ხოსე დე ლა-რივა აგუერო

ხოსე დე ლა-რივა აგუერო
ხოსე დე ლა-რივა აგუერო
პერუს მე-5-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 თებერვალი 1823 – 23 ივნისი 1823
წინამორბედიხოსე ბერნანდო დე ტაგლე
მემკვიდრეანტონიო ხოსე სუკრე

ჩრდილოეთ პერუს პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 აგვისტო 1838 – 24 იანვარი 1939
წინამორბედილუის ხოსე დე ორბეგოსო
მემკვიდრერესპუბლიკა დაიშალა

დაბადებული3 მაისი 1783
ლიმა პერუ
გარდაცვლილი21 მაისი 1858
ლიმა, პერუ

ხოსე დე ლა-რივა აგუერო (ესპ. José de la Riva Agüero y Sánchez Boquete; დ. 3 მაისი, 1783, ლიმა, პერუ — გ. 21 მაისი, 1858, ლიმა, პერუ) — პერუელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, მარშალი, ისტორიკოსი. 1823 წელს ეკავა პერუს პრეზიდენტის თანამდებობა, ხოლო 1838–1839 წლებში იყო ჩრდილოეთ პერუს პრეზიდენტი.

ბიოგრაფია

დაიბადა პერუში, მაგრამ ბავშვობა გაატარა ესპანეთში, იქვე მიიღო განათლებაც. 1809 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ჩაება დამოუკიდებლობისათვის ომში. 1822 წელს ხოსე სანმარტინმა დანიშნა ლიმის პრეფექტად.