვლენის უბრალო პერსონიფიკაციაა. ამასთანავე, „თეოგონიაში“ გადმოცემულია მითური ისტორია, თუ როგორ იქცა ძველი ბერძნული წარმოდგენით თავდაპირველად არსებული და ქაოსად წოდებული უკიდეგანო, ცარიელი სივრცე ოლიმპოსელი ზევსის მიერ გარკვეულ წესრიგსა და იერარქიას დამორჩილებულ მრავალფეროვან სამყაროდ. მითურ ამბებს პოეტი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გვიყვება. პირობითად პოემა შესაძლოა შემდეგ ეპიზოდებად დაიყოს:

ლიტერატურა

  • ანტიკური ბიბილიოთეკა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013 წ, ტ.17, გვ. 209-211.
Other Languages
Afrikaans: Hesiodos
Alemannisch: Hesiod
aragonés: Hesíodo
العربية: هسيودوس
asturianu: Hesíodo
azərbaycanca: Hesiod
Boarisch: Hesiod
беларуская: Гесіёд
български: Хезиод
brezhoneg: Hesiodos
català: Hesíode
corsu: Esiodu
čeština: Hésiodos
dansk: Hesiod
Deutsch: Hesiod
Ελληνικά: Ησίοδος
English: Hesiod
Esperanto: Heziodo
español: Hesíodo
eesti: Hesiodos
euskara: Hesiodo
estremeñu: Esiodu
فارسی: هزیود
suomi: Hesiodos
français: Hésiode
Frysk: Hesiodos
galego: Hesíodo
Hawaiʻi: Hesioda
עברית: הסיודוס
हिन्दी: हेसिओद
hrvatski: Heziod
magyar: Hésziodosz
հայերեն: Հեսիոդոս
interlingua: Hesiodo
Bahasa Indonesia: Hesiodos
íslenska: Hesíódos
italiano: Esiodo
қазақша: Гесиод
한국어: 헤시오도스
Latina: Hesiodus
Lëtzebuergesch: Hesiod
lietuvių: Hesiodas
latviešu: Hēsiods
македонски: Хесиод
Plattdüütsch: Hesiod
Nederlands: Hesiodos
norsk nynorsk: Hesiod
norsk: Hesiod
occitan: Esiòde
polski: Hezjod
português: Hesíodo
română: Hesiod
русский: Гесиод
sicilianu: Esìudu
Scots: Hesiod
srpskohrvatski / српскохрватски: Hesiod
Simple English: Hesiod
slovenčina: Hésiodos
slovenščina: Heziod
shqip: Hesiodi
српски / srpski: Хесиод
svenska: Hesiodos
Kiswahili: Hesiodo
தமிழ்: எசியோடு
Türkçe: Hesiodos
українська: Гесіод
Tiếng Việt: Hēsíodos
吴语: 赫西俄德
中文: 赫西俄德
粵語: 赫西俄德