ფრანკები

ფრანკების ექსპანსია

ფრანკები ( ლათ. Franci, ფრანგ. Francs, გერმ. Franken) — დასავლეთგერმანული ტომების (ხატები, ხამავები, ნერვიები, ბატავები, ბრუქტერები, სუგამბრები და სხვა) გაერთიანება. თანამედროვე გერმანულ ენაში ეთნონიმი „Franken“ ძველ ფრანკებსაც აღნიშნავს და ფრანკონიის თანამედროვე მცხოვრებთაც. ფრანკები პირველად 242 წელს იხსენიებიან ქრონიკებში. ძველთაგან იყოფოდნენ ორ მთავარ შტოდ:

  1. ე. წ. სალიკური (ზღვისპირა) – რომლებიც თავიდან მდინარე ვისლის ნაპირებზე ცხოვრობდნენ, შემდეგ კი, IV საუკუნის შუა წლებში, მდინარე რაინის ქვედა წელზე დასახლდნენ.
  2. ე. წ. რიპუარული (მენაპირე, მდინარისპირა) – რომლებიც რაინის ზემო წელის ნაპირებზე, მდინარე მაინამდე ბინადრობდნენ. 451 წელს მონაწილეობდნენ კატალაუნის ბრძოლაში ჰუნების წინააღმდეგ.

V საუკუნის დასაწყისისათვის სალიკურმა ფრანკებმა დაიპყრეს გალიის ტერიტორია მდინარე სომამდე, თუმცა VI ლეგიონის ტრიბუნმა აურელიანის მეთაურობით გაანადგურა მომხვდური. ფრანკების მიერ გალიის შემდგომი დაპყრობის პროცესში შეიქმნა ფრანკთა სახელმწიფო ( V- IX საუკუნეები). მიუხედავად იმისა, რომ ფრანკები გალიაში გაბატონდნენ, ისინი მოსახლეობის უმცირესობას შეადგენდნენ. დროთა განმავლობაში მოხდა ფრანკების ასიმილაცია ადგილობრივ გალიურ-რომაულ მოსახლეობასთან. მდინარეებს მაასსა და ლუარას შორის მცხოვრები ფრანკები შეერივნენ ჩრდილოეთის ფრანგულ და ვალონურ, ხოლო ლუარის სამხრეთით მცხოვრებნი – სამხრეთის ფრანგულ ანუ პროვანსულ მოსახლეობას. ეთნიკური თვითმყობადობა დიდხანს შეინარჩუნეს რაინის აუზში ბინადარმა ფრანკებმა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჰოლანდიელთა და ფლამანდელთა ეთნოგენეზში.

ფრანკების საზოგადოებრივი წყობილება, რომელიც წარმოადგენდა გარდამავალ საფეხურს სამიწათმოქმედო თემიდან მარკაზე, აისახა სალიკურ სამართალში.

Other Languages
Afrikaans: Franke
Alemannisch: Franken (Volk)
aragonés: Francos
Ænglisc: Francan
العربية: فرنجة
مصرى: فرانكس
asturianu: Pueblu francu
azərbaycanca: Franklar
беларуская: Франкі
български: Франки
brezhoneg: Franked
bosanski: Franci
català: Francs
čeština: Frankové
Чӑвашла: Франксем
Cymraeg: Ffranciaid
dansk: Frankere
Ελληνικά: Φράγκοι
English: Franks
Esperanto: Frankoj
español: Pueblo franco
eesti: Frangid
euskara: Frankoak
فارسی: فرانک‌ها
suomi: Frankit
føroyskt: Frankar
français: Francs
Nordfriisk: Franken (fulk)
Frysk: Franken
Gaeilge: Na Frainc
galego: Francos
עברית: פרנקים
hrvatski: Franci
magyar: Frankok
Bahasa Indonesia: Suku Franka
íslenska: Frankar
italiano: Franchi
日本語: フランク人
қазақша: Франктер
한국어: 프랑크인
Kurdî: Frank
Latina: Franci
lumbaart: Franch (pòpol)
lietuvių: Frankai
latviešu: Franki
македонски: Франки
монгол: Франк
Bahasa Melayu: Orang Frank
Nedersaksies: Franken
Nederlands: Franken (volk)
norsk nynorsk: Frankarar
norsk: Frankere
occitan: Francs
polski: Frankowie
português: Francos
română: Franci
русский: Франки
sicilianu: Franchi
Scots: Franks
srpskohrvatski / српскохрватски: Franci
Simple English: Franks
slovenčina: Frankovia
slovenščina: Franki
српски / srpski: Франци
svenska: Franker
Kiswahili: Wafaranki
Türkçe: Franklar
українська: Франки
oʻzbekcha/ўзбекча: Franklar
Tiếng Việt: Người Frank
West-Vlams: Frankn
中文: 法蘭克人
Bân-lâm-gú: Frank lâng
粵語: 法蘭克人