შუა ჯუბის რეგიონი

შუა ჯუბა
სომალ. Jubbada Dhexe
არაბ. جوبا الأوسط‎‎
ქვეყანასომალის დროშა სომალი
სტატუსირეგიონი
მოიცავს3 რაიონი
ადმინისტრაციული ცენტრიბუალე
მოსახლეობა (2014)
362 921 კაცი (16 ადგილი)
სიმჭიდროვე36,90 კაცი/კმ²
ფართობი9836 კმ² (17 ადგილი)
შუა ჯუბა რუკაზე
დროის სარტყელიUTC+3
კოდი ISO 3166-2SO-JD
სატელეფონო კოდი+252
ინტერნეტ-დომენი.so

შუა ჯუბა (სომალ. Jubbada Dhexe, არაბ. جوبا الأوسط‎‎) — რეგიონი სომალის სამხრეთში, ისტორიული რეგიონის — ჯუბალენდის ნაწილი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბუალე.[1] რეგიონი შეიქმნა 1980-იან წლებში. ჩრდილოეთით ის ესაზღვრება გედოს რეგიონს, დასავლეთით ქვემო ჯუბას, აღმოსავლეთით სომალის რეგიონებს — ბაკულის და ბეის, ხოლო სამხრეთით — ინდოეთის ოკეანეს.

პოლიტიკური სიტუაცია

სომალის სამოქალაქო ომის დროს რეგიონს აკონტროლებდა ორგანიზაცია JVA ( ჯუბის ხეობის ალიანსი (Juba Valley Alliance)), მაგრამ 2006 წელს ხელისუფლება ხელში ჩაიგდო ისლამური სასამართლოების კავშირმა.

2006 წელს მოხდა მდინარე ჯუბას ადიდება[2].

2010-2011 წლებში რეგიონს აკონტროლებდა ჰარაკატ აშ-შაბააბი. 2011 წლის შემოდგომიდან ლინდა ნჩის ოპერაციის დროს ჰარაკატ აშ-შაბააბი განდევნეს რეგიონის ტერიტორიიდან, მაგრამ 2014 წლის მდგომარეობით იგი მაინც აკონტროლებს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, დიდი ქალაქების ჩათვლით.

2014 წელს შუა ჯუბა ფორმალურად შედის ჯუბალენდის ავტონომიური წარმონაქმნის შემადგენლობაში, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას სომალის ფედერალურ მთავრობასთან და დღეისათვის მიმდინარეობს ბრძოლები მასსა და ჰარაკატ აშ-შაბააბის ძალებს შორის.

Other Languages
العربية: جوبا الوسطى
български: Юбада Дексе
català: Jubbada Dhexe
Deutsch: Jubbada Dhexe
English: Middle Juba
Esperanto: Jubbada Dhexe
euskara: Jubbada Dhexe
suomi: Keski-Juba
français: Jubbada Dhexe
italiano: Medio Giuba
Basa Jawa: Jubbada Dhexe
Nederlands: Midden-Juba
português: Jubbada Dhexe
Soomaaliga: Jubbada Dhexe
Türkçe: Orta Cuba
українська: Середня Джуба
中文: 中朱巴州