შეპსესკარა

შეპსესკარაძველი ეგვიპტის ფარაონი. მიეკუთვნება V დინასტიას. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 2465-2460 წლებში.

მმართველობა

სახელი შეპსესკარა შემონახულია საქარის ფარაონთა სიაში; იგი მოთავსებულია ნეფერირკარასა და ნეფერეფრას სახელებს შორის. აბიდოსის სიაში მისი სახელი არ არის ნახსენები. ჩანს, რომ მას მანეთონი უწოდებდა სისირესომს და ამბობდა რომ იგი 7 წლის განმავლობაში მეფობდა.

ტურინის სამეფო სია ასევე ამტკიცებს მისი მმართველობის 7 წელს. მართალია, ტურინის პაპირუსზე არ არის მისი სახელი ნახსენები, ცნობილია მხოლოდ მისი მმართველობის რამდენიმე წელი. ცალსახად თუ ვიმსჯელებთ მცირე რაოდენობის წარწერებზე, რომელებიც დარჩენილია ამ მეფის მმართველობის შესახებ მის უცნობ პირამიდაზე, წარმოშობს ეჭვს, რომ ამ ფარაონის მმართველობა არ აღემატებოდა ერთ წელზე მეტს. მართლაც, ორი ცილინდრული და რამდენიმე თიხის ბეჭედი, რომლებიც აღმოჩენილია სავარაუდოდ აბიდოსში, ყველაფერია რაც ამ ფარაონის შესახებ არის შემონახული. ბეჭდები მისი ჰორის სახელით აღმოჩენილია 1982 წელს, ნეფერეფრას ტაძრის ნაწილში, რომლის მშენებლობა არ დასრულებულა ნეფერეფრას სიცოცხლეში. აქედან გამომდინარეობს, რომ შეპსესკარა შესაძლოა ქვეყანას მართავდა ნეფერეფრას შემდეგ.

თავის V დინასტიის დიდგვაროვანთა ჩამონათვალში ხაუ-პტაჰი, ფარაონთა უწყვეტ სიაში, რომელსაც იგი ემსახურებოდა ჩამოთვლის საჰურას, ნეფერერკარას, ნეფერერფასა და ნიუსერა.ს როგორც ჩვენ ვხედავთ, შეპსესკარა საერთოდ არ არის მხსენიებული ნეფერირკარასა და ნისერას შორის, რასაც მივყავართ იმ აზრამდე, რომ ის უფრო გვიანი პერიოდის ფარაონია. გამონაკლისის შემთხვევაში მმართველობდა ისე მოკლე ხანს, რომ მისი თანამედროვეების მეხსიერებაში მისი მმართველობის პერიოდი არ დარჩა.

Other Languages
Afrikaans: Sjepseskare
العربية: شبسس كارع
català: Shepsekare
čeština: Šepseskare
Deutsch: Schepseskare
English: Shepseskare
Esperanto: Ŝepseskara
español: Shepseskara
euskara: Shepseskara
français: Chepseskarê
hrvatski: Šepseskara Isi
italiano: Shepseskara
한국어: 솁세스카레
lietuvių: Šepseskarė
Nederlands: Sjepseskare
occitan: Shepseskara
polski: Szepseskare
português: Chepseskaré
română: Shepseskare Isi
русский: Шепсескара
srpskohrvatski / српскохрватски: Shepseskare Isi
српски / srpski: Шепсескаре
svenska: Shepseskara
українська: Шепсескара
Tiếng Việt: Shepseskare
Yorùbá: Shepseskare Isi