ძალადობა

ფიზიკური ძალადობა სასიკვდილო შედეგით (100 ათას მოსახლეზე, 2002 წელი, გაეროს მონაცემები)[1].
  არ არის ინფორმაცია
  200-ზე ნაკლები
  200-400
  400-600
  600-800
  800-1000
  1000-1200
  1200-1400
  1400-1600
  1600-1800
  1800-2000
  2000-3000
  3000-ზე მეტი

ძალადობა — ძალის აშკარა ან ფარული გამოყენება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფისაგან ისეთი რამის მისაღწევად, რაზედაც ისინი თავისი ნებით არ თანხმდებიან. სინონიმებია: აგრესია, სასტიკი მოპყრობა, შეურაცხოფა, იძულება, ხელყოფა, წამება, მუქარა. ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებული უფლებები. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება, და თავისუფლება. ესენი კი ადამიანის განუყოფელი უფლებებია.[2]

არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი (ანუ სტრუქტურული) ძალადობა. პირდაპირი ძალადობა ნიშნავს ფიზიკურ ძალადობას, ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების წინასწარგამიზნულ გამოყენებას მიმართულს საკუთარი თავის, სხვა ადამიანის ან საზოგადოების წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ადგილი აქვს (ან არსებობს ამის დიდი ალბათობა) სიკვდილს, სხეულის დაზიანებას, ფსიქოლოგიურ ტრავმას, ნორმალური განვითარებიდან გადახრას ან სხვადასხვა სახის ზარალს. არაპირდაპირი ძალადობა კი ნიშნავს სიღატაკეს, ექსპლუატაციას, სოციალურ უსამართლობას, დემოკრატიის უქონლობას და ა.შ.[2]

ძალადობა შედგება სამი კომპონენტისაგან: მსხვერპლი, დამნაშავე და თვით ქმედება. თავისი ხასიათისა და შედეგების გათვალისწინებით, იგი ხშირად მოიაზრება როგორც კრიმინალი. ძალადობა მოიცავს უკანონო ქმედებათა ყველა სახეს, გამოხატულს მუქარით ან ქმედებით, რომელსაც შედეგად მოჰყვება ქონების დაზიანება ან განადგურება, ანდა პიროვნების შეურაცხყოფა ან სიკვდილი. ძალადობის ყველაზე ფართოდ გამოხატული ფორმაა ძალადობა ოჯახში. ოჯახში ძალადობის ფორმებია: ფიზიკური ძალადობა (ცემა), სექსუალური ძალადობა, მუქარა, ემოციური ძალადობა (სისტემატური ყვირილი, გინება), საზოგადოებისგან იზოლაცია, რაიმე ქმედების მუქარით აკრძალვა, დაშინება და ა.შ. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება იყოს ქალი, ბავშვი, ინვალიდი, მოხუცი და, იშვიათად, მამაკაცი. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ქმრის ძალადობა ცოლზე და მშობლების — შვილებზე.[2]

Other Languages
العربية: عنف
asturianu: Violencia
azərbaycanca: Şiddət
беларуская: Гвалт
български: Насилие
brezhoneg: Feulster
català: Violència
čeština: Násilí
kaszëbsczi: Przemòga
Cymraeg: Trais
dansk: Vold
Deutsch: Gewalt
Ελληνικά: Βία
English: Violence
Esperanto: Violento
español: Violencia
eesti: Vägivald
euskara: Indarkeria
فارسی: خشونت
suomi: Väkivalta
français: Violence
Frysk: Geweld
galego: Violencia
עברית: אלימות
हिन्दी: हिंसा
hrvatski: Nasilje
Kreyòl ayisyen: Vyolans
magyar: Erőszak
հայերեն: Բռնություն
interlingua: Violentia
Bahasa Indonesia: Kekerasan
Interlingue: Violentie
íslenska: Ofbeldi
italiano: Violenza
日本語: 暴力
ಕನ್ನಡ: ಹಿಂಸಾಚಾರ
한국어: 폭력
Кыргызча: Зомбулук
Latina: Violentia
Lëtzebuergesch: Gewalt
lietuvių: Smurtas
latviešu: Vardarbība
മലയാളം: അക്രമം
मराठी: हिंसा
Bahasa Melayu: Keganasan
Nederlands: Geweld
norsk nynorsk: Vald
norsk: Vold
occitan: Violéncia
ਪੰਜਾਬੀ: ਹਿੰਸਾ
polski: Przemoc
Piemontèis: Violensa
português: Violência
Runa Simi: Atipakuy
română: Violență
русский: Насилие
русиньскый: Насилство
Scots: Veeolence
srpskohrvatski / српскохрватски: Nasilje
Simple English: Violence
slovenčina: Násilie
chiShona: Kurwa
shqip: Dhuna
српски / srpski: Насиље
svenska: Våld
தமிழ்: வன்முறை
Tagalog: Karahasan
Türkçe: Şiddet
українська: Насильство
Tiếng Việt: Bạo lực
中文: 暴力
Bân-lâm-gú: Pō-le̍k