შაჰ რუხ ხანი

შაჰ რუხ ხანი 2008 წელს

შაჰ რუხ ხანი (ასევე შაჰრუხ ხანი, ჰინ. शाहरुख़ ख़ान; დ. 2 ნოემბერი, 1965) — ინდოელი კინომსახიობი, კინორეჟისორი და სატელევიზიო წამყვანი. „ბოლივუდის მეფედ“ წოდებულს როლები 70-ზე მეტ ინდურ ფილში აქვს შესრულებული.[1][2][3]

ხანის კარიერა გვიან 1980-იან წლებში რამდენიმე სატელევიზიო სერიალში მცირე როლების შესრულებით დაიწყო. მისი კინოდებიუტი ფილმში დივანა (1992) შედგა. მას შემდეგ მან უამრავ კომერციულად წარმატებულ ფილმში მიიღო მონაწილეობა და მრავალი როლისთვის კრიტიკოსთა ქება დაიმსახურა. მიღებული აქვს თოთხმეტი „ფილმფერის ჯილდო“ მისი დამსახურებისთვის ინდურ კინოინდუსტრიაში, რომელთაგან რვა — საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში. 2005 წელს ინდოეთის მთავრობამ ის პადმა შრით დააჯილდოვა ინდოეთის კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის.

ხანის ფილმები, როგორიცაა დილვალე დულჰანია ლე ჯაიენგე (1995), კუჩ კუჩ ჰოტა ჰაი (1998), ჩაკ დელ ინდია (2007), ომ შანტი ომ (2007) და რაბ ნე ბანა დი ჯოდი (2008) ბოლივუდის უდიდეს ჰიტებს შორისაა, ხოლო ფილები კაბჰი ხუში კაბჰი ღამ... (2001), კალ ჰო ნაა ჰო (2003), ვეერ-ზაარა (2004), კაბჰი ალვიდა ნაა კეჰნა (2006) და მე მქვია ხანი (2010) ინდოეთის საზღვრებს გარეთ ყველაზე მომგებიანი პროდუქტები იყო, რაც მას ინდოეთის ყველაზე წარმატებულ მსახიობად ხდის.[4]

2000 წლიდან ხანმა კინორეჟისორობა და ტელეწამყვანობა დაიწყო. ის არის ორი საპროდიუსორო კომპანიის, დრიმზ ანლიმიტედ და რედ ჩილიზ ენტერტეინმენტ, დამაარსებელი/მფლობელი. გლობალურად, ხანი ერთ-ერთ უდიდეს კინომსახიობად ითვლება[1] და მის თაყვანისმცემელთა რიცხვი მილიარდს უახლოვდება.[5] 2008 წელს ჟურნალმა ნიუსუიკი ის მსოფლიოს 50 უძლიერეს ადამიანთა შორის დაასახელა.[1]

  • სქოლიო

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 გლობალური ელიტა – 41: შაჰ რუხ ხანი. Newsweek (20 დეკემბერი, 2008). წაკითხვის თარიღი: 24 დეკემბერი, 2008.
  2. ბოლივუდის მეფე“, CNN, 5 თებერვალი, 2008. წაკითხვის თარიღი: 25 ივნისი, 2011. 
  3. სანერი, ემინ. “ბოლივუდის მეფე“, 4 აგვისტო, 2006. წაკითხვის თარიღი: 25 June 2011. 
  4. კუმარი, ანუჯ. “Bollywood bonanza“, The Hindu, 11 ნოემბერი, 2004. წაკითხვის თარიღი: 16 August 2009. 
    კამათი, სუდჰიშ. “Being SRK“, The Hindu, 7 დეკემბერი, 2007. წაკითხვის თარიღი: 16 August 2009. 
  5. სარა გორდონი. “Airport denies Shah Rukh Khan's body scanner image was printed for autographs“, დეილი მეილი, 10 თებერვალი, 2010. წაკითხვის თარიღი: 12 February 2010. 
Other Languages
Afrikaans: Shah Rukh Khan
አማርኛ: ሻህሩኽ ኻን
aragonés: Shah Rukh Khan
العربية: شاه روخ خان
azərbaycanca: Şahrux Xan
беларуская: Шах Рух Хан
български: Шах Рук Хан
भोजपुरी: शाहरुख खान
brezhoneg: Shahrukh Khan
català: Shahrukh Khan
нохчийн: ШахӀ Рух Хан
کوردی: شاروخ خان
čeština: Shahrukh Khan
डोटेली: शाहरूख खान
ދިވެހިބަސް: ޝާހުރުކް ޚާން
Ελληνικά: Σαχ Ρουκ Κχαν
Esperanto: Shahrukh Khan
español: Shahrukh Khan
euskara: Shahrukh Khan
فارسی: شاهرخ خان
français: Shahrukh Khan
गोंयची कोंकणी / Gõychi Konknni: Shah Rukh Khan
ગુજરાતી: શાહરૂખ ખાન
Fiji Hindi: Shah Rukh Khan
Հայերեն: Շահրուխ Խան
Bahasa Indonesia: Shahrukh Khan
italiano: Shah Rukh Khan
Basa Jawa: Shahrukh Khan
қазақша: Шахрух Хан
한국어: 샤루크 칸
कॉशुर / کٲشُر: شاہ رخ خان
Кыргызча: Шахрух Кхан
Lëtzebuergesch: Shahrukh Khan
لۊری شومالی: شا رخ خان
lietuvių: Shah Rukh Khan
latviešu: Šāhruhs Hāns
मैथिली: शाहरूख खान
മലയാളം: ഷാരൂഖ് ഖാൻ
монгол: Шарук Кан
Bahasa Melayu: Shahrukh Khan
မြန်မာဘာသာ: ရှရွတ်ခန်း
नेपाली: शाहरूख खान
Nederlands: Shahrukh Khan
پنجابی: شاہ رخ خان
português: Shahrukh Khan
Runa Simi: Shahrukh Khan
română: Shah Rukh Khan
русский: Хан, Шахрух
संस्कृतम्: शाहरूख खान
srpskohrvatski / српскохрватски: Shahrukh Khan
Simple English: Shahrukh Khan
Soomaaliga: Shahrukh Khan
svenska: Shahrukh Khan
тоҷикӣ: Шоҳрух Хон
Türkçe: Shahrukh Khan
українська: Шахрух Хан
oʻzbekcha/ўзбекча: Shahrukh Khan
vepsän kel’: Han Šahruh
Tiếng Việt: Shahrukh Khan
მარგალური: შაჰ რუხ ხანი
粵語: 沙魯克汗