შუა საუკუნეები
English: Middle Ages

ევროპა ჩვენი წელთაღრიცხვით 450 წელს, შუა საუკუნეების დასაწყისში

შუა საუკუნეები — ძველი მსოფლიოს ისტორიის დასასრულსა და ახალი ისტორიის დასაწყისს შორის მოქცეული ათი საუკუნე.

ტერმინი და პერიოდიზაცია

ტერმინი „შუა საუკუნეები“ სათავეს იღებს ადრეულ ახალ დროში (XVIII საუკუნემდე), როდესაც ჰუმანისტმა მეცნიერებმა ისტორიულ ეპოქას ანტიკურობის დასასრულიდან მის აღორძინებამდე „შუა“, ასევე „ბნელი საუკუნეები“ უწოდეს. ჰუმანისტები მსოფლიო ისტორიას სამ ნაწილად ყოფდნენ: ძველი, შუა და ახალი ისტორია. მსოფლიო ისტორიის „სამწევროვანი“ დაყოფა ისტორიკოსთა უმრავლესობამ გაიაზრა, მაგრამ ისინი ერთსულოვანნი არ იყვნენ ამ პერიოდიზაციის კონკრეტულ მიჯნების განსაზღვრისას. ერთნი ფიქრობდნენ, რომ ძველი ისტორია მთავრდება და შუა საუკუნეები იწყება ქრისტიანობის ლეგალიზაციით, მილანის ედიქტით (313 წელი); ზოგიერთი მათგანი ძველ ისტორიას ამთავრებდა ალარიხის მიერ რომის აღებით (410 წელი). მაგრამ ისტორიკოსთა უმრავლესობა ძველი ისტორიის დასასრულად და შუა საუკუნეების დასაწყისად დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა (476 წელი), შუა საუკუნეებსა და ახალ ისტორიას შორის მიჯნად კი XV საუკუნის მიწურულსა და XVI საუკუნის დასაწყისს მიიჩნევს. ამ ორ ეპოქის წყალგამყოფად ძირითადად სამი თარიღი სახელდება: თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღება (1453 წელი), დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები (1492 წლიდან) და რეფორმაცის დასაწყისი გერმანიაში (1517 წელი). სამივე თარიღი მეტად მნიშვნელოვანია.

შუა საუკუნეების შიდა პერიოდიზაციაც სამ ძირითად ეტაპად იყოფა, რომლებიც ერთმანეთისაგან სოციალ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული განვითარების ხასიათით განსხვავდებიან. პირველი, ადრეული შუა საუკუნეების პერიოდი იწყება V საუკუნის დასასრულით და 1000 წლამდე გრძელდება. ეს არის ხახლთა გადასახლების, ფეოდალიზმის საზოგადოებრივ სისტემად ჩამოყალიბების, ბარბაროსული, ადრეფეოდალური სამეფოების წარმოქმნის დრო. კულტურის დროებითი დაცემა თანდათანობით აღმავლობად იცვლება, რაშიც გადამწყვეტი როლი ქრისტიანულმა ეკლესიამ შეასრულა. მეორე, განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდი (1000-1300 წლები), ესაა ფეოდალური ურთიერთობის აყვავების ხანა. მისთვის დამახასიათებელია აგრეთვე ქალაქების მასიური ზრდა, მათში თვითმართველობის გაჩენა, სასაქონლო-ფულადი ურთიერთობის განვითარება, თავისუფალი მოქალაქეობის ჩამოყალიბება. ამ პერიოდში ძლიერდება ეკლესიის გავლენა. მესამე, გვიანდელი შუა საუკუნეების ხანაში(XIV-XV საუკუნეები), მზადდება ნიადაგი ახალი დროისთვის. ეს პერიოდი ხასიათდება ახალი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებით, მნიშვნელოვანი სამეცნიერო და ტექნიკური მიღწევებით, ქალაქის სამეურნეო სისტემაში წინარეკაპილატალისტური ურთიერთობის ელემენტების განვითარებით. ესაა აგრეთვე დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დასაწყისი.

Other Languages
Afrikaans: Middeleeue
Alemannisch: Mittelalter
aragonés: Edat Meya
asturianu: Edá Media
azərbaycanca: Orta əsrlər
تۆرکجه: اورتا عصرلر
башҡортса: Урта быуаттар
Boarisch: Middloita
žemaitėška: Vėdoromžē
беларуская: Сярэдневякоўе
беларуская (тарашкевіца)‎: Сярэднявечча
български: Средновековие
বাংলা: মধ্যযুগ
brezhoneg: Krennamzer
bosanski: Srednji vijek
буряад: Дунда зуун
català: Edat mitjana
corsu: Medievu
čeština: Středověk
kaszëbsczi: Strzédnowiek
Deutsch: Mittelalter
dolnoserbski: Srjejźowěk
Ελληνικά: Μεσαίωνας
English: Middle Ages
Esperanto: Mezepoko
español: Edad Media
eesti: Keskaeg
euskara: Erdi Aroa
estremeñu: Edá Meia
فارسی: قرون وسطی
suomi: Keskiaika
Võro: Keskaig
føroyskt: Miðøldin
français: Moyen Âge
arpetan: Moyen Âjo
Nordfriisk: Madelääler
Frysk: Midsiuwen
Gaeilge: An Mheánaois
贛語: 中世紀
Gàidhlig: Meadhan-aoisean
galego: Idade Media
हिन्दी: मध्ययुग
Fiji Hindi: Middle Ages
hrvatski: Srednji vijek
hornjoserbsce: Srjedźowěk
Kreyòl ayisyen: Mwayenaj
magyar: Középkor
հայերեն: Միջնադար
Արեւմտահայերէն: Միջնադար
interlingua: Medievo
Bahasa Indonesia: Abad Pertengahan
íslenska: Miðaldir
italiano: Medioevo
日本語: 中世
Patois: Migl Iejiz
한국어: 중세
kernowek: Osow Kres
Кыргызча: Орто кылымдар
Latina: Medium aevum
Lëtzebuergesch: Mëttelalter
Lingua Franca Nova: Eda medieval
Limburgs: Middeliewe
lumbaart: Medioév
lietuvių: Viduramžiai
latviešu: Viduslaiki
Minangkabau: Abaik Patangahan
македонски: Среден век
മലയാളം: മദ്ധ്യകാലം
монгол: Дундад зуун
मराठी: मध्य युग
Bahasa Melayu: Zaman Pertengahan
Malti: Medjuevu
Mirandés: Eidade Média
မြန်မာဘာသာ: အလယ်ခေတ်
مازِرونی: ووسطا قورون
Napulitano: Medioevo
Plattdüütsch: Middelöller
Nedersaksies: Middeleewn
Nederlands: Middeleeuwen
norsk nynorsk: Mellomalderen
Nouormand: Mouoyen Âge
occitan: Edat Mejana
ਪੰਜਾਬੀ: ਮੱਧਕਾਲ
Picard: Moéyin Ache
Piemontèis: Età ëd mes
português: Idade Média
rumantsch: Temp medieval
română: Evul Mediu
русский: Средние века
русиньскый: Середновік
саха тыла: Орто үйэлэр
sicilianu: Mediuevu
سنڌي: وچون دور
srpskohrvatski / српскохрватски: Srednji vijek
Simple English: Middle Ages
slovenčina: Stredovek
slovenščina: Srednji vek
shqip: Mesjeta
српски / srpski: Средњи век
Seeltersk: Middeloaler
svenska: Medeltiden
Kiswahili: Zama za Kati
Türkmençe: Orta asyrlar
Türkçe: Orta Çağ
татарча/tatarça: Урта гасырлар
українська: Середньовіччя
oʻzbekcha/ўзбекча: Oʻrta asr
vèneto: Età de mezo
Tiếng Việt: Trung Cổ
West-Vlams: Middelêeuwn
walon: Moyinådje
吴语: 中世
მარგალური: შქა ოშწანურეფი
ייִדיש: מיטל אלטער
Zeêuws: Middeleêuwen
中文: 中世纪
Bân-lâm-gú: Tiong-sè-kí
粵語: 中世紀