ქათმისნაირნი

ქათმისნაირნი (Galliformes) — ფრინველთა რიგი. აერთიანებს სხვადასხვა ზომის (12—235 სმ სიგრძისა და 45 გრამიდან — 22 კგ-მდე მასის) ფორმებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში (გარდა ანტარქტიკისა) ბინადრობენ. აქვთ მაგარი, მოკლე ნისკარტი, მიწის გასაქექად მომარჯვებული ღონიერი ფეხები, მომრგვალო ფრთები — მომარჯვებული სწრაფი აფრენისა და ხანმოკლე ფრენისათვის. კარგად გამოხატული ჩიჩახვი, ნაღვლის ბუშტი, მჭიდრო შებუმბლვა, 10 პირველი წყების მომქნევი ბუმბული. ყურთუკი ვითარდება მხოლოდ პტერილიებზე, ბუმბულს აქვს დამატებითი ღეროები (გამონაკლისი ჰოაცინი). ზოგს თავზე აქვს კანის შიშველი უბნები, ღიად შეფერილი ან ხორცოვანი დანატები: წარბები, საყურეები, ბიბილო და სხვა. უმრავლესობას ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზი.

რიგი მოიცავს 8 ოჯახს, 85 გვარში გაერთიანებულ 253 თანამედროვე და 100-მდე გადაშენებულ სახეობას. რიგში 2 ქვერიგია: ჰოაციენები (1 სახეობა) და საკუთრივ ქათმისნაირნი მობინადრე ან ნომადური ფორმები, მხოლოდ მწყერია სეზონებისდა მიხედვით მიმოფრენი. უმთავრესად ნიადაგური ფორმებია, მხოლოდ ჰოაცინი და გოკოა ნამდვილი მეხეური. ქათმისნაირთა უმრავლესობის ბუდობის პერიოდს წინ უძღვის სატიხტიხე პერიოდი: ბევრი პოლიგამია. ბუდობენ მიწაზე. დებს 2—20 და მეტ კვერცხს, რომელთა ინკუბაცია გრძელდება 14—30 დღე-ღამე. მხოლოდ დიდფეხა (ნაგვის) ქათმები არ კრუხობენ, ისინი კვერცხს ქვიშაში ან ლპობად ფოთლებში ფლავენ. აქ ორგანული ნივთიერებების ლპობა ზრდის ტემპერატურას და ხელს უწყობს კვერცხების ინკუბაციას. წიწილოვანი ფრინველები არიან. მართვები იკვებებიან ცხოველური საკვებით ( მწერები, ჭიები), ზრდასრულნი კი - მცენარეულით (თესლი, მწვანე ნაწილები). ჰოაცინის გარდა ყველა ქათმისნაირნი სანადირო ობიექტია, ამიტომ მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ზოგს ( ხოხობი, გნოლი, კაკაბი) უკვე ხელოვნურად ამრავლებენ სანადირო მეურნეობაში. ზოგი ( ბანკივის ქათამი, ინდაური, ციცარი) მოშინაურებულია და დასაბამი მისცა მრავალრიცხოვან შინაურ ჯიშება.

საქართველოში ქათმისნაირთაგან გვხვდება კავკასიური როჭო, დურაჯი, გნოლი, კასპიური შურთხი, კავკასიური შურთხი, ხოხობი, კაკაბი, მწყერი, რომელთაგან პირველი 4 შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“ .

  • ლიტერატურა

ლიტერატურა

Other Languages
Acèh: Manok
Afrikaans: Hoendervoëls
العربية: دجاجيات
azərbaycanca: Toyuqkimilər
беларуская: Курападобныя
беларуская (тарашкевіца)‎: Курападобныя
български: Кокошоподобни
brezhoneg: Galliformes
bosanski: Galliformes
català: Gal·liforme
čeština: Hrabaví
Cymraeg: Galliformes
Deutsch: Hühnervögel
Ελληνικά: Ορνιθόμορφα
English: Galliformes
español: Galliformes
eesti: Kanalised
euskara: Galliformes
suomi: Kanalinnut
français: Galliformes
Nordfriisk: Hanenfögler
Frysk: Hineftigen
galego: Galiformes
ગુજરાતી: કુર્કુટાકાર
עברית: תרנגולאים
hrvatski: Kokoške
Հայերեն: Հավազգիներ
interlingua: Galliformes
Bahasa Indonesia: Galliformes
íslenska: Hænsnfuglar
italiano: Galliformes
日本語: キジ目
Basa Jawa: Galliformes
한국어: 닭목
Кыргызча: Тоок сымалдар
Latina: Galliformes
Limburgs: Hoonder
latviešu: Vistveidīgie
македонски: Кокошковидни
кырык мары: Цӹвӹ ганьывлӓ
Bahasa Melayu: Galliformes
Nederlands: Hoendervogels
norsk nynorsk: Hønsefuglar
occitan: Galliformes
polski: Grzebiące
português: Galliformes
română: Galiforme
русский: Курообразные
русиньскый: Куроподобны
davvisámegiella: Vuoncceslottit
srpskohrvatski / српскохрватски: Kokoške
Simple English: Galliformes
slovenčina: Kurotvaré
slovenščina: Kure
српски / srpski: Кокоши
svenska: Hönsfåglar
Tagalog: Galliformes
Türkçe: Tavuksular
татарча/tatarça: Тавыксыманнар
українська: Куроподібні
oʻzbekcha/ўзбекча: Tovuqsimonlar
Tiếng Việt: Bộ Gà
West-Vlams: Hoenderveugels
walon: Glinacîs
Winaray: Galliformes
Zeêuws: 'Oenachtigen
中文: 鸡形目
粵語: 雞形目