ჯიბუტი

ჯიბუტის რესპუბლიკა
جمهورية جيبوتي
République de Djibouti
ჯიბუტი
ჯიბუტის
დევიზი: Unité, Égalité, Paix
ჰიმნი: დროშის სიმღერა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ჯიბუტი
11°36′ ჩ. გ. 43°10′ ა. გ. / 11°36′ ჩ. გ. 43°10′ ა. გ. / 11.600; 43.167
ოფიციალური ენაარაბული, ფრანგული
მთავრობარესპუბლიკა
 - პრეზიდენტიისმაილ ომარ გელე
 - პრემიერ-მინისტრიაბდულკადერ კამილ მოჰამედი
ფართობი
 - სულ23 200 კმ2 (149-ე)
მოსახლეობა
 - 2014 შეფასებით810 178 ად. (160-ე)
 - 2009 აღწერა818 169 ად. 
 - სიმჭიდროვე35,27 კაცი/კმ2 (164-ე)
მშპ (მუპ)2005 შეფასებით
 - სულ$1.641 მილიარდი (168-ე)
 - ერთ მოსახლეზე$2070 (141-ე)
აგი (2007)0.516 (საშუალო) (149-ე)
ვალუტაჯიბუტის ფრანკი (DJF)
დროის სარტყელიUTC+03:00
 - ზაფხულის (DST)UTC+03:00 (UTC)
ქვეყნის კოდიDJI
Internet TLD.dj
სატელეფონო კოდი253

ჯიბუტი, ოფიციალურად ჯიბუტის რესპუბლიკა (არაბ. جيبوتي‎‎, ფრანგ. Djibouti, სომალური ენა Jabuuti, აფარული ენა Gabuuti) — სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, აფრიკის რქის რეგიონში. აღმოსავლეთით გარს ერტყმის ადენის ყურის წყლები და აქვს გასასვლელი წითელ ზღვაზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ერიტრეა, დასავლეთით და სამხრეთით ეთიოპია, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით არაღიარებული ქვეყანა სომალილენდი, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა თვლის სომალის ნაწილად. ტერიტორია — 23 200 კმ². მოსახლეობა — 818 159 ადამიანი.[1][2][3]

გეოგრაფია

მდებარეობა

ჯიბუტის ტოპოგრაფიული რუკა
ჯიბუტის რუკა
ქვეყნის რუკა

ჯიბუტი მდებარეობს აფრიკის რქის რეგიონის ადენის ყურესა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეში, წითელი ზღვის სამხრეთ შესასვლელში და მასკალის, მუშის, დუმეირის და შვიდი ძმის კუნძულებზე. სანაპირო ზოლი გადაჭიმულია 314 კმ-ზე, რომლის რელიეფი ძირითადად შედგება პლატოებისაგან, დაბლობებისაგან და ზეგნებისაგან. ჯიბუტის საერთო ფართობი შეადგენს 23 200 კმ²-ს. ჯიბუტის აქვს 113 კმ საზღვარი ერიტრეასთან, 337 კმ ეთიოპიასთან და 58 კმ სომალისთან (საზღვრების მთლიანი სიგრძე შეადგენს 506 კმ-ს).

ჯიბუტიში მდებარეობს 8 მთის ქედი, რომელთა მწვერვალები სიმაღლეში აღემატება 1000 მეტრს.[4] მუსა ალის სტრატოვულკანი ქვეყანაში ითვლება ყველაზე მაღალ მთის ქედად და მწვერვალად, რომელიც მდებარეობს ეთიოპიის და ერიტრეის საზღვართან. მისი სიმაღლე შეადგენს 2028 მეტრს.[4] გრანდ ბარას უდაბნო მოიცავს ჯიბუტის სამხრეთის — არტის, ალი-საბიეს და დიკილის რეგიონებს. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მდებარეობს შედარებით დაბალ სიმაღლეზე — 560 მეტრზე უფრო დაბლა.

ჯიბუტის ტერიტორიის დიდი ნაწილი ეთიოპიის მინდვრების და ბუჩქნარის არასაკმარისი სინოტივის ეკორეგიონის ნაწილია. გამონაკლისს წარმოადგენს წითელი ზღვის სანაპიროს გასწვრივ არსებული ზოლი, რომელიც ერიტრეის სანაპირო უდაბნოს ნაწილია.[5]

გეოლოგია

ჯიბუტი იმყოფება მუდმივი ვულკანური მოქმედების ზონაში. რელიეფისთვის დამახასიათებელია მთის ქედების მონაცვლეობა დაბლობ ლავებიან პლატოებთან, რომლებსაც აქვთ ჩამქრალი ვულკანების დაბალი კონუსები. ქვეყნის მთელი ტერიტორია შედის მომატებული სეისმურობის ზონაში. ყველგან შეიმჩნევა გეოთერმალური წყლების გამონადენის კვალი, თან მათი უმრავლესობა შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც იაფი ელექტროენერგიის მიღების წყარო. სასარგებლო წიაღისეულიათაბაშირი, თიხა, კირქვა, ქვამარილი და სუფრის მარილი, პემზა, მარგალიტი და პუცოლანი.

ჩრდილო-აღმოსავლეთის ტერიტორია უკავია დანაკილის ქედის სამხრეთ ტოტს (უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — მუსა ალის მთა, 2028 მეტრი). ტერიტორიის მეორე ნაწილი, რომელიც მდებარეობს ტაჯურის ყურის დასავლეთით და სამხრეთით, იმყოფება დანაკილის ღრმულის საზღვრებში, დაფარულია ბაზალტური და რიოლიტური ლავის ფენებით და თითქმის არ გააჩნია ნიადაგი. ტექტონიკურმა მოძრაობებმა ეს მონაკვეთები დაყვეს მკვეთრად გამოყოფილ კალთებიან მაღლობებად და ღრმა ღრმულებად, რომლებიც შემდეგ დაკლაკნეს დროებითი მდინარეების ხეობებმა.

ქვეყნის ცენტრალური ნაწილი უკავია ჰქვიან, ქვიშოვან ან თიხოვან ვაკეებს, რომლებსაც აქ ჰქვიათ „ბადი“, ყველაზე უფრო დაბალ სიმაღლეზე მყოფი ადგილები ავსებულია მლაშე ტბებით. მათ შორის ყველაზე დიდი — ასალის ტბა — მდებარეობს ღრმულში, რომელიც ზღვის დონიდან 153 მეტრით დაბლაა ჩაწეული. ასალის ტბაში მარილის მარაგი შეფასებულია 1-2 მილიარდ ტონად. ეს ჯერჯერობით ქვეყნის ძირითადი მინერალური სიმდიდრეა.

წყლის რესურსები

როდესაც ივნის-აგვისტოში არაბეთის ნახევარკუნძულიდან იწყებს ქროლვას ქვიშიანი ქარბუქი, ჰაერის ტემპერატურა ჯიბუტიში აჩვენებს 45 °C-ს. ამ ცხელი პერიოდის დასაწყისში და ბოლოში — მაისში და სექტემბერში (ტანგაბილის დრო), ქალაქ ჯიბუტიში ტენიანობა აღწევს თითქმის 100 %-ს. ასეთ ატმოსფეროში ადამიანებს სუნთქვა საკმაოდ უჭირთ, სამაგიეროდ ჰქვიანი დაბლობების ღარიბი მცენარეულობა იწყებს გამოცოცხლებას. „ტანგაბილის“ დრო — ნამდვილი შვებაა ამ ქვეყნისათვის, სადაც არ არსებობენ მუდმივი მდინარეები. დიდი ტბებია — ასალი (მლაშე) და აბე (მტკნარი). სასმელი წყლის არასაკმარისი რაოდენობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. უახლოეს წლებში ის შეიძლება შემცირდეს მიწისქვეშა წყლების უფრო ფართე გამოყენების გზით.

კლიმატი

ჯიბუტის კლიმატი გაცილებით თბილია და სეზონური მერყეობაც გაცილებით უფრო ცოტაა, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში. დღის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა მერყეობს 32 °C-დან 41 °C-მდე და ისიც მაღალ სიმაღლეებზე, სადაც ცივი ჰაერის მასების გავლენა შეიძლება შეიმჩნეოდეს. მაგალითად დედაქალაქში, აპრილში დღის შუა პერიოდში მაქსიმალური ტემპერატურა მერყეობს 28 °C-დან 34 °C-მდე ფარგლებში. ქვეყნის დონეზე, დღე-ღამის ტემპერატურის საშუალო მინიმუმი ჩვეულებრივ მერყეობს 15 °C-დან 30 °C-მდე.[6] კლიმატის ყველაზე უფრო დიდი ცვლილება ხდება აღმოსავლეთ ჯიბუტიში, სადაც ივლისში ტემპერატურა სანაპირო დაბლობებში ზოგჯერ აჭარბებს 41 °C-ს და დეკემბერში ტემპერატურა ეცემა მაღალმთიან ადგილებში.[6] ამ რეგიონში, შედარებითი ტენიანობა მერყეობს დღის შუა პერიოდში დაახლოებით 40 %-დან ღამის პერიოდში 85 %-მდე ფარგლებში.

ჯიბუტიში კლიმატი მერყეობს ჩრდილო-აღმოსავლეთის სანაპირო რეგიონების მშრალიდან ნახევრად უდაბნოს ზონების კლიმატამდე ქვეყნის ცენტრალურ, ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებში. აღმოსავლეთ სანაპიროზე, ნალექების წლის საშუალო რაოდენობა შეადგენს 131 მმ-ზე ნაკლებს; ცენტრალურ მთიანეთში ნალექების საშუალო რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 200 მმ-დან 300 მმ-მდე. ქვეყნის სიღრმეში გაცილებით ნაკლები ტენიანობაა, ვიდრე სანაპირო რაიონებში. ჯიბუტის სანაპიროს აქვს რბილი კლიმატი.

ფლორა

ძირითადად გავრცელებულია უდაბნოს და ნახევრად უდაბნოს მარცვლოვან-ბუჩქოვანი (მარცვლოვანები, სხვადასხვანაირი აკაციები) ფლორა. ბალახოვანი საფარი, რომელშიც ჭარბობს ნაკლებად ნოყიერი სახეობები, საკმაოდ მეჩხერია. მხოლოდ ცალკეულ მწვერვალებზე და ოკეანისკენ მიმართულ დანაკილის ქედის მთის კალთებზე, სადაც მოდის ნალექების დაახლოებით 400 მმ წელიწადში, გვხვდება მეჩხერი ტყეების მონაკვეთები ხის ფორმის ღვიებით, ზეითუნის ხეებით, მიმოზებით და აკაციებით. დაის რელიქტურ ტყეში ხარობს ღვია, ზეითუნის ხე, ბზა, ბიოტა, ფიკუსი, დრაცენა და სხვა, მის ხეობაშიდუმ-პალმა. პატარა და მცირერიცხოვან ოაზისებში ხარობენ პალმები — დუმ-პალმა და ფინიკის პალმა, ხოლო ალაგ-ალაგ გაკულტურებული ხის მაგვარი ბუჩქის სახეობები და ყავის ხეები. სანაპიროზე და კუნძულებზე შენარჩუნებულია პატარა მანგროს ტყეები.

ფაუნა

ქვეყნის ფაუნა ღარიბია. მხოლოდ ოაზისების ირგვლივ შეინიშნება ანტილოპა-ორიქსების მცირერიცხოვანი ჯოგი, რომლებზეც ნადირობენ აფთრები და ტურები, ხოლო ტყეებში — ანთრების ჯოგი. ამ ტერიტორიებზე ასევე ბინადრობენ ანტილოპა-კუდუები, მეჭეჭებიანი ღორები, აფთრები, ტყის კატები, მანგუსტები, ზღვის კუები, ანთრები, ფენეკები, ტურები, ბევრი ფრინველი (240 სახეობაზე მეტი, განსაკუთრებით სირაქლემების იშვიათი სახეობები), ქვეწარმავლები (მათ შორის ვარანები, კობრები და პითონები), პეპლები და მწერები. სანაპირო წყლები განთქმულია მარჯნის რიფების სიმდიდრით, სარეწი თევზის, კიბორჩხალების და ლანგუსტების სიმრავლით.

Other Languages
Acèh: Djibouti
адыгабзэ: Джибути
Afrikaans: Djiboeti
Akan: Djibouti
Alemannisch: Dschibuti
አማርኛ: ጅቡቲ
aragonés: Chibuti
العربية: جيبوتي
مصرى: جيبوتى
asturianu: Xibuti
azərbaycanca: Cibuti
تۆرکجه: جیبوتی
башҡортса: Джибути
žemaitėška: Džėbotis
Bikol Central: Dibouti
беларуская: Джыбуці
беларуская (тарашкевіца)‎: Джыбуці
български: Джибути
भोजपुरी: जिबूती
Bahasa Banjar: Djibouti
বাংলা: জিবুতি
བོད་ཡིག: ཇི་བའོ་ཊི།
বিষ্ণুপ্রিয়া মণিপুরী: ডিজিবোটি
brezhoneg: Djibouti
bosanski: Džibuti
буряад: Джибути
català: Djibouti
Chavacano de Zamboanga: Djibouti
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Djibouti
нохчийн: Джибути
Cebuano: Yibuti
کوردی: جیبووتی
qırımtatarca: Cibuti
čeština: Džibutsko
Чӑвашла: Джибути
Cymraeg: Jibwti
dansk: Djibouti
Deutsch: Dschibuti
Thuɔŋjäŋ: Djibouti
Zazaki: Cibuti
डोटेली: जिबुटी
ދިވެހިބަސް: ޖިބުތީ
eʋegbe: Dzibuti
Ελληνικά: Τζιμπουτί
English: Djibouti
Esperanto: Ĝibutio
español: Yibuti
eesti: Djibouti
euskara: Djibuti
estremeñu: Yibuti
فارسی: جیبوتی
suomi: Djibouti
Võro: Djibouti
føroyskt: Djibuti
français: Djibouti
arpetan: Dj·iboti
Nordfriisk: Dschibuuti
Frysk: Dzjibûty
Gaeilge: Diobúití
Gagauz: Cibuti
Gàidhlig: Diobùtaidh
galego: Djibuti
Avañe'ẽ: Jimbúti
गोंयची कोंकणी / Gõychi Konknni: जिबूती
Gaelg: Djibouti
客家語/Hak-kâ-ngî: Djibouti
עברית: ג'יבוטי
हिन्दी: जिबूती
Fiji Hindi: Djibouti
hrvatski: Džibuti
hornjoserbsce: Dźibuti
Kreyòl ayisyen: Djibouti (peyi)
magyar: Dzsibuti
Հայերեն: Ջիբութի
interlingua: Djibouti
Bahasa Indonesia: Djibouti
Interlingue: Djibouti
Igbo: Djibouti
Ilokano: Djibouti
Ido: Djibuti
íslenska: Djibútí
italiano: Gibuti
日本語: ジブチ
Patois: Jibuuti
Basa Jawa: Djibouti
Taqbaylit: Jibuti
Kabɩyɛ: Cibuuti
Kongo: Djibuti
Gĩkũyũ: Djibouti
қазақша: Джибути
ಕನ್ನಡ: ಜಿಬೂಟಿ
한국어: 지부티
kurdî: Cîbûtî
kernowek: Jibouti
Кыргызча: Жибути
Latina: Gibutum
Ladino: Djibuti
Lëtzebuergesch: Dschibuti
Lingua Franca Nova: Djibuti
Luganda: Djibouti
Limburgs: Djibouti
Ligure: Gibuti
lumbaart: Djibouti
lingála: Djibuti
لۊری شومالی: جیبۊتی
lietuvių: Džibutis
latviešu: Džibutija
मैथिली: जिबूती
Malagasy: Jibotia
Baso Minangkabau: Djibouti
македонски: Џибути
മലയാളം: ജിബൂട്ടി
मराठी: जिबूती
кырык мары: Джибути
Bahasa Melayu: Djibouti
Malti: Ġibuti
မြန်မာဘာသာ: ဂျီဘူတီနိုင်ငံ
مازِرونی: جیبوتی
Dorerin Naoero: Djibuti
Nāhuatl: Yibuti
Plattdüütsch: Dschibuti
नेपाली: जिबुटी
नेपाल भाषा: जिबुटी
Nederlands: Djibouti (land)
norsk nynorsk: Djibouti
norsk: Djibouti
Novial: Djibuti
Sesotho sa Leboa: Djibouti
occitan: Jiboti
Livvinkarjala: Džibuti
Oromoo: Jibuutii
ଓଡ଼ିଆ: ଜିବୁତି
Ирон: Джибути
ਪੰਜਾਬੀ: ਜਿਬੂਤੀ
Kapampangan: Djibouti
Papiamentu: Djibouti
Deitsch: Tschibuti
पालि: जिबूटी
Norfuk / Pitkern: Jibuuti
polski: Dżibuti
Piemontèis: Djibouti
پنجابی: جبوتی
پښتو: جېبوتي
português: Djibouti
Runa Simi: Yiwuti
română: Djibouti
armãneashti: Gibouti
русский: Джибути
русиньскый: Джібутьско
Kinyarwanda: Jibuti
संस्कृतम्: जिबूटी
саха тыла: Дьибути
sardu: Gibuti
sicilianu: Gibbuti
Scots: Djibouti
سنڌي: جبوتي
davvisámegiella: Djibouti
Sängö: Dibutùii
srpskohrvatski / српскохрватски: Džibuti
සිංහල: ජිබුටි
Simple English: Djibouti
slovenčina: Džibutsko
slovenščina: Džibuti
Gagana Samoa: Djibouti
chiShona: Djibouti
Soomaaliga: Jabuuti
shqip: Xhibuti
српски / srpski: Џибути
SiSwati: IJibhuthi
Sesotho: Djibouti
Seeltersk: Dschibuti
Basa Sunda: Djibouti
svenska: Djibouti
Kiswahili: Jibuti
ślůnski: Dżibuti
தமிழ்: சீபூத்தீ
తెలుగు: జిబౌటి
тоҷикӣ: Ҷибутӣ
ትግርኛ: ጂቡቲ
Türkmençe: Jibuti
Tagalog: Djibouti
Türkçe: Cibuti
Xitsonga: Djibouti
татарча/tatarça: Җибути
ئۇيغۇرچە / Uyghurche: جىبۇتى
українська: Джибуті
اردو: جبوتی
oʻzbekcha/ўзбекча: Jibuti
vèneto: Gibuti
vepsän kel’: Džibuti
Tiếng Việt: Djibouti
Volapük: Cibutän
Winaray: Djibouti
Wolof: Jibuti
吴语: 吉布提
хальмг: Җибудин Орн
მარგალური: ჯიბუტი
ייִדיש: דזשיבוטי
Yorùbá: Djìbútì
中文: 吉布提
文言: 吉布提
Bân-lâm-gú: Djibouti
粵語: 吉布提
isiZulu: IJibuthi