ფრენკ ლემპარდი

ფრენკ ლემპარდი
F-Lampard.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ფრეკ ჯეიმზ ლემპარდ უმცროსი
დაბადების
თარიღი
1978 წლის 20 ივნისი
დაბადების
ადგილი
რომფორდი, ლონდონი, ინგლისი
სიმაღლე1,81 მ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე კლუბი
ნიუ-იორკ სიტი
ახალგაზრდული კარიერა
1995-2001ვესთ ჰემ იუნაიტედი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
ვესთ ჰემ იუნაიტედი
ეროვნული ნაკრები
1997-2000ინგლისი U21
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ფრენკ ჯეიმზ ლემპარდი (ინგლ. Frank James Lampard Jr; დ. 20 ივნისი 1978) — ინგლისელი პროფესიონალი ფეხბურთელი. ამჟამად თამაშობს საფეხბურთო კლუბ New York City-ში. არის საფეხბურთო კლუბი ჩელსის (ინგლ. Chelsea) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ჟურნალისტების და საფეხბურთო ექსპერტების მიერ არის მიჩნეული როგორც თავისი თაობის ერთ-ერთი უდიდესი ნახევარმცველი. გარდა ამისა ჩელსის ზოგიერთი ფეხბურთელი (მათ შორის არიან წინა საუკეთესო ბომბარდირი ბობი თამბლინგი და გუნდის კაპიტანი ჯონ ტერი) ლემპარდს გუნდის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.

თავისი კარიერა ლემპარდმა ვესთ ჰემ იუნაითედში დაიწყო (ინგლ. West Ham United). ამავე გუნდში თამაშობდა ფრენკ ლემპარდის მამა. 1997-98 წლის სეზონში ლემპარდმა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება შეძლო და ვესთ ჰემს დაეხმარა პრემიერ-ლიგაში მე-5 ადგილის დაკავებაში. ეს კლუბისთვის ყველა დროის საუკეთესო შედეგი არის. 2001 წელს მისი ტრანსფერი სხვა ლონდონურ გუნდში, ჩელსიში 11 მილიონ ფუნტ-სტერლინგად შედგა. 2014 წელს, 13 წლიანი სამსახურის შემდეგ ლემპარდმა ჩელსი დატოვა და შეერთებულ შტატებში, გუნდ ნიუ-იორკ სიტიში (ინგლ. New York City FC) გადაბარგდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. ნიუ-იორკ სიტის MLS-ში დებიუტამდე ლემპარდი დროებით  მანჩესტერ-სიტის(ინგლ. Manchester City) შემადგენლობაში იჯარით იყო. სიტიში ყოფნის დროს ლემპარდმა პრემიერ-ლიგის შეხვედრაში ჩელსისაც გაუტანა.

დებიუტიდან ლემპარდმა პრემიერ-ლიგაში 164 შეხვედრა ითამაშა გადაბმულად და ამით პრემიერ-ლიგის რეკორდი მოხსნა. გარდა ამისა, ჩელსის შემადგენლობაში ლემპარდი სტაბილურად იტანდა გოლებს, 2004-05 და 2005-06 გაიმარჯვა პრემირ-ლიგაში, 2007 წელს კი ოქროს დუბლი გააფორმა. ამასთან ერთად, ლემპარდმა 2005 წელს მეორე ადგილი დაიკავა ოქროს ბურთის ნომინაციაზე და ბრაზილიეალ რონალდინიოს 77 ქულით ჩამორჩა. 2008 წელს მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც გოლიც კი გაიტანა, მაგრამ, საბოლოოდ, ჩელსი პენალტების სერიაში მანჩესტერ იუნაიტედმა (ინგლ. Manchester United) დაამარცხა. იმავე წელს ლემპარდმა გაახანგრძლივა კონტრაქტი ჩელსისთან და იმ დროისთვის პრემიერ-ლიგის ყველა მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად იქცა. 2009 წელს ლემპარდმა გუნდთან ერთად მეორეჯერ გაიფორმა ოქროს დუბლი და ფეხბურთის ასოციაციის თასის (ინგლ. FA Cup) ფინალშიც მოახერხა გატანა. ეს სეზონი ლემპარდისთვის ყველაზე კარგი აღმოჩნდა: მან 22 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2012 წელს ლემპარდმა პირველმა აღმართა ჩელსის პირველი ჩემპიონთა ლიგის თასი, როგორც გუნდის კაპიტანმა (ჯონ ტერი დისკვალიფიცირებული იყო). 2013 წელს გუნდთან ერთად გაიმარჯვა ევროპის ლიგაში. უეფას სუპერ თასში ჩელსიმ 2012 და 2013 წელს მარცხი განიცადა: 2012 წელს ატლეტიკოსთან, ხოლო 2013 წელს მიუნხენის ბაიერნთან. ლემპარდმა ჩელსი 2013-14 წლების სეზონის შემდეგ დატოვა.

ლემპარდი ასევე არის ჩელსის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მფლობელი. ამასთან ერთად ის არის კლუბის საუკეთესო ბომბარდირი 211 გოლით. ლემპარდი არის ერთ-ერთი იმ შვიდი ფეხბურთელიდან, რომელსაც პრემიერ-ლიგაში 150 ან მეტი ბურთი აქვს გატანილი (ამ სიაში ის ერთადერთი ნახევარმცხველია. პრემიერ-ლიგაში საგოლე გადაცემების რაოდენობით მხოლოდ რაიან გიგზს ჩამორჩება. 2005 წელს ლემპარდი გახდა წლის ფეხბურთელი საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით. 2010 წელს მოიგო FWA Tribute Award. კარიერის განმავლობაში ლემპარდმა 13 ტიტული მოიგო. 

1999 წლის ოქტომბრიდან ლემპარდი ეროვნულ ნაკრებში 106-ჯერ გაიძახეს. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მან 29 გოლი გაიტანა, გახდა ინგლისის ნაკრების წლის მოთამაშე 2004 და 2005 წლებში, მონაწილეობა მიიღო ევრო 2004-ზე, სადაც სიმბოლურ ნაკრებში შევიდა სამი გოლისთვის ოთხ თამაშში, იყო ინგლისის საუკეთესო ბომბარდირი 2006 წლის მსოფლიო თასის კვალიფიკაციაში ხუთი გოლით, ითამაშა მსოფლიო თასის სამ გათამაშებაზე. არის ინგლისის ეროვნული ნაკრების საუკეთესო პენალტისტი 9 გოლით, ამ მაჩვენებლით ის უსწრებს წინა რეკორდსმენებს - რონ ფლოუერს და ალან შირერს. 

2015 წლის აპრილიდან ლემპარდი ტელეარხ ITV-ს შოუ Play to the Whistle-ში გუდნის კაპიტნის როლს ასრულებს.

სექციების სია

Other Languages
asturianu: Frank Lampard
azərbaycanca: Frenk Lempard
беларуская: Фрэнк Лэмпард
беларуская (тарашкевіца)‎: Фрэнк Лэмпард
български: Франк Лампард
brezhoneg: Frank Lampard
bosanski: Frank Lampard
català: Frank Lampard
čeština: Frank Lampard
Cymraeg: Frank Lampard
Deutsch: Frank Lampard
Ελληνικά: Φρανκ Λάμπαρντ
English: Frank Lampard
Esperanto: Frank Lampard
español: Frank Lampard
euskara: Frank Lampard
français: Frank Lampard
Gaeilge: Frank Lampard
hrvatski: Frank Lampard
Bahasa Indonesia: Frank Lampard
íslenska: Frank Lampard
italiano: Frank Lampard
Basa Jawa: Frank Lampard
Lëtzebuergesch: Frank Lampard
lietuvių: Frank Lampard
latviešu: Frenks Lampards
Malagasy: Frank Lampard
македонски: Френк Лампард
Bahasa Melayu: Frank Lampard
မြန်မာဘာသာ: ဖရန့် လမ်းပတ်
Nederlands: Frank Lampard
norsk nynorsk: Frank Lampard
português: Frank Lampard
Runa Simi: Frank Lampard
română: Frank Lampard
srpskohrvatski / српскохрватски: Frank Lampard
Simple English: Frank Lampard
slovenčina: Frank Lampard
slovenščina: Frank Lampard
Soomaaliga: Frank Lampard
српски / srpski: Frenk Lampard
svenska: Frank Lampard
Kiswahili: Frank Lampard
Türkçe: Frank Lampard
українська: Френк Лемпард
Tiếng Việt: Frank Lampard
Volapük: Frank Lampard
მარგალური: ფრენკ ლემპარდი
粵語: 林柏特