უხერხემლოები

უხერხემლოები (ლათ. Invertebrata) — ხერხემალს მოკლებულ ცხოველთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ცხოველთა სამყაროს დაყოფა უხერხემლოებად და ხერხემლიანებად შემოიღო ფრანგმა ბუნებისმეტყველმა ჟან ბატისტ ლამარკმა (1801). სხვადასხვა ავტორის მიხედვით უხერხემლოები იყოფიან 14—22 ტიპად. ცნობილია უხერხემლოების 1,3 მლნ-მდე სახეობა, რომელთაგან მლნ-მდე მეტი მწერების კლასზე მოდის. ტიპების მიხედვით უხერხემლოები არათანაბრად არიან განაწილებული. მაგ., უმარტივესები აერთიანებენ 25 ათ-მდე სახეობას, ღრუბლები — 5 ათასი, ნაწლავღრუიანები — 9 ათასი, უმდაბლესი ჭიები — 20 ათასი, მოლუსკები — 107 ათასი, ფეხსახსრიანები (მწერების გამოკლებით) — 79 ათ-მდე და ა. შ. ყოველწლიურად უხერხემლოების რამდენიმე ათას ახალ სახეობას აღწერენ.

უხერხემლოები ფართოდ არიან გავრცელებული. ბინადრობენ ხმელეთზე, მტკნარ წყლებში, ზღვებში, ნიადაგის სიღრმეში, მრავალი უხერხემლოები ცხოველთა და მცენარეთა პარაზიტია. უხერხემლოების ზოგ სახეობას ან მათ მიერ გამომუშავებელ პროდუქტს ადამიანი ხმარობს საკვებად (კიბოსნაირები, მოლუსკები, ფუტკრის თაფლი და სხვა), ბევრს ხერხემლიანი ცხოველები ეტანებიან. ზოგიერთი უხერხემლოების ცხოველმოქმედების პროდუქტს სამეურნეო-ტექნიკური მნიშვნელობა აქვს (ფუტკრის ცვილი, აბრეშუმხევევიას აბრეშუმის ძაფი, მოლუსკების ნიჟარები და მარგალიტი, მარჯნის პოლიპების ჩონჩხი და სხვა). პარაზიტ და მტაცებელ უხერხემლოებს მრავალრიცხოვან მავნებელთა წინააღმდეგ იყენებენ, რაც ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდების დამუშავებას დაედო საფუძვლად. ნამარხი უხერხემლოების ნაშთები ხელს უწყობენ დანალექი ქანების ასაკის დადგენას. სასარგებლო უხერხემლოების გარდა, არსებობს მავნებელი უხერხემლოებიც. ზოგი პარაზიტულ დაავადებათა გადამტანია, სხვები — პარაზიტული ჭიების შუამავალი მასპინძელი ან ტრანსმისიულ დაავადებათა გადამტანი. არიან შხამიანი უხერხემლოები, მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების, სასოფლო-სამეურნეო მცენარეების, ტყეების მავნებლები და ა. შ.

  • ლიტერატურა

ლიტერატურა

Other Languages
Afrikaans: Ongewerweldes
العربية: لافقاريات
asturianu: Invertebráu
azərbaycanca: Onurğasızlar
беларуская: Беспазваночныя
български: Безгръбначни
brezhoneg: Divellkeineg
bosanski: Beskičmenjaci
català: Invertebrat
čeština: Bezobratlí
Cymraeg: Infertebrat
Deutsch: Wirbellose
Ελληνικά: Ασπόνδυλο
English: Invertebrate
Esperanto: Senvertebruloj
español: Invertebrado
eesti: Selgrootud
euskara: Ornogabe
français: Invertébré
galego: Invertebrado
Kreyòl ayisyen: Envètebre
interlingua: Invertebrato
Bahasa Indonesia: Avertebrata
íslenska: Hryggleysingjar
italiano: Invertebrata
日本語: 無脊椎動物
Basa Jawa: Avertebrata
ಕನ್ನಡ: ಅಕಶೇರುಕ
한국어: 무척추동물
kernowek: Divellkeynek
Кыргызча: Омурткасыздар
Latina: Invertebrata
lietuvių: Bestuburiai
македонски: Без’рбетници
മലയാളം: അകശേരുകികൾ
Bahasa Melayu: Invertebrata
Plattdüütsch: Warvellose Deerter
Nederlands: Ongewervelden
norsk nynorsk: Virvellause dyr
occitan: Invertebrata
ਪੰਜਾਬੀ: ਕੰਗਰੋੜਹੀਣ
polski: Bezkręgowce
پنجابی: انکنگریڑے
português: Invertebrados
română: Nevertebrate
संस्कृतम्: अकशेरुकाः
srpskohrvatski / српскохрватски: Beskralježnjaci
Simple English: Invertebrate
slovenčina: Bezstavovce
slovenščina: Nevretenčarji
српски / srpski: Бескичмењаци
Basa Sunda: Invertebrata
తెలుగు: అకశేరుకాలు
тоҷикӣ: Бемуҳраҳо
Tagalog: Imbertebrado
Türkçe: Omurgasızlar
українська: Безхребетні
oʻzbekcha/ўзбекча: Umurtqasizlar
Winaray: Inbertebrado