ქაოსი

«Magnum Chaos», ხის ნაკეთობა შექმნილი ჯიოვან ფრანჩესკო კაპოფერის მიერ, დაცული ბერგამოში, სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში, ეფუძნება ლორენცო ლოტოს დიზაინს.

ქაოსი (ძვ. ბერძნ. χάος) – ბერძნული მითოლოგიური პერსონაჟი, სიცარიელე, უფსკრული, წყვდიადი. ძვ. წ. 1788 წელს ქაოსი ბადებს გეას.

«უზარმაზარი სიცარიელე», «უფსკრული», «წყვდიადი» – ძვ. ბერძნ. χαίνω, ნიშნავს «გახსნას», «ფართოდ გაღებულს». პირველად აღწერილი ჰესიოდეს «თეოგონიაში» (ძვ. წ. 700) – მსოფლიოს თავდაპირველი მდგომარეობის პერსონიფიკაცია მოწესრიგებული სამყაროს გაჩენამდე. უწინარესად იშვა ქაოსი. შემდეგ გაჩნდნენ მკერდგანიერი გეა (დედამიწა), მარად მტკიცე საყრდენი ყველა უკვდავის, რომელთაც დათოვლილი ოლომპოსის მწვერვალზე დაუვანიათ, ფართოგზებიანი მიწის წიაღში ჩაძირული პირქუში ტარტაროსი (უფსკრული) და ეროსი (სიყვარული), ვინც ულამაზესია ღმერთთა შორის, ღონისმიმხდელი და ყველა ცისიერისა თუ მიწიერის გონებას და გონივრულ ნებას გულს უმორჩილებს.

ქაოსისგან იშვა ერებოსი (წყვდიადი) და ნიქსი (ღამე წკვარამი). ნიქსი ტრფობით შეერთო ერებოსს და დაბადა ეთერი (მიწისზედა ჰაერის ნათელი სივრცე) და ჰემერა (დღე)[1].

Other Languages
azərbaycanca: Xaos (mifologiya)
беларуская: Хаас (міфалогія)
български: Хаос (митология)
brezhoneg: C'haos
Cymraeg: Chaos
dansk: Chaos
Deutsch: Chaos
Esperanto: Ĥaoso
eesti: Chaos
فارسی: خائوس
suomi: Khaos
galego: Caos
hornjoserbsce: Chaos
magyar: Khaosz
հայերեն: Քաոս
Bahasa Indonesia: Khaos
日本語: カオス
한국어: 카오스
Latina: Chaos
Lëtzebuergesch: Chaos (Mythologie)
latviešu: Haoss
македонски: Хаос (митологија)
norsk: Khaos
português: Caos (mitologia)
română: Haos
srpskohrvatski / српскохрватски: Kaos (mitologija)
Simple English: Chaos (mythology)
српски / srpski: Хаос
svenska: Chaos
ไทย: เคออส
українська: Хаос (міфологія)
Tiếng Việt: Chaos (thần thoại)
中文: 卡俄斯