ჩინური კალენდარი

ჩინური კალენდარილუნისოლარული კალენდარია (ლუნიმთვარე, სოლარმზე), რომელიც მიღებულ იქნა მზისა და მთვარის კალენდრების ელემენტების შერწყმით. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ჩინელები იყენებენ გრიგორიანულ კალენდარს ყოველდღიური ხმარებისთვის, ჩინური კალენდარი კვლავაც გამოიყენება ისეთი ღირსშესანიშნავი ტრადიციულის დღესასწაულების გამოსათვლელად, როგორიცაა, ჩინური ახალი წელი (გაზაფხულის ფესტივალი) და შუა-შემოდგომის ფესტივალი, ისევე როგორც ასტროლოგიაში – ქორწინებისთვის ან შენობის საძირკვლის ჩაყრის შესაფერისი დღის შესარჩევად. ამ კალენდარს პირდაპირი გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში აქვს მთვარის მიმდინარე ფაზის გამოსათვლელად, რაც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეთათვის.

სხვა ტრადიციული აზიური კალენდრები მსგავსია, თუ არა იდენტური, ჩინური კალენდრისა: კორეული კალენდარი იდენტურია, ვიეტნამურ კალენდარში კატა ჩანაცვლებულია კურდღლით თორმეტ ცხოველში, ტიბეტური კალენდარი ოდნავ განსხვავდება ცხოველთა სახელებით, ხოლო ტრადიციული იაპონური კალენდარი იყენებს განსხვავებულ გამოთვლის მეთოდს, რაც ამ ორ კალენდარს შორის უთანხმოებას იწვევს ზოგიერთ წელიწადს. ჩინური (ანუ ჩინო-უიღურული) კალენდრის ელემენტები შემოტანილ იქნა ისლამურ სამყაროში მონღოლთა შემოსევების შედეგად. თორმეტ-წლიანი ციკლი, რომელიც შეიცავდა ცხოველთა თურქულ/მონღოლურ ინტერპრეტაციას ხმარებაში შემორჩა ქრონოლოგიური, ისტორიოგრაფიული და ბიუროკრატიული მიზმებისთვის სპარსულ და თურქულ ენოვან ქვეყნებში, მცირე აზიიდან ინდოეთის ჩათვლით, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ადრეულ ინდუსტრიულ ხანამდე. ირანში ეს სისტემა შემორჩა ადრეულ მე-20 საუკუნემდე სასოფლო-სამეურნეო და საგადასახადო აღრიცხვებში, ვიდრე 1925 წელს კანონით იქნა გაუქმებული (იხ. ირანული კალენდარი).

ჩინეთში მშობლიურ კალენდრად ითვლება ე.წ. "ფერმერთა კალენდარი" - ნუნგლი (გამარტივებული ჩინური: 农历; ტრადიციული ჩინური: 農曆; ფინინი: nónglì), რაც განსხვავდება "საერო კალენდრისაგან" - კუნგლი (გამარტივებული ჩინური:公历 ტრადიციული ჩინური:公曆; ფინინი: gōnglì), ან "დასავლური კალენდრისგან" - სილი (გამარტივებული ჩინური: 西历 ტრადიციული ჩინური:公曆; ფინინი: xīlì). ჩინური კალენდარი ასევე იწოდება "ძველ კალენდრად" - ძიული (გამარტივებული ჩინური: 旧历 ტრადიციული ჩნური: 舊曆; ფინინი: jiùlì), ახალი - სინლი (გამარტივებული ჩინური: 新历; ტრადიციული ჩნური: 新曆; ფინინი: xīnlì) ანუ გრიგორიანული კალენდრის შემოღების და ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ.

ჩინური კალენდრის მიხედვით წლები იყოფა როგორც: ვირთხის - 鼠 shŭ, შუ; ხარის - 牛 niú, ნიუ; ვეფხვის - 虎 hŭ, ხუ; კურდღლის - 兔 tù, თუ; დრაკონის - 龙 (龍) lóng, ლუნგ; გველის - 蛇 shé, შე; ცხენის - 马 (馬) mă, მა; თხის - 羊 yáng, იანგ; მაიმუნის - 猴 hóu, ხოუ; მამლის - 鸡 (鷄) jī, ძი; ძაღლის - 狗 gŏu, კოუ; ტახის - 猪 (豬) zhū, ჭუ წლებად.

Other Languages
Afrikaans: Chinese kalender
العربية: تقويم صيني
asturianu: Calendariu chinu
تۆرکجه: چین تقویمی
башҡортса: Ҡытай календары
беларуская: Кітайскі каляндар
беларуская (тарашкевіца)‎: Кітайскі каляндар
brezhoneg: Deiziadur sinaat
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Nùng-lĭk
Esperanto: Ĉina kalendaro
Nordfriisk: Schineesk kalender
贛語: 黃曆
客家語/Hak-kâ-ngî: Nùng-la̍k
Bahasa Indonesia: Imlek
日本語: 中国暦
한국어: 중국력
македонски: Кинески календар
Bahasa Melayu: Kalendar Cina
नेपाल भाषा: चिनिया पात्रो
Nederlands: Chinese kalender
srpskohrvatski / српскохрватски: Kineski kalendar
Simple English: Chinese calendar
српски / srpski: Kineski kalendar
Basa Sunda: Kalénder Tiongkok
Tiếng Việt: Nông lịch
吴语: 农历
Vahcuengh: Liggaeuq
中文: 農曆
文言: 農曆
Bân-lâm-gú: Kū-le̍k
粵語: 黃曆