შარლ გუნო

შარლ გუნო

შარლ გუნო ( ფრანგ. Charles François Gounod; დ. 17 ივნისი, 1818 - გ. 18 ოქტომბერი, 1893) — ფრანგი კომპოზიტორი, ოპერა " ფაუსტის" ავტორი. საფრანგეთის ინსტიტუტის წევრი ( 1866). 1836- 38 წლებში პარიზის კონსერვატორიაში სწავლობდა. ჟ. ფ. ჰალევისთან (კონტრაპუნქტი და ფუგა), ფ. პაერთან და ჟ. ფ. ლესიუერთან (კომპოზიცია). 1839 მისმა კანტატა „ფერნანმა“ რომის დიდი პრემია დაიმსახურა. 1845- 52 მუშაობდა პარიზის ერთ-ერთ ეკლესიაში ორგანისტად და კაპელმეისტერად. 1852- 60 სათავეში ჩაუდგა პარიზის „ორფეონს“ (საგუნდო საზ-ბათა გაერთიანება). 1870- 75 ცხოვრობდა ლონდონში, სადაც დააარსა საზ-ბა „გუნოს გუნდი“ (ამჟამად „სამეფო საგუნდო საზოგადოება“). 1850 გუნომ დაწერა პირველი ოპერა „საფო“,.სხვა ოპერებია: „ძალად ექიმი“ ( 1857), „ფილემონი და ბაეკიდა“ ( 1859), „საბის დედოფალი“ ( 1861), „რომეო და ჯულიეტა“ ( 1865), განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა ლირიკულმა ოპერა „ფაუსტმა“ (გოეთეს ამავე სახელწ. ტრაგედიის მიხედვით, 1859, პარიზის „ლირიკის თეატრი“). 1869 წელს გუნომ შეცვალა „ფაუსტის“ დიალოგები რეჩიტატივებით და დაუმატა საბალეტო აქტი „ვალბურგიის ღამე“. „ფაუსტმა“ გუნოს მსოფლიო სახელი მოუხვეჭა. ოპერებს გარდა გუნოს ეკუთვნის სას. ნაწარმოებები ( მესები, რეკვიემი), ი. ს. ბახის პირველი პრელუდიის (დო მაჟორი) მუსიკაზე აგებული საყოველთაოდ ცნობილი "ავე მარია" სოპრანოს, ვიოლინოს, ფორტეპიანოსა და ორგანისათვის, კანტატები, სიმფონიები, საფორტეპიანო პიესები, რომანსები და სიმღერები.

ლიტერატურა

  • Sadie, S. (ed.) (1980) The New Grove Dictionary of Music & Musicians, [vol. # 7].
  • Scholes. The Oxford Companion to Music, 10th ed., pp. 416–417.
Other Languages
Afrikaans: Charles Gounod
العربية: شارل جونو
български: Шарл Гуно
čeština: Charles Gounod
Ελληνικά: Σαρλ Γκουνώ
Esperanto: Charles Gounod
español: Charles Gounod
فارسی: شارل گونو
français: Charles Gounod
עברית: שארל גונו
hrvatski: Charles Gounod
Հայերեն: Շառլ Գունո
Bahasa Indonesia: Charles Gounod
italiano: Charles Gounod
қазақша: Шарль Гуно
한국어: 샤를 구노
Lëtzebuergesch: Charles Gounod
lietuvių: Charles Gounod
latviešu: Šarls Guno
македонски: Шарл Гуно
Nederlands: Charles Gounod
norsk nynorsk: Charles Gounod
português: Charles Gounod
română: Charles Gounod
srpskohrvatski / српскохрватски: Charles-François Gounod
Simple English: Charles Gounod
slovenčina: Charles Gounod
slovenščina: Charles Gounod
Türkçe: Charles Gounod
українська: Шарль Гуно
Tiếng Việt: Charles Gounod