უოტერგეიტის სკანდალი

უოტერგეიტის კომპლექსი, სადაც გახმაურებულ შეჭრას ჰქონდა ადგილი.

უოტერგეიტის სკანდალი (ინგლ. The Watergate scandal) — აშშ-ის პოლიტიკური სკანდალი რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობის პერიოდში, რომელიც ნიქსონის რამდენიმე უახლოესი მრჩეველის დაპატიმრებითა და თვით პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა 1974 წლის 9 აგვისტოს.

სკანდალი დაიწყო ვაშინგტონში 1972 წლის 17 ივნისს უოტერგეიტის საოფისე კომპლექსში დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის შტაბ-ბინაში შეჭრისთვის ხუთი ადამიანის დაპატიმრებით. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ წარმოებული გამოძიბით, ხოლო მოგვიანებით სენატის უოტერგეიტის კომიტეტისა და თემთა პალატის იურიდიული კომიტეტისა და პრესის მხილებით დადგინდა, რომ ეს შეჭრა ერთ-ერთი იყო მრავალრიცხოვან არალეგალურ საქმიანობათაგან, რომლებიც ნიქსონის შტატის თანამშრომლების მიერ იყო ნებადართული და წარმოებული. მათ ასევე გამოააშკარავეს დანაშაულისა და კანონდარღვევის უამრავი შემთხვევა, რომლებიც მოიცავდა საარჩევნო კამპანიის დარღვევებს, პოლიტიკურ შპიონაჟსა და საბოტაჟს, არალეგალურ შეჭრებს, გაუმართლებელ საგადასახადო აუდიტებს, არალეგალურ მოსმენებს მასშტაბურ დონეზე და ასევე საიდუმლო ფარულ საბანკო ანგარიშს მექსიკაში, ამგვარი ოპერაციების ჩამტარებელთა ანაზღაურებისთვის. ეს საიდუმლო ფონდი გამოიყენებოდა ასევე იმ შვიდი ადამიანის გასაჩუმებლად, რომლებიც 17 ივნისის შეჭრისთვის იყვნენ დაკავებული.

ნიქსონი და მისი შტატი ერთმანეთში შეთანხდმენ შეჭრის გარემოებების დასაფარავად, განსაკუთრებით კი, მისი თეთრ სახლთან კავშირის დასამალად, ამ ფაქტის მოხდენამდე ექვსი დღით ადრე. პრეზიდენტისა და მისი შტატის თანამშრომლების მაკომპრომეტირებელი მტკიცებულებების ორი წლის განმავლობაში შეგროვების შემდეგ, რაც მოიცავდა მისი ყოფილი შტატის თანამშრომლების აღიარებებს სენატის გამოძიებაში, გაირკვა, რომ ნიქსონს ხმის ჩამწერის სისტემა ჰქონდა საკუთარ ოფისში თეთრ სახლში, რომელსაც მრავალი საუბარი ჰქონდა დაფიქსირებული. ამ ფირების ჩანაწერებიდან გამოაშკარავდა, რომ მას პირადად მიუძღოდა ბრალი მართლმსაჯულებისთვის სიმართლის დამალვაში, კერძოდ ამ შეჭრასთან დაკავშირებულ გარემოებებში. ეს ჩანაწერი მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც „კვამლიანი თოფი“ (smoking gun). სასამართლო გარჩევების სერიის ბოლოს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ საქმეში „აშშ ნიქსონის წინააღმდეგ“ ერთხმად უყარა კენჭი გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ ჩანაწერების გადაცემაზე და ნიქსონი იძულებული გახდა ისინი გამოეაშკარავებინა.

თემთა პალატაში უეჭველი იმპიჩმენტისა, ხოლო სენატში დატუსაღების შესაძლებლობის წინაშე დამდგარი ნიქსონი ათ დღეში გადადგა, რითაც პირველი და ერთადერთი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, რომელიც ამ პოსტიდან ვადამდე გადადგა. მისმა მემკვიდრემ ამ პოსტზე, ჯერალდ ფორდმა, გამოსცა წინააღმდეგობრივი ნიქსონის შეწყალება ნებისმიერი ფედერალური კანონდარღვევისთვის, რომელიც კი მას ჩადენილი შეიძლება ჰქონდა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას.

  • რესურსები ინტერნეტში
Other Languages
azərbaycanca: Uotergeyt qalmaqalı
български: Уотъргейт
bosanski: Watergate
čeština: Aféra Watergate
euskara: Watergate
galego: Watergate
hrvatski: Afera Watergate
interlingua: Watergate
Bahasa Indonesia: Skandal Watergate
Basa Jawa: Gendra Watergate
Lëtzebuergesch: Watergate-Affär
Bahasa Melayu: Skandal Watergate
Plattdüütsch: Watergate-Schandaal
Nederlands: Watergateschandaal
norsk nynorsk: Watergate-skandalen
português: Caso Watergate
srpskohrvatski / српскохрватски: Watergate
Simple English: Watergate scandal
slovenčina: Aféra Watergate
slovenščina: Afera Watergate
српски / srpski: Афера Вотергејт
oʻzbekcha/ўзбекча: Uotergeyt ishi
Tiếng Việt: Vụ Watergate
中文: 水门事件
粵語: 水門事件