ფოსფოლიპიდები

ფოსფოლიპიდები , ფოსფატიდები — რთული ლიპიდები, რომელთა მოლეკულა ფოსფორმჟავას ნაშთს შეიცავს. ფოსფოლიპიდები შეიცავენ აგრეთვე გლიცერინს ან ამინოსპირტ სფინგოზინს, ცხიმოვან მჟავებს, ალდეპიდებსა და აზოტოვან ნაერთებს — ქოლინს, ეთანოლამინს, სერინს. ფოსფოლიპიდებს მიეკუთვნება გლიცეროფოსფატიდები [ფოსფატიდილექოლინი (მაგ. ლეციტინი), ფოსფატიდილეთანოლამინი, ფოსფატიდილსერინი, ფოსფატიდილინოზიტი, კარდიოლიპინი] და ფოსფოსფინგოლიპიდები — სფინგომიელინები. ყოველი ეს კლასი მოიცავს მრავალ ერთიპოვან მოლეკულას, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა ცხიმოვან მჟავებსა და ალდეპიდებს. ფოსფოლიპიდები ფართოდაა გავრცელებული როგორც ცხოველურ ისე მცენარეულ ორგანიზმებში, აგრეთვე მიკრობებში. კერძოდ, ისინი შედიან უჯრედის მემბრანების შედგენილობაში და განაპირობებენ ამ უკანასკნელთა აღნაგობას, აგრეთვე განვლადობას, მათზე განლაგებული ფერმენტების აქტივობას. ფოსფოლიპიდები ცილებთან წარმოქმნიან ლიპოპტოტეიდებს. სხვადასხვა ტიპის ბიოლოგიური მემბრანების ფოსფოლიპიდები განსხვავებულია. ფოსფოლიპიდების შედგენილობა ზოგიერთ ორგანოში იცვლება სიბერისას და ორგანოების ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობისას (ათეროსკლეროზი ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები). გარდა ფოსფოლიპიდებისა, ცნობილია აგრეთვე ფოსფონოლიპიდები, რომლებშიც ფოსფორის ატომი კოვალენტურად არის დაკავშირებული აზოტოვან ფუძესთან. ასეთი ნაერთები ნაპოვნია ზოგიერთ მოლუსკსა და ბაქტერიაში.

ლიტერატურა

Other Languages
العربية: دهن فسفوري
български: Фосфолипид
bosanski: Fosfolipid
català: Fosfolípid
čeština: Fosfolipid
dansk: Fosfolipid
Deutsch: Phospholipide
Ελληνικά: Φωσφολιπίδια
English: Phospholipid
español: Fosfolípido
euskara: Fosfolipido
فارسی: فسفولیپید
français: Phospholipide
Gaeilge: Fosfailipid
galego: Fosfolípido
hrvatski: Fosfolipidi
Bahasa Indonesia: Fosfolipid
íslenska: Fosfólípíð
italiano: Fosfolipide
日本語: リン脂質
Basa Jawa: Fosfolipid
한국어: 인지질
Lëtzebuergesch: Phospholipid
lumbaart: Fosfolipid
lietuvių: Fosfolipidai
latviešu: Fosfolipīdi
македонски: Фосфолипид
Nederlands: Fosfolipide
norsk nynorsk: Fosfolipid
norsk: Fosfolipid
polski: Fosfolipidy
português: Fosfolípido
română: Fosfolipidă
русский: Фосфолипиды
srpskohrvatski / српскохрватски: Fosfolipid
Simple English: Phospholipid
slovenčina: Fosfolipid
slovenščina: Fosfolipid
српски / srpski: Fosfolipid
svenska: Fosfolipid
Türkçe: Fosfolipit
українська: Фосфоліпіди
oʻzbekcha/ўзбекча: Fosfolipidlar
Tiếng Việt: Phospholipid
中文: 磷脂