ფერდინანდ დე სოსიური

ფერდინანდ დე სოსიური
Ferdinand de Saussure by Jullien.png
ფერდინანდ დე სოსიური
მშობ. სახელი Ferdinand de Saussure
დაბ. თარიღი 26 ნოემბერი 1857
ჟენევა, შვეიცარია
გარდ. თარიღი 22 თებერვალი 1913
ვიუფლან-სიურ-მორჟი, შვეიცარია
ხელმოწერა Ferdinand de Saussure signature.png

ფერდინანდ დე სოსიური (ფრანგ. Ferdinand de Saussure; დ. 26 ნოემბერი, 1857, ჟენევა, შვეიცარია — გ. 22 თებერვალი, 1913 ვიუფლან-სიურ-მორჟი, შვეიცარია) — შვეიცარიელი ენათმეცნიერი. სწავლობდა ჟენევის (1875), ლაიფციგის, ბერლინის (1876-1880) უნივერსიტეტებში. 1881-1891 წლებში ლექციებს კითხულობდა პარიზის „უმაღლეს პრაქტიკულ სკოლაში“; ჟენევის უნივერსიტეტის ექსტრაორდინარული, შემდეგ ორდინარული პროფესორი.

1879 წელს სოსიურმა გამოაქვეყნა „მემუარი ხმოვანთა თავდაპირველი სისტემის შესახებ ინდოევროპულ ენებში“, რომელმაც შემდგომში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინდოევროპეისტიკის განვითარებაში. განსაკუთრებით დიდია სოსიურის დამსახურება ენათმეცნიერების თეორიის სფეროში. მისმა „ზოგადი ლინგვისტიკის კურსმა“, რომელიც ჟენევის უნივერსიტეტში 1906-1911 წლებში წაკითხული ლექციების მიხედვით გამოსცეს შარლ ბალიმ და ალბერ სეშემ ავტორის სიკვდილის შემდეგ (I გამოცემა 1916), დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ლინგვისტიკაზე.

ფართო მოცულობის ენობრივი მასალის ანალიზზე დაყრდნობით სოსიურმა სცადა დაეფუძნებნა ფართო ორიენტაციის ახალი ლინგვისტიკა, მოაქცია რა კვლევის ცენტრში ენობრივი სისტემა, რომელიც განხილულია როგორც სემიოლოგიური და სოციალური მოვლენა, ნიშანთა ფსიქიკური სისტემა. სოსიურის მოძღვრებისათვის დამახასიათებელია ენისა (langue) და მეტყველების (parole) დაპირისპირება; სინქრონული (აღწერითი) ენათმეცნიერების წინ წამოწევა დიაქრონიულთან (ისტორიულთან) შედარებით; ენობრივ ნიშანთა ღირებულების ცნების შემოტანა; გარეგანი და შინაგანი ლიგვისტიკის გარჩევა.

სოსიურის იდეები დაედო საფუძვლად მთელ რიგ საენათმეცნიერო მიმდინარეობებს, მათ შორის ლიგვისტურ სტრუქტურალიზმს. სოსიურის მოძღვრებიდან იღებს სათავეს თანამედროვე სემიოლოგია; მისი იდეები გამოხმაურებას პოულობენ საზღვარგარეთულ ლიტერატურათმცოდნეობაში, ეთნოგრაფიასა და ზოგიერთ სხვა დარგში.

თხზულებები

  • Recueil des publications scientifiques, Hdlb., 1922;
  • Cours de linguistique generale, fasc. 1—3, ed. critique par R. Engler, Wiesbaden, 1967—68;
  • Morphologic. Linguistique statique: quelques principes generaux, в кн.: A Geneva School Reader in Linguistics, Bloomington, 1969;
  • Cours de linguistique generale, [3 ed.], [P.], 1972ю
Other Languages
azərbaycanca: Ferdinand de Sossür
словѣньскъ / ⰔⰎⰑⰂⰡⰐⰠⰔⰍⰟ: Фєрдинандъ дє Соссѷръ
Bahasa Indonesia: Ferdinand de Saussure
Lëtzebuergesch: Ferdinand de Saussure
norsk nynorsk: Ferdinand de Saussure
srpskohrvatski / српскохрватски: Ferdinand de Saussure
slovenščina: Ferdinand de Saussure
српски / srpski: Фердинанд де Сосир
українська: Фердинан де Сосюр
Tiếng Việt: Ferdinand de Saussure
Bân-lâm-gú: Ferdinand de Saussure
粵語: 索雪