ფარშავანგი

Disambig-dark.svg სიტყვას „ფარშავანგი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ფარშავანგი (მრავალმნიშვნელოვანი).

ფარშავანგი ( ლათ. Pavo) — ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. მოიცავს 2 სახეობას: ჩვეულებრივი ფარშავანგი (Pavo cristatus), გავრცელებულია ინდოსტანის ნახევარკუნძულზე და შრი-ლანკაში. ლურჯფრთიანი ფარშავანგი (Pavo maticus) — ინდოჩინეთში, მალაკასა და სუმატრაზე. ლურჯფრთიანი ფარშავანგის დედალ-მამალი თითქმის ერთნაირასაა შეფერილი, უფრო ღია ფერისაა.

ხოხბისებრთა გვარის ფრინველთა ამ წარმომადგენლის, ფარშევანგის, სამი სახეობა არსებობს. ჩვეულებრივი ფარშევანგი რომელიც, ძირითადად, მოლურჯო-მომწვანო ფერებშია შეფერილი და თავის გრძელ, 150-სანტიმეტრიან ბოლოსთან ერთად სიგრძეში 200—235 სანტიმეტრს აღწევს. მას აქვს მომწვანო-მოოქროსფრო „მარაო“, რომელიც მოლურჯო-ბრინჯაოსფერი კოპლებითაა დამშვენებული, თავად ეს კოპლები კი მოხატულობით თვალებს წააგავს. სხეულის ბუმბული მეტწილად მბზინავ მოლურჯო-მომწვანო ფერებში გადადის.

უპირველეს ყოვლისა, ფარშევანგები განთქმული არიან დიდებული „შოუს“ წარმოდგენით, რომლის დროსაც თავიანთ ბოლოს თვალისმომჭრელ მარაოსავით შლიან. ისინი ამით ცდილობენ მდედრს თავი მოაწონონ.

მოსაღამოებისას, ღამის გასათევის ძიებაში, ფარშევანგები დინჯად ძვრებიან მაღალ ხეებზე. დილით კი ისინი საპირისპიროდ იქცევიან და ნაბიჯის აუჩქარებლად უკან ჩამოდიან. ამ ქმნილებებმა შეიძლება მოგხიბლონ თავიანთი სილამაზით, რასაც ვერ ვიტყვით მათ ხმაზე. მათი ნაღვლიანი შეძახილები არღვევს საღამოს სიჩუმეს მანამ, სანამ საკვების ძიებას არ შეუდგებიან.

ფარშევანგები საკვებს წარმოადგენს: მწერები, ხვლიკები, ზოგჯერ პატარა გველები, ასევე თესლეული, მარცვლეული, ოსპი და ნათესების რბილი ფესვები.

გრძელი ბოლო არ ანელებს ფარშევანგის მოძრაობას მიუხედავად იმისა, რომ ფრინველის აფრენის დროს, ერთი შეხედვით, მოუხერხებელი ტვირთის შთაბეჭდილებას ტოვებს. აფრენის შემდეგ ფარშევანგი დიდი სისწრაფით მიფრინავს და ფრთებსაც ძალიან სწრაფად აბარტყუნებს.

რვა თვის მართვეებს უკვე შეუძლიათ მშობლების მიტოვება და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება. მათი წასვლა დედას სულის მოთქმისა და ძალების აღდგენის საშუალებას აძლევს, რათა მომავალი თაობის აღსაზრდელად და „ფეხზე დასაყენებლად“ მოემზადოს. ახალგაზრდა მამლებს დაახლოებით რვა თვიდან ეწყებათ საუცხოო ბოლოს ზრდა, მაგრამ მისი სრული სილამაზით ისინი მხოლოდ მაშინ დაიკვეხნიან, როდესაც ოთხი წლის გახდებიან. ამ დროს ისინი უკვე მზად არიან საკუთარი ოჯახის შესაქმნელად.

ფარშავანგი ბინადრობს ბუჩქნარში, მდინარეთა ნაპირებზე, ტყის ჭრის ადგილებში. პოლიგამური ფრინველებია: ერთ გუნდში 1 მამალი და 3-5 დედალია. იკვებებიან მცენარეული და ცხოველური საკვებით. ფარშავანგი ფართოდ არის გავრცელებული როგორც დეკორატიული ფრინველი, ინდოეთში ინახავენ ნახევრად მოშინაურებული სახით. ევროპაში ( საბერძნეთში) შენოყვანილია V საუკუნეში.

ინდოეთის ეროვნულ სიმბოლოდ აღიარებულ ფარშევანგს მართლაც რომ მეფური შესახედაობა აქვს. ალბათ ამიტომაცაა, რომ ამპარტავანი ადამიანების აღსაწერად ზოგ ენაში იყენებენ გამოთქმას „ფარშევანგივით ამაყი“. თუმცა კი, ეს ფრინველი არც ისეთი თავკერძაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მისი მოშინაურება ადვილად შეიძლება. ზოგს ფარშევანგი წმინდა ფრინველად მიაჩნია. ამ მოსაზრების გამო ინდოეთის სოფლების მოსახლეები ზოგჯერ მოთმინებით იტანენ ფარშევანგების პარპაშს, როდესაც ისინი მათ ნათესებს აოხრებენ.

ფარშევანგები ამშვენებდნენ ძველი საბერძნეთის, რომისა და ინდოეთის ბაღებს. ინდოეთის სამეფო კარზე მათ ათასწლეულების განმავლობაში ხატავდნენ და ძერწავდნენ. ფარშევანგის ტახტი კი ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას განძად ითვლებოდა. როგორც იტყობინებიან, უამრავი ბრილიანტის გარდა, ის 108 ლალისა და 116 ზურმუხტის თვლით იყო შემკული. ჩარდახის ზემოთ მას ოქროს ფარშევანგი ჰქონდა დამაგრებული, რომლის გამოც ტახტს ასეთი სახელი ეწოდა. ტახტს მხოლოდ მნიშვნელოვანი ცერემონიებისთვის იყენებდნენ.

ბიბლიური ისტორიიდან ვიგებთ, რომ სოლომონ მეფის დროს ფარშევანგები ერთობ ფასობდნენ და მეფესაც შორეული ქვეყნებიდან შემოჰყავდა ისინი. საინტერესო წარმოსადგენია მეფის ბაღებში მედიდურად მობაჯბაჯე ფარშევანგები . ალექსანდრე მაკედონელმა აკუკრძალა თავის ჯარისკაცებს, ამ ფრინველების დახოცვა რადგან ძალაინ მოსწონდა ისინი.

ლიტერატურა

Other Languages
Afrikaans: Pou
aragonés: Pavo (chenero)
العربية: طاووس (جنس)
авар: ТӀавус
azərbaycanca: Tovuzquşu
башҡортса: Тауистар
беларуская: Паўліны
беларуская (тарашкевіца)‎: Паўліны
বাংলা: ময়ূর
brezhoneg: Pavo
català: Pavo
Cebuano: Pavo
čeština: Páv
Чӑвашла: Турткăшсем
Ελληνικά: Παγώνι
English: Pavo (genus)
Esperanto: Pavo
español: Pavo (género)
eesti: Paabulind
euskara: Pavo
français: Pavo
עברית: טווס
hrvatski: Paunovi
magyar: Pavo
Հայերեն: Սիրամարգ
Bahasa Indonesia: Pavo (marga)
Ido: Pavono
italiano: Pavo
日本語: クジャク属
қазақша: Павлиндер
한국어: 공작속
Кыргызча: Павлиндер
Latina: Pavo (genus)
Lëtzebuergesch: Pohunn
lietuvių: Povai
latviešu: Pāvi
македонски: Паун
Bahasa Melayu: Burung Merak
Nederlands: Pauwen
occitan: Pavo (genre)
Ирон: Мæлхъ
polski: Pavo
română: Păun
armãneashti: Pâunu
русский: Павлины
संस्कृतम्: मयूरः
srpskohrvatski / српскохрватски: Paunovi
Simple English: Asiatic peafowl
slovenščina: Pav (rod)
српски / srpski: Паун
українська: Павич
oʻzbekcha/ўзбекча: Tovuslar
Tiếng Việt: Chi Công
Winaray: Pavo
Bân-lâm-gú: Khóng-chhiok
粵語: 孔雀屬