ტრანსკრიფციის ფაქტორები

ტრანსკრიფციის ფაქტორის, STAT3-ის ურთიერთქმედება დნმ-თან (ნაჩვენებია ლურჯი სპირალის სახით)

ტრანსკრიფციის ფაქტორები (ტრანსკრიფციული ფაქტორები) — ცილები, რომლებიც დნმ-ის მატრიცაზე დნმ-ის სპეციფიკურ უბნებთან დაკავშირებით აკონტროლებენ ი-რნმ-ის სინთეზის პროცესს (ტრანსკრიფციას)[1][2]. ტრანსკრიფციის ფაქტორები საკუთარ ფუნქციას ასრულებენ ან დამოუკიდებლად, ან სხვა ცილებთან ერთად კომპლექსში. ისინი უზრუნველყოფენ რეგულირებადი გენის რეგულატორულ თანმიმდევრობებთან რნმ-პოლიმერაზის დაკავშირების კონსტანტის შემცირებას (რეპრესორები) ან გაზრდას (აქტივატორები)[3][4][5].

იხილეთ აგრეთვე

Other Languages