ჩარლი ჩაპლინი

ჩარლზ ჩაპლინი
Charlie Chaplin portrait.jpg
დაბ. სახელი ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი
დაბ. თარიღი 16 აპრილი, 1889
უოლვორთი, ლონდონი, ინგლისი
გარდ. თარიღი 25 დეკემბერი, 1977 (88 წლის)
ვევე, შვეიცარია
საქმიანობა მსახიობი, კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი, სცენარისტი, კომპოზიტორი, მიმი
აქტიური 1895–1976
მეუღლე(ები) მილდრედ ჰარისი (1918–1921)
ლიტა გრეი (1924–1927)
პოლეტ გოდარდი (1936–1942)
უნა ო’ნილი (1943–1977)
ოსკარი

საუკეთესო ორიგინალური მუსიკა

1972 - რამპის ჩირაღდნები
საიტი charliechaplin.com

სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც. (ინგლ. Sir Charles Spencer Chaplin Jr.; უკეთ ცნობილი, როგორც ჩარლი ჩაპლინი ინგლ. Charlie Chaplin დ. 16 აპრილი, 1889 — გ. 25 დეკემბერი, 1977) — ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი. იგი გახდა ყველაზე ცნობილ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი პოპულარული პირველ მსოფლიო ომამდე. ჩაპლინი იყენებდა მიმიკურ და იმპროვიზებულ მსახიობურ ხერხებს. იგი აგრეთვე წარმატებით შევიდა ხმოვანი ფილმების ეპოქაში. ჩაპლინის ყველაზე ცნობილი პერსონაჟია მაწანწალა, რომელიც მან პირველად განასახიერა „კისტოუნის“ ფილმში „საბავშვო ავტორბოლა ვენეციაში“, 1914 წელს[1]. 1914 წლის აპრილიდან, მოკლემეტრაჟიანი ფილმის, „ოცწუთიანი სიყვარულიდან“, მოყოლებული, ჩარლი ჩაპლინმა თვითონ დაიწყო ფილმებისთვის სცენარის დაწერა, ასევე თვითონვე უწევდა ფილმს რეჟისორობას, 1916 წლიდან პროდიუსერობაც ითავა, ხოლო 1918 წელს მის ფილმებში თავისი შექმნილი კომპოზიციებიც გამოჩნდა. 1919 წელს, დაგლას ფერბენკსის, მერი პიკფორდისა და დევიდ უორკ გრიფიტის დახმარებით დააარსა კინოსტუდია United Artists.[2].

ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისათვის, რაც ხაზს უსვამს მის კრეატიულობასა და მუნჯი კინოს ეპოქის ფილმებზე გავლენას. ჩაპლინის შემოქმედებაზე იგრძნობოდა ფრანგი მუნჯი ფილმის კომიკოსის, მაქს ლინდერის, გავლენა, რომელსაც ჩაპლინმა თავისი რამდენიმე ფილმი მიუძღვნა[3]. მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 75 წელს, ვიქტორიანული და მიუზიკ-ჰოლის სცენებზე გამოსვლიდან მის სიკვდილამდე,დიდ ბრიტანეთში, 88 წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრება ბევრჯერ გამხდარა განხილვებისა და ჭორების მიზეზი.

1999 წელს ამერიკულმა ფილმის ინსტიტუტმა ჩაპლინი დაასახელა რიგით მეათე ყველა დროის საუკეთესო მამაკაც მსახიობად. 2008 წელს მარტინ სიფი წიგნის, „ჩაპლინი: ცხოვრება“, განხილვაში წერს:

ვიკიციტატა
„ჩაპლინი არ იყო უბრალოდ 'დიდი', იგი გიგანტური იყო. 1915 წელს იგი შეიჭრა ომებით გახლეჩილ მსოფლიოში, მოუტანა რა კომედია, ღიმილი და ნუგეში, იმ დროს, როდესაც სამყარო იხლიჩებოდა პირველი მსოფლიო ომის გამო. შემდეგი 25 წლის მანძილზე, დიდი დეპრესიისა და ადოლფ ჰიტლერის აღზევების პერიოდში, იგი კვლავ აგრძელებდა თავის საქმეს. იგი უფრო დიდი იყო, ვიდრე ვინმე სხვა. საეჭვოა, მოუტანია თუ არა ოდესმე სხვა პიროვნებას მასზე მეტი გართობა, სიამოვნება და ნუგეში ამდენი ადამიანისათვის - მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.[4]
Other Languages
Afrikaans: Charlie Chaplin
Alemannisch: Charles Chaplin
aragonés: Charles Chaplin
asturianu: Charles Chaplin
Aymar aru: Charles Chaplin
azərbaycanca: Çarli Çaplin
башҡортса: Чарли Чаплин
Boarisch: Charlie Chaplin
žemaitėška: Čarlis Čaplėns
беларуская: Чарлі Чаплін
беларуская (тарашкевіца)‎: Чарлі Чаплін
български: Чарли Чаплин
বিষ্ণুপ্রিয়া মণিপুরী: চার্লি চ্যাপলিন
brezhoneg: Charlie Chaplin
bosanski: Charlie Chaplin
čeština: Charlie Chaplin
Чӑвашла: Чарли Чаплин
Ελληνικά: Τσάρλι Τσάπλιν
Esperanto: Charlie Chaplin
español: Charles Chaplin
estremeñu: Charles Chaplin
føroyskt: Charlie Chaplin
français: Charlie Chaplin
Nordfriisk: Charlie Chaplin
Gàidhlig: Charlie Chaplin
Avañe'ẽ: Charlie Chaplin
Bahasa Hulontalo: Charlie Chaplin
Fiji Hindi: Charlie Chaplin
hrvatski: Charles Chaplin
Kreyòl ayisyen: Charlie Chaplin (aktè)
հայերեն: Չարլի Չապլին
interlingua: Charlie Chaplin
Bahasa Indonesia: Charlie Chaplin
íslenska: Charlie Chaplin
italiano: Charlie Chaplin
Basa Jawa: Charlie Chaplin
Qaraqalpaqsha: Charlie Chaplin
Адыгэбзэ: Чарли Чаплин
Kabɩyɛ: Charlie Chaplin
қазақша: Чарли Чаплин
ភាសាខ្មែរ: ឆាលី ឆាភ្លីន
한국어: 찰리 채플린
къарачай-малкъар: Чарли Чаплин
Ripoarisch: Charlie Chaplin
kernowek: Charlie Chaplin
Кыргызча: Чарли Чаплин
Lëtzebuergesch: Charlie Chaplin
Limburgs: Charlie Chaplin
lumbaart: Charlie Chaplin
lingála: Charlie Chaplin
lietuvių: Charlie Chaplin
Malagasy: Charlie Chaplin
олык марий: Чаплин, Чарльз
Baso Minangkabau: Charlie Chaplin
македонски: Чарли Чаплин
кырык мары: Чаплин, Чарльз
Bahasa Melayu: Charlie Chaplin
မြန်မာဘာသာ: ချာလီ ချက်ပလင်
مازِرونی: چارلی چاپین
Nāhuatl: Charles Chaplin
Napulitano: Charlie Chaplin
Plattdüütsch: Charlie Chaplin
Nederlands: Charlie Chaplin
norsk nynorsk: Charlie Chaplin
Livvinkarjala: Charles Chaplin
Kapampangan: Charlie Chaplin
Papiamentu: Charlie Chaplin
Pälzisch: Charles Chaplin
Piemontèis: Charlie Chaplin
پنجابی: چارلی چپلن
Ποντιακά: Τσάρλι Τσάπλιν
português: Charlie Chaplin
Runa Simi: Charlie Chaplin
română: Charlie Chaplin
tarandíne: Charlie Chaplin
русиньскый: Чарлі Чаплін
саха тыла: Чарли Чаплин
ᱥᱟᱱᱛᱟᱲᱤ: ᱪᱟᱨᱞᱤ ᱪᱮᱯᱞᱤᱱ
sicilianu: Charlie Chaplin
srpskohrvatski / српскохрватски: Charlie Chaplin
Simple English: Charlie Chaplin
slovenčina: Charlie Chaplin
slovenščina: Charlie Chaplin
Soomaaliga: Charlie Chaplin
српски / srpski: Чарли Чаплин
Sranantongo: Charlie Chaplin
Basa Sunda: Charlie Chaplin
Kiswahili: Charlie Chaplin
ślůnski: Charlie Chaplin
Türkçe: Charlie Chaplin
татарча/tatarça: Чарльз Чаплин
тыва дыл: Чарльз Чаплин
українська: Чарлі Чаплін
oʻzbekcha/ўзбекча: Charlie Chaplin
vepsän kel’: Čaplin Čarl'z
Tiếng Việt: Charlie Chaplin
Volapük: Charlie Chaplin
მარგალური: ჩარლი ჩაპლინი
Bân-lâm-gú: Charlie Chaplin
粵語: 差利