ფუერტე-ოლიმპო
English: Fuerte Olimpo

ქალაქი
ფუერტე-ოლიმპო
Fuerte Olimpo
Ciudad de Fuerte Olimpo.jpg
ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
პარაგვაის დეპარტამენტები|დეპარტამენტი ალტო-პარაგვაი
კოორდინატები 21°02′09″ ს. გ. 57°52′31″ დ. გ. / 21°02′09″ ს. გ. 57°52′31″ დ. გ. / -21.03583; -57.87528
დაარსდა 1792
ფართობი 24 271 კმ²
ცენტრის სიმაღლე 64
ოფიციალური ენა ესპანური ენა და გუარანის ენა
მოსახლეობა 6 500 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
საფოსტო ინდექსი 9000
ფუერტე-ოლიმპო — პარაგვაი
ფუერტე-ოლიმპო

ფუერტე-ოლიმპო (ესპ. Fuerte Olimpo) — ქალაქი პარაგვაიში, ალტო-პარაგვაის დეპარტამენტის დედაქალაქი. მდებარეობს ასუნსიონიდან 838 კმ-ის დაშორებით, მდინარე პარაგვაის ნაპირებზე. თავდაპირველად მას ფუერტე-ბორდონს ეძახდნენ. ქალაქს გარს 4 კმ სიგრძის კედელი არტყია.

ქალაქი 1792 წელს ფუერტე-ბორდონის სახელწოდებით დაარსდა, ამჟამინდელი სახელი კი პრეზიდენტ ხოსე გასპარ როდრიგეს დე ფრანსიას მმართველობისას ეწოდა სავარაუდოდ ახლო მდებარე იმ ბორცვისგან, რომელიც საბერძნეთში მდებარე ოლიმპოს მთას წააგავს.

კლიმატი ტროპიკულია, ზაფხულის ტემპერატურა 45 °C (113 °F)-ის ფარგლებშია, მინიმალური კი ზამთარში, 9 °C (48 °F) ფიქსირდება. საშუალო წლიური ტემპერატურაა 25 °C (77 °F). რეგიონისათვის დამახასიეთებელია ძლიერი წვიმები.

2008 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 6 500 ადამიანს შეადგენს.

Other Languages
català: Fuerte Olimpo
Cebuano: Fuerte Olimpo
Deutsch: Fuerte Olimpo
English: Fuerte Olimpo
Esperanto: Fuerte Olimpo
español: Fuerte Olimpo
euskara: Fuerte Olimpo
français: Fuerte Olimpo
Avañe'ẽ: Fuerte Olimpo
italiano: Fuerte Olimpo
lietuvių: Fuerte Olimpas
Nederlands: Fuerte Olimpo
português: Fuerte Olimpo
română: Fuerte Olimpo
українська: Фуерте-Олімпо
Tiếng Việt: Fuerte Olimpo
Winaray: Fuerte Olimpo
中文: 奥林波堡