ტუტე ლითონები

ტუტე ლითონები - Iა ჯგუფის ელემენტები მენდელეევის პერიოდული სისტემის პირველი ჯგუფის ელემენტები – ლითიუმი (Li), ნატრიუმი (Na), კალიუმი (K), რუბიდიუმი (Rb), ცეზიუმი (Cs), ფრანციუმი (Fr) ტუტე ლითონებია. ეს სახელწოდება მათ შესაბამისი ჰიდროქსიდების – ტუტეებიდან მიიღეს. ყოველი პერიოდი პირველის გარდა ტუტე ლითონებით იწყება. ჯგუფში ატომური ნომრის ზრდასთან ერთად იზრდება ატომის რადიუსი, მცირდება იონიზაციის ენერგია, ე.ი. იზრდება ლითონთა ქიმიური აქტივობა.

თვისებები

მათი გარე შრის აღნაგობა ერთნაირია (გარე შრეზე ერთი S ელექტრონია), ამიტომ ტუტე ლითონების თვისებები მსგავსია. მათ შეუძლიათ ადვილად გასცენ გარე შრის, ბირთვთან სუსტად დაკავშირებული ელექტრონი და წარმოქმნან მდგრადი კათიონები +1 ჟანგვის ხარისხით. ტუტე ლითონებისათვის დამახასიათებელი დაბალი ელექტროუარყოფითობა და მაღალი აღმდგენი თვისებები. მათ ახასიათებთ ბზინვარება, თბოგამტარობა, ელექტროგამტარობა და პლასტიკურობა. ატომური რადიუსის გაზრდით იზრდება მათი სიმკვრივე, მაგრამ მცირდება ლღობის და დუღილის ტემპერატურები, რადგან იონთა რადიუსის გაზრდით სუსტდება ქიმიური ბმები და კრისტალები უფრო დაბალ ტემპერატურაზე ირღვევა. ტუტე ლითონებისათვის დამახასიათებელი ალის შეფერადება წვისას, ალის ფერის მიხედვით შესაძლებელია მათი გამოცნობა: ნატრიუმი იძლევა ყვითელ, კალიუმი – იისფერ შეფერილობას და ა.შ. ტუტე ლითონების ოქსიდის ზოგადი ფორმულაა EշO ჰიდროქსიდისა (ტუტის) E-OH, წყალბადნაერთებისა კი – EH. წყალბადნაერთებს ჰიდრიდები ეწოდება. ტუტე ლითონთა წყალბადნაერთები – ჰიდრიდები თეთრი კრისტალური ნივთიერებებია ისინი ადვილად შედის წყალთან რეაქციაში შესაბამისი ტუტეების წარმოქმნით. მეტალთა იონების რადიუსის ზრდის გამო რიგში LiOH-NaOH-KOH-RbOH-CsOH ფუძე თვისებები თანდათან ძლიერდება. ტუტე ლითონები მაღალი აქტიურობის გამო თავისუფალი სახით ბუნებაში არ გვხვდება. Na და K ბუნებაში გავრცელებულია მნიშვნელოვანი შენაერთების (NaCl, KCl, NaCl-KCl…) სახით. ჰაერზე ტუტე მეალები სწრაფად იჟანგება, ამიტომ მათ ნავთში ინახავენ.

Other Languages
Afrikaans: Alkalimetaal
aragonés: Metal alcalín
العربية: فلز قلوي
asturianu: Alcalín
azərbaycanca: Qələvi metallar
беларуская: Шчолачныя металы
беларуская (тарашкевіца)‎: Лужныя мэталы
भोजपुरी: एल्कली धातु
bosanski: Alkalni metali
Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄: Giĕng-gĭng-sṳ̆k
čeština: Alkalické kovy
Deutsch: Alkalimetalle
Ελληνικά: Αλκάλια
English: Alkali metal
Esperanto: Alkala metalo
español: Alcalino
français: Métal alcalin
贛語: 鹼金屬
galego: Alcalino
客家語/Hak-kâ-ngî: Kán-kîm-su̍k
हिन्दी: क्षार धातु
Fiji Hindi: Alkali dhaatu
Kreyòl ayisyen: Metal alkalen
interlingua: Metallo alcalin
Bahasa Indonesia: Logam alkali
íslenska: Alkalímálmur
日本語: 第1族元素
Basa Jawa: Logam alkali
한국어: 알칼리 금속
Ripoarisch: Alkalimetall
Lëtzebuergesch: Alkalimetall
Limburgs: Alkalimetaal
lumbaart: Metal alcalin
latviešu: Sārmu metāli
македонски: Алкален метал
मराठी: अल्क धातू
Bahasa Melayu: Logam alkali
မြန်မာဘာသာ: အယ်လ်ကာလီသတ္တု
Plattdüütsch: Alkalimetall
नेपाल भाषा: एल्कालाइ धातु
Nederlands: Alkalimetaal
norsk nynorsk: Alkalimetall
occitan: Metal alcalin
ਪੰਜਾਬੀ: ਖ਼ਾਰੀ ਧਾਤ
polski: Litowce
português: Metal alcalino
Runa Simi: Alkali q'illay
română: Metal alcalin
саха тыла: Алкали метал
srpskohrvatski / српскохрватски: Alkalni metali
Simple English: Alkali metal
slovenčina: Alkalický kov
slovenščina: Alkalijska kovina
српски / srpski: Алкални метал
Basa Sunda: Logam alkali
svenska: Alkalimetall
Kiswahili: Metali alikali
Türkçe: Alkali metal
татарча/tatarça: Селтеле металлар
українська: Лужні метали
oʻzbekcha/ўзбекча: Ishqoriy metallar
Tiếng Việt: Kim loại kiềm
吴语: 碱金属
中文: 碱金属
文言: 鹼金屬
Bân-lâm-gú: Kiⁿ-kim-sio̍k
粵語: 鹼金屬