ქუთაისი

Disambig-dark.svg სიტყვას „ქუთაისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ქუთაისი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ქუთაისი
ქართ. ქუთაისი
Downtown Kutaisi & White Bridge as seen from Mt Gora (August 2011)-cropped.jpg
Flag of Kutaisi, Georgia.svg COA of Kutaisi.svg

ქვეყანა საქართველოს დროშა  საქართველო
მხარე იმერეთი
კოორდინატები 42°15′00″ ჩ. გ. 42°42′00″ ა. გ. / 42°15′00″ ჩ. გ. 42°42′00″ ა. გ. / 42.25000; 42.70000
მერი შოთა მურღულია
პირველი ხსენება ძვ. წ. III საუკუნე
ადრეული სახელები აია, ქუთაია, ქუთათისიუმი
ფართობი 70 კმ²
ცენტრის სიმაღლე 120±0 მეტრი
მოსახლეობა Decrease2.svg 147 635 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 2746.9 [1] კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 431 [2]
საფოსტო ინდექსი 4600 [3]
ოფიციალური საიტი kutaisi.gov.ge
ქუთაისი — საქართველო
ქუთაისი
ქუთაისი — იმერეთის მხარე
ქუთაისი
ხედი სატელიტიდან
ქუთაისის რუკა

ქუთაისიქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში ( 730 წ., 980- 1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. მოსახლეობა 192 500 ( 2010 წ.). ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები, თეატრები, გალერეები. ქუთაისი განათლების ერთ–ერთი ცენტრია საქართველოში.

ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს ( ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით:

ვიკიციტატა
„მოხირისის მხარეს ჩამოუდის ერთი მდინარე, სახელად რეონი; მის სანაპიროებთან ძველადვე კოლხებს აუგიათ ციხე... მაშინ ამ ციხეს კოტაიონს უწოდებდნენ ელინურ ენით, ამჟამად კი მას ლაზები ქუთათისს ეძახიან... სხვები კი ამბობენ, ძველ დროში ამ ადგილას ქალაქი იყო და კვიტაიონი ეწოდებოდაო; აქაური იყო აიეტი, რის გამოც პოეტები მას კვიტაიელს ეძახდნენ, კოლხიდის ქვეყანას კი კვიტატიდსო“

შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში — აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირსშესანიშნაობანია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები ( XI ს.), გელათის მონასტერი ( XII ს.), გეგუთის სასახლე (XII ს.), სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

ეტიმოლოგია

ქუთაისის დაარსების ისტორია და სახელწოდება დღემდე კამათის საგანია. ესეც, ისევე როგორც ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული ბევრი სხვა საკითხი, სამეცნიერო ჰიპოთეზების საგანია. წყაროთა მონაცემები მწირია. ასევე ზოგადია ცოდნა ძველი ქუთაისის გარეგნული იერ-სახის შესახებაც. ისტორიკოსი დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის (XIX ს.) ცნობით:

ვიკიციტატა
„ამბობენ მითომ ქუთაისის სახელი შემდგარიყოს სამთა სიტყვათაგან: ქვა მთა ისი (ესე იგი ქვიან მთაზედ ქალაქი) და შემდგომ ჟამთა ცვლილებისა, უწოდებენ აწ ქუთაისი“

აია-კოლხეთის დედაქალაქი კჳტაიისი [კოტაისი, კუტაია, კჳტაჲა] პირველად ელინისტური ხანის ბერძნულ თხზულებებში იხსენიება. მათ შორის უმთავრესია აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკა“ (ძვ. წ. III ს.), ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ბერძენთა ლაშქრობის შესახებ დაწერილი პოემა.

ვიკიციტატა
„აქ კჳტაიისის ხმელეთსა და კირკეონის ველზე ამარანტების შორეული მთებიდან მორევიანი ფაზისი მიაგორებს ფართო ნაკადს ზღვისაკენ. როდესაც ამ მდინარის შესართავთან მიაცურებთ ხომალდს, დაინახავთ კჳტაიელი აიეტის კოშკებს და არესის ჩრდილოვან ჭალაკს, სადაც მუხის წვერზე ჩამოკიდებულ საწმისს... უთვალთვალებს საზარელი დრაკონი“
(არგონავტიკა, აპოლონიოს როდოსელი [4])

„კჳტაიისის ხმელეთი“, ანუ ქუთაისი მისი მიმდებარე მიწებით ბიზანტიელ ავტორებთან „მოხირისად“ იწოდება; ქართულ მატიანეებში XI საუკუნიდან ამ სახელწოდებას „ქუთათისის ქუეყანა“ ცვლის, XVIII საუკუნეში კი — „ვაკე“. XVIII საუკუნეში „ვაკის“ მცხოვრებნი იმერეთის მეფის ერთგულებაზე იფიცებდნენ და განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდნენ, მათ „ფიცისკაცები“ ეწოდებოდათ.

Other Languages
Аҧсшәа: Қәҭешь
العربية: كوتايسي
asturianu: Kutaisi
azərbaycanca: Kutaisi
башҡортса: Кутаиси
žemaitėška: Kotaisis
беларуская: Кутаісі
беларуская (тарашкевіца)‎: Кутаісі
български: Кутаиси
brezhoneg: Kutaisi
català: Kutaïsi
нохчийн: Кутаиси
Cebuano: Kutaisi
čeština: Kutaisi
Чӑвашла: Кутаиси
Cymraeg: Kutaisi
dansk: Kutaisi
Deutsch: Kutaissi
dolnoserbski: Kutaisi
Ελληνικά: Κουτάισι
English: Kutaisi
Esperanto: Kutaiso
español: Kutaisi
eesti: Khuthaisi
euskara: Kutaisi
فارسی: کوتائیسی
suomi: Kutaisi
français: Koutaïssi
galego: Kutaisi
עברית: כותאיסי
hrvatski: Kutaisi
hornjoserbsce: Kutaisi
magyar: Kutaiszi
Հայերեն: Քութայիս
Bahasa Indonesia: Kutaisi
Interlingue: Kutaisi
italiano: Kutaisi
日本語: クタイシ
한국어: 쿠타이시
lietuvių: Kutaisis
latviešu: Kutaisi
олык марий: Кутаиси
मराठी: कुतैसी
Bahasa Melayu: Kutaisi
эрзянь: Кутаиси ош
مازِرونی: کوتائیسی
Nederlands: Koetaisi
norsk nynorsk: Kutaisi
norsk: Kutaisi
Ирон: Кутаиси
polski: Kutaisi
português: Kutaisi
Runa Simi: Kutaisi
română: Kutaisi
русский: Кутаиси
Scots: Kutaisi
srpskohrvatski / српскохрватски: Kutaisi
slovenčina: Kutaisi
shqip: Kutaisi
српски / srpski: Кутаиси
svenska: Kutaisi
ślůnski: Kutaisi
Türkçe: Kutaisi
удмурт: Кутаиси
українська: Кутаїсі
oʻzbekcha/ўзбекча: Kutaisi
Tiếng Việt: Kutaisi
Winaray: Kutaisi
მარგალური: ქუთეში
中文: 庫塔伊西