ტუ-160

ტუ-160
Tu-160 at MAKS 2007.jpg
რუსეთის სსძ-ის ტუ-160 МАКС-ის ავიაშოუზე 2007 წელს.
ფუნქცია სტრატეგიული ბომბდამშენი
შემქმნელი ტუპოლევი
პირველი გაფრენა 18 დეკემბერი 1981
წარდგენა 1987/ 2005 (ოფიციალური)
სტატუსი ამჟამად იწარმოება
მომხმარებლები რუსეთის დროშა რუსეთის სსძ
რაოდენობა 35

ტუ-160 ( რუს. Туполев Ту-160, ნატოს კლასიფიკაციით Blackjack) — ზებგერითი, მძიმე ბომბდამშენი რომელიც შეიქმნა სსრკ-ში. თავისი კონფიგურაციით თვითმფრინავი წააგავს ამერიკულ B-1 Lancer-ს, მაგრამ ბევრად დიდი და სწრაფია ვიდრე B-1B გააჩნია საბრძოლო მოქმედების უფრო დიდი დიაპაზონი. ეს უდიდესი კეცვადფრთიანი თვითმფრინავია, რომელიც ოდესმე შექმნილა.

ექსპლუატაციაში შევიდა 1987 წელს, 184-ე ბომბდამშენი ლეგიონის შემადგენლობაში, რომელიც მდებარეობდა სსრკ-ში პრილუკის ბაზაზე [1], ტუ-160 იყო უკანასკნელი სტრატეგიული ბომბდამშენი რომელიც საბჭოთა კავშირში აიწყო, მაგრამ კვლავ იწარმოება. დღეისათვის სულ მცირე 16 ერთეული ტუ-160 არის რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაზე.

ტუ-160 პილოტები მას „თეთრ გედს“ უწოდებენ მისი მანევრირების და თვითმფრინავის ბოლოზე თეთრი ცეცხლის იზოლატორის გამო. [2]

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სამგზავრო და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი უფრო დიდია, ტუ-160 გააჩნია ყველაზე დიდი ასაფრენი წონა სამხედრო თვითმფრინავებს შორის, აგრეთვე ყველაზე მაღალი მაქსიმალური სიჩქარე.

განვითარება

პირველი შეჯიბრი ზებგერითი მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენისათვის დაიწყო სსრკ-ში 1967 წელს. ახალ თვითმფრინავს უნდა ჰქონოდა კრეისერული სიჩქარე 3 მახზე მეტი, ამერიკულ B-70 Valkyrie-ზე პასუხად. მალე ნათელი გახდა, რომ მსგავსი თვითმფინავი ძალიან ძვირადღირებული და რთული შესაქმნელი იქნებოდა, ამიტომ გადაწყდა მოთხოვნილებების შემცირება ( აშშ-ში ბომბდამშენ B-70 პროექტი უკვე შეჩერებული იყო).

ბომბდამშენი ტუ-160
ტუ-160, ნომერი 02 „ვასილი რეშეტნიკოვი“ ენგელსის ავიაბაზაზე.
Other Languages
azərbaycanca: Tupolev Tu-160
беларуская: Ту-160
български: Ту-160
bosanski: Tupoljev Tu-160
čeština: Tupolev Tu-160
Чӑвашла: Ту-160
Ελληνικά: Tupolev Tu-160
Esperanto: Tupolev Tu-160
español: Túpolev Tu-160
français: Tupolev Tu-160
hrvatski: Tupoljev Tu-160
magyar: Tu–160
Bahasa Indonesia: Tupolev Tu-160
italiano: Tupolev Tu-160
қазақша: Ту-160
lietuvių: Tupolev Tu-160
монгол: Ту-160
Nederlands: Tupolev Tu-160
polski: Tu-160
پنجابی: ٹوپولف ٹو-160
português: Tupolev Tu-160
română: Tupolev Tu-160
русский: Ту-160
srpskohrvatski / српскохрватски: Tupoljev Tu-160
slovenčina: Tupolev Tu-160
slovenščina: Tupoljev Tu-160
српски / srpski: Тупољев Ту-160
Türkçe: Tupolev Tu-160
татарча/tatarça: Ту-160
українська: Ту-160
Tiếng Việt: Tupolev Tu-160