ძველი ინგლისური ენა

ძველი ინგლისური ენა
Ænglisc
ოფიციალური სტატუსი მკვდარი ენა
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ენები
გერმანიკული ენები
ძველი ინგლისური ენა
დამწერლობის სისტემა რუნები, ლათინური
ენის კოდები ISO 639-2: ang
ISO 639-3: ang
ვიკისივრცე

Wikipedia-logo.png ვიკისივრცეში არის ძველი ინგლისური ენა ვიკიპედია

ბეოვულფი, პოემა, რომელიც დაწერილია ძველ ინგლისურ ენაზე

ძველი ინგლისური ენა ანუ ანგლო-საქსური პერიოდი აღნიშნავს ინგლისური ენის განვითარების ისტორიულად განვლილ ერთ-ერთ პერიოდს, მოიცავს დროის მონაკვეთს დაახლ. 449 წლიდან 1066 წლამდე, ნაწილობრივ 1100 წლამდეც კი. ანგლო-საქსური პერიოდი ინგლისური ენის განვითარების საწყის საფეხურს წარმოადგენს.

დღევანდელი ინგლისის ტერიტორიაზე V საუკუნეში გადმოსახლებული ანგლების, საქსებისა და იუტების ენების ან დიალექტების შერწყმის საფუძველზე ჩამოყალიბდა ენა, რომელიც თანამედროვე ინგლისურის ფუძე-ენას წარმოადგენს.

ძველინგლისური პერიოდიდან შემონახული ტექსტების ენის აღსანიშნავად ზოგჯერ ამჯობინებენ თქვან ანგლო-საქსური (ტექსტების) ენა. ამგვარი ცნებობრივ-ტერმინოლოგური დიფერენცირება აუცილებელი ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც სიტყვათშეხამება ძველი ინგლისური ენა ან ძველი ინგლისური პერიოდი მრავალმნიშვნელოვნად გაიგება. გარდა ამისა, ტერმინით ანგლო-საქსური აღნიშნავენ დღევანდელი ინგლისის ტერიტორიაზე მცხოვრებ ანგლო-საქსების კულტურასაც.

ინგლისურ ენას წერილობითი ძეგლები VII საუკუნიდან მოეპოვება.

დახასიათება

ძველ ინგლისური ენას გააჩნდა ძლიერად განვითარებული ფლექსია და თითქმის ძირითადად გერმანიკული სიტყვათა მარაგი. ეს უკანასკნელი კი განპირობებული იყო უცხო შინაარსის ნათარგმნი ტესტების სიმრავლით.

დროთა განმავლობაში ძველი ინგლისური ენა, რომელიც შემოსეულმა გერმანელმა ტომებმა „თან მოიტანეს“, უკვე არსებულ, ან გავრცელებულ ფორმებს დასცილდა და სახეიცვალა ცალკეული რეგიონების მიხედვით, გაჩნდა ახალი დიალექტები. IX საუკუნეში დიალექტთაგან ერთ-ერთმა ფეხი მოიკიდა პროზაში. ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა მეფე ალფრედის მეფობის დროს.

ძველ ინგლისურ ენას ახასიათებდა მეტად კომპლექსური ფლექსია.

  1. ძლიერი და სუსტი ზმნები;
  2. წყვილობითი რიცხვი;
  3. ზედსართავი სახელის ბრუნების ორი ტიპი;
  4. არსებითი სახელის ბრუნების ოთხი ტიპი;
  5. გრამატიკული სქესი არსებითი და ზედსართავი სახელებისათვის.

მდიდარი ფლექსია განაპირობებდა წინადადებაში სიტყვათა თანმიმდევრობის საკმაო თავისუფლებას. ძველ ინგლისურ ზმნას ორადორი დრო ჰქონდა — ახლანდელი და ნამყო წარსული. ახლანდელი დრო ითავსებდა მომავალი დროის ფუნქციასაც.

ძველ ინგლისურ ენას გააჩნდა სიტყვათწარმოების საკმაოდ დიდი შესძლებლობები, მაგრამ ამავდროულად ენის სიტყვათა მარაგი (ვოკაბულარი) არც ისე მდიდარი იყო. სუბსტრატის სახით შემორჩენილია საკუთარი სახელები, რომელიც კელტების ენიდან უნდა მომდინარეობდეს. მაგალითად, ქალაქ აბერდენის სახელწოდება სავარაუდოდ წარმომდგარია კელტური ენიდან და სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „მდინარე დეეს შესართავი“.

ენათმეცნიერების აზრით, კელტური წარმოშობის მხოლოდ ათი არსებითი სახელი არის ძველ ინგლისურ ენაში შემორჩენილი (მათ შორის, bannock, cart, down და mattock). არ გამოირიცხება სხვა კელტური წარმოშობის სიტყვების არსებობაც ძველ ინგლისურში, თუმცა ეს სიტყვები არაა ტექსტებში დაფიქსირებული ან შემორჩენილი. ძველ ინგლისურ ხანაში კელტური წარმოშობის სიტყვებს საკმაოდ მალე ჩაენაცვლნენ უელსური, შოტლანდიური და ირლანდიური ნასესხობები.

ძველ ინგლისურ ხანაში შემოსული და დამკვიდრებული ლათინური სიტყვების რიცხვი დაახლოებით 140 ერთეულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ლათინიზმები ხშირად უფრო გრეციზმებს წარმოადგენს, ვიდრე საკუთრივ (სუფთა) ლათინური წარმოშობის სიტყვებს.

Other Languages
Ænglisc: Ænglisc spræc
asturianu: Inglés antiguu
беларуская (тарашкевіца)‎: Стараангельская мова
brezhoneg: Hensaozneg
català: Anglès antic
čeština: Staroangličtina
Deutsch: Altenglisch
English: Old English
français: Vieil anglais
Frysk: Aldingelsk
Հայերեն: Հին անգլերեն
Bahasa Indonesia: Bahasa Inggris Kuno
íslenska: Fornenska
日本語: 古英語
한국어: 고대 영어
Limburgs: Aajdingels
latviešu: Senangļu valoda
Bahasa Melayu: Bahasa Inggeris Kuno
Plattdüütsch: Angelsassische Sprake
Nederlands: Oudengels
norsk nynorsk: Gammalengelsk
occitan: Anglosaxon
português: Inglês antigo
srpskohrvatski / српскохрватски: Staroengleski jezik
Simple English: Old English
slovenčina: Anglosaština
slovenščina: Stara angleščina
svenska: Fornengelska
Türkçe: Eski İngilizce
Tiếng Việt: Tiếng Anh cổ
West-Vlams: Oudiengels
中文: 古英语
Bân-lâm-gú: Kó͘ Eng-gí
粵語: 古英文