ჯეიმზ I (ინგლისი)

ჯეიმზ I

ჯეიმზ I სტიუარტი (ინგლ. James I/VI Stuart; დ. 19 ივნისი, 1566, ედინბურგი — გ. 27 მარტი, 1625, თიბოლდზ-პარკი, ჰერფორდშირი) — შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI-ის სახელით 1567 წლიდან და ინგლისის და ირლანდიის მეფე ჯეიმზ I-ის სახელით 1603 წლიდან სიკვდილამდე. სტიუარტების დინასტიის პირველი წარმომადგენელი ინგლისის ტახტზე. მარიამ სტიუარტის ვაჟი, გამეფდა ელისაბედ I ტიუდორის გარდაცვალების შემდეგ. ცდილობდა დაეკანონებინა მეფის მიერ სახელმწიფოს უპარლამენტოდ მართვის უფლება. ატარებდა აბსოლუტისტურ პოლიტიკას, შეუწყნარებელი იყო პურიტანებისადმი, შემოიღო ახალი გადასახადები, იძულებითი სესხები. დაუახლოვდა კათოლიკურ ესპანეთს (ინგლისის მთავარ საზღვაო მეტოქეს), რაც ეწინააღმდეგებოდა ინგლისის ბურჟუაზიისა და ჯენტრის ინტერესებს და საპარლამენტო ოპოზიციის კონსოლიდაცია გამოიწვია.

გერბები

Other Languages
azərbaycanca: I Ceyms
български: Джеймс I (Англия)
čeština: Jakub I. Stuart
Հայերեն: Հակոբ Ա
Bahasa Indonesia: James I, Raja Inggris
Lëtzebuergesch: James I. vun England
lietuvių: Jokūbas VI
Malagasy: James VI and I
македонски: Јаков I (Англија)
Bahasa Melayu: James VI dan I
occitan: Jaume Stuart
srpskohrvatski / српскохрватски: James I Stuart
Simple English: James I of England
slovenčina: Jakub I. (Anglicko)
slovenščina: Jakob I. Angleški
српски / srpski: Џејмс I Стјуарт
Tiếng Việt: James I của Anh
Bân-lâm-gú: James 1-sè