ფიურნოს კუნძულები

ფიურნოს კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Furneaux Group
LGATasmania Flinders.png
ფიურნოს კუნძულები (მწვანე ფერში)
გეოგრაფია
40°10′ ს. გ. 148°05′ ა. გ. / 40°10′ ს. გ. 148°05′ ა. გ. / -40.167; 148.083
მდებარეობაბასის სრუტე
კუნძულთა რაოდენობა52
მთავარი კუნძულიფლინდერსი
ქვეყანა
ტასმანია
დემოგრაფია
მოსახლეობა1145 (2006)

ფიურნოს კუნძულები (ინგლ. Furneaux Group) — ჯგუფი 52 კუნძულისაგან, რომლებიც მდებარეობენ ბასის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილში ავსტრალიის შტატებს ვიქტორიასა და ტასმანიას შორის. ჯგუფში ყველაზე დიდი კუნძულებია: — ფლინდერსი (1340 კმ²), კეიპ-ბარენი (465 კმ²) და კლარკი (82 კმ²)[1].

გეოგრაფია

ფიურნოს კუნძულების რუკა

ფიურნოს კუნძულები — როდესღაც არსებული მიწიერი ხიდის ნარჩენებია, რომელიც აერთიანებდა კუნძულ ტასმანიას ავსტრალიის მატერიკულ ნაწილთან. ამ ხიდის ჩაძირვის დრო უცნობია: სავარაუდოდ ეს მოხდა 12-18 ათასი წლის წინ. ამ პერიოდში წყლის ეროზიის შედეგად ხდებოდა ფორმაციის ჩამოყალიბება ფიურნოს კუნძულებზე.

კუნძულების დაახლოებით 1/3 ნაწილი დაფარულია გრანიტული მთებით, რომლებიც აღწევენ 700 მეტრს და მეტ სიმაღლეს. ფიურნოს კუნძულების დაახლოებით ნახევარი წარმოადგენს დიუნას მისი მსგავსი ნიადაგის დანალექებით. ბევრ დაბლობ ადგილებში ბევრი ლაგუნებით შეიძლება შევხვდეთ ესტუარიულ ქვიშოვან პლასტებს, თიხებს და კენჭებს. კუნძულებზე საკმაოდ ცოტაა უშრობი მდინარეები, მათი დიდი ნაწილი თავს იჩენს მხოლოდ წვიმების შედეგად.

სხვადასხვა რაოდენობის ნალექების, სიმაღლის, გეოლოგიური აგებულების და ლანდშაფტის გამო კუნძულზე ნიადაგის და მცენარეულობის დიდი მრავალფეროვნებაა. სანაპირო დიუნების გასწვრივ ჭარბობს კირქვის დიდი შემცველობის ნიადაგი. კუნძულის დასავლეთ სანაპიროს დაბლობ ადგილებში ჭარბობს მონოფრაქციული ქვიშა და არაერთგვაროვანი ნიადაგი.

კუნძულების კლიმატი სუბტროპიკული ოკეანურია, რბილია, რადგანაც ზღვა იცავს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისაგან. ნალექების წლის საშუალო რაოდენობა 600 მმ-დან სამხრეთ-დასავლეთით 800 მმ-მდე კუნძულების ცენტრალურ გორაკებიან ნაწილში. ჭარბობს დასავლეთის მიმართულების ქარები, რომლებსაც შეუძლია იქროლონ შეუჩერებლივ რამდენიმე დღის განმავლობაში ზამთარის ბოლოდან — გაზაფხულის დასაწტისის ჩათვლით. ზაფხულის თვეებში ქრის გრილი ზღვის ბრიზები.

ფიურნოს კუნძულებზე არსებობს დიდი რაოდენობით მცენარეულობა — დაახლოებით 800-900 სახეობა.

Other Languages
беларуская: Астравы Фюрно
беларуская (тарашкевіца)‎: Астравы Фюрно
español: Grupo Furneaux
italiano: Isole Furneaux
Nederlands: Furneauxgroep
português: Grupo Furneaux
українська: Острови Фюрно
中文: 弗诺群岛