ძველი ეგვიპტე

ეგვიპტე
Hiero O49.png
All Gizah Pyramids.jpg

პირამიდები ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის სიმბოლოა

ოფიც. ენა ეგვიპტური
დედაქალაქები ტანისი, მემფისი, ავარისი, თებე, ახეტატონი, პერ-რამსესი ალექსანდრია
სისტემა აბსოლუტური მონარქია
მეთაური ფარაონი
ფართობი  ?? ??? კმ²
მოსახლეობა ეგვიპტელები, ნუბიელები, ჰიქსოსები, ლიბიელები, ქანაანელები, ებრაელები, ბერძნები
სამეფო დაარსდა დაახლ. ძვ. წ. IV ათასწლეული
არსებობა შეწყვიტა ძვ. წ. 30 წელს.
პირველი ფარაონი მითოლოგიის თანახმად ღვთაება რა
ბოლო მეფე კლეოპატრა VII

ძველი ეგვიპტე ( ეგვიპტურად: Hiero O49.png „კემე“ – შავი ქვეყანა) — უძველესი ცივილიზაცია ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, ნილოსის გავაკების არეალში, სადაც ამჟამად თანამედროვე ქვეყანა ეგვიპტე მდებარეობს. ცივილიზაცია აღმოცენდა დაახლოებით ძვ. წ. 3150 წელს [1], პირველი ფარაონის მიერ ზემო და ქვემო ეგვიპტის პოლიტიკური გაერთიანებით, რომელიც მომდევნო სამი ათასწლეულის განმავლობაში ვითარდებოდა. [2] მისი ისტორია ითვლის რამდენიმე სტაბილური „სამეფოს“ სერიას, რომლებსაც შედარებითი არასტაბილურობის პერიოდები აცალკევებს (ცნობილი როგორც „გარდამავალი პერიოდები“). ძველმა ეგვიპტემ განვითარების პიკს ახალი სამეფოს პერიოდში მიაღწია, რომლის შემდეგაც ის ხანგრძლივი დაცემის პერიოდში გადადის. გვიანდელ პერიოდში ეგვიპტე თანმიმდევრობით დაპყრობილი ჰყავდა რამდენიმე უცხო სახელმწიფოს. ფარაონთა მმართველობა ოფიციალურად დასრულდა ძვ. წ. 31 წელს, როდესაც ეგვიპტე ადრეულმა რომის იმპერიამ დაიპყრო და საკუთარ პროვინციად აქცია. [3]

ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის წარმატებას ნაწილობრივ განაპირობებდა ნილოსის ხეობის ბუნებრივი პირობებისადმი ადაპტირების უნარი. წინასწარ გათვლილი წყალდიდობების პერიოდები და ნაყოფიერი ხეობის კონტროლირებული საირიგაციო სისტემა ჭარბი მოსავლის მოყვანის საშუალებას იძლეოდა, რამაც ბიძგი მისცა სოციალურ და კულტურულ აღმავლობას. მდიდარი რესურსებით ზურგმომართული ადმინისტრაცია აფინანსებდა ხეობაში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებასა და გარშემო უდაბნო რეგიონების დამუშავებას, ასევე დამწერლობის სისტემის განვითარებას, კოლექტიური მშენებლობისა და სასოფლო-სამეურნეო პროექტების ორგანიზებას, მეზობელ რეგიონებთან ვაჭრობასა და სამხედრო კამპანიას, რომლის მიზანი ეგვიპტის გავლენის სფეროს გავრცელება იყო. ამ საქმიანობისთვის მასების მოტივირება და ორგანიზება არისტოკრატ უხუცესთა, რელიგიურ ლიდერთა და ადმინისტრატორთა ბიუროკრატიულ მექანიზმს ევალებოდა, რომელსაც ფარაონი აკონტროლებდა რელიგიურ რწმენათა კომპლექსური სისტემის მეშვეობით. [4] [5]

ძველ ეგვიპტელთა მრავალ მიღწევათა შორისაა მაღაროების დამუშავების, კადასტრისა და სამშენებლო ტექნიკის დახვეწა, რამაც მონუმენტური პირამიდების, ტაძრებისა და ობელისკების აგება გახადა შესაძლებელი; ასევე მას ეკუთვნის მათემატიკის სისტემის, პრაქტიკული და ეფექტიანი მედიცინის სისტემის, საირიგაციო სისტემისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნიკის განვითარება. პირველი დღემდე ცნობილი გემები, ეგვიპტური ფაიენცი (კერამიკა) და მინის ტექნოლოგია, ლიტერატურის ახალი ფორმები და უძველესი დღემდე ცნობილი სამშვიდობო ხელშეკრულება ეგვიპტელებს ეკუთვნით. [6] ეგვიპტემ უზარმაზარი მემკვიდრეობა დატოვა. მისი ხელოვნება და არქიტექტურა საუკუნეების განმავლობაში სანიმუშო იყო ვრცელი რეგიონებისთვის, ხოლო აქ დამზადებული საქონელი მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მიჰქონდათ. მისი მონუმენტური ნანგრევები დღემდე მოგზაურთა და მწერალთა შთაგონების წყაროა.

სახელწოდება

ძველი ეგვიპტის რუკა. ნაჩვენებია დინასტიის პერიოდის მთავარი ქალაქები და ადგილები.

ძველი ეგვიპტის დედაქალაქი იყო მემფისი. ეს სახელი ქალაქს ბერძნებმა უწოდეს, თავად ეგვიპტელები კი მას ჰიკუპტას უწოდებდნენ (ჰეტ-კა-პტაჰ; ქართულად ნიშნავს კა-პტას სახლს). ბერძნებმა მოგვიანებით ჰიკუპტა, ან ჰიკვიპტა მთელ ქვეყანას უწოდეს. თავად ეგვიპტელები კი თავიანთ ქვეყანას შავ ქვეყანას, ანუ კემეს ეძახდნენ.

Other Languages
Afrikaans: Antieke Egipte
Alemannisch: Altes Ägypten
aragonés: Antigo Echipto
العربية: مصر القديمة
asturianu: Antiguu Exiptu
azərbaycanca: Qədim Misir
تۆرکجه: اسکی میصر
башҡортса: Боронғо Мысыр
Boarisch: Oids Egyptn
žemaitėška: Senuobės Egėpts
беларуская: Старажытны Егіпет
беларуская (тарашкевіца)‎: Старажытны Эгіпет
български: Древен Египет
brezhoneg: Henegipt
bosanski: Stari Egipat
català: Antic Egipte
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Gū Ăi-gĭk
کوردی: میسری کۆن
Cymraeg: Yr Hen Aifft
emiliàn e rumagnòl: Egétt antîg
English: Ancient Egypt
Esperanto: Antikva Egiptio
español: Antiguo Egipto
estremeñu: Antíguu Egitu
français: Égypte antique
Nordfriisk: Ual Egypten
furlan: Antîc Egjit
Gaeilge: Sean-Éigipt
贛語: 古埃及
Fiji Hindi: Purana Egypt
hrvatski: Drevni Egipat
Հայերեն: Հին Եգիպտոս
interlingua: Egypto ancian
Bahasa Indonesia: Mesir Kuno
italiano: Antico Egitto
Basa Jawa: Mesir Kuna
қазақша: Ежелгі Мысыр
한국어: 고대 이집트
Limburgs: Aad Egypte
lietuvių: Senovės Egiptas
latviešu: Senā Ēģipte
олык марий: Акрет Египет
Baso Minangkabau: Masia Kuno
македонски: Древен Египет
Bahasa Melayu: Mesir Purba
Mirandés: Antigo Eigito
မြန်မာဘာသာ: ရှေးဟောင်းအီဂျစ်
Napulitano: Antico Naggitto
Plattdüütsch: Oolt Ägypten
Nedersaksies: Olle Egypte
नेपाल भाषा: प्राचीन मिस्र
Nederlands: Oude Egypte
norsk nynorsk: Egypt i oldtida
occitan: Egipte antica
پنجابی: پرانا مصر
português: Antigo Egito
Runa Simi: Mawk'a Ihiptu
română: Egiptul Antic
русиньскый: Старовікый Еґіпет
sicilianu: Eggittu anticu
srpskohrvatski / српскохрватски: Stari Egipat
Simple English: Ancient Egypt
slovenčina: Staroveký Egypt
slovenščina: Stari Egipt
Gagana Samoa: Le Malo o Aikupito
српски / srpski: Стари Египат
Kiswahili: Misri ya Kale
тоҷикӣ: Мисри Қадим
Türkmençe: Gadymy Müsür
Türkçe: Antik Mısır
татарча/tatarça: Борынгы Мисыр
اردو: قدیم مصر
oʻzbekcha/ўзбекча: Qadimgi Misr
vèneto: Antico Egito
vepsän kel’: Amuine Egipt
Tiếng Việt: Ai Cập cổ đại
Winaray: Hadton Ehipto
მარგალური: ჯვეში ეგვიპტე
Vahcuengh: Guj Aigib
中文: 古埃及
文言: 古埃及
Bân-lâm-gú: Kó͘-tāi Ai-ki̍p
粵語: 古埃及