ფურისულასებრნი

ფურისულასებრნი (ლათ. Primulaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი, მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი ბალახებია. უმეტესად მარტივი ფოთლები აქვთ. ყვავილი ორსქესიანია, აქტინომორფული, იშვიათად ზიგომორფული. ყვავილი, ჯამის ფოთლები და გვირგვინის ფურცლები ერთმანეთთან შეზრდილია. ნასკვი ზედა, იშვიათად ნახევრად ქვედა, ერთბუდიანია. ნაყოფი — მრავალთესლიანი კოლოფი. ფურისულასებრნი მოიხავს 30 გვარის 1000-მდე სახეობას. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, უპირატესად ჩრდილო ნახევარსფეროს ზომიერი და ცივი ჰავის ქვეყნებში. საქართველოში გვხვდება 7 გვარის 46 სახეობა, მათგან ერთი მონოტიპური გვარია (Sredinskya) და 18 სახეობა კავკასიის ენდემი. საქართველოში სახეობათა უმეტესობა გავრცელებულია მაღალმთის მდელოებზე და ტყეებში. მრავალი სახეობა, განსაკუთრებით ფურისულას და ყოჩივარდას გვარისა, დეკორატიულია. ცნობილია მრავალი კულტურის ფორმა.

  • ლიტერატურა

ლიტერატურა

Other Languages
Afrikaans: Primulaceae
asturianu: Primulaceae
български: Игликови
བོད་ཡིག: ཤང་དྲིལ།
bosanski: Primulaceae
català: Primulàcies
Cebuano: Primulaceae
čeština: Prvosenkovité
English: Primulaceae
Esperanto: Primolacoj
español: Primulaceae
euskara: Primulazeo
فارسی: پامچالیان
français: Primulaceae
Nordfriisk: Priimeln
galego: Primulaceae
עברית: רקפתיים
hrvatski: Jaglačevke
hornjoserbsce: Kropačkowe rostliny
íslenska: Maríulykilsætt
italiano: Primulaceae
한국어: 앵초과
Latina: Primulaceae
lumbaart: Primulaceae
lietuvių: Raktažoliniai
македонски: Јаглики
മലയാളം: പ്രിമുലേസീ
norsk nynorsk: Nøkleblomfamilien
پنجابی: موہری ٹبر
português: Primulaceae
română: Primulacee
русский: Первоцветные
srpskohrvatski / српскохрватски: Jaglačevke
Simple English: Primulaceae
slovenščina: Jegličevke
svenska: Viveväxter
Tagalog: Prima rosa
українська: Первоцвітові
oʻzbekcha/ўзбекча: Navroʻzguldoshlar
Tiếng Việt: Họ Anh thảo
Winaray: Primulaceae
中文: 报春花科