ტონი ბრექსტონი

ტონი ბრექსტონი
Toni Braxton press photo 2015.png
ბრექსტონი 2015 წელს
მშობ. სახელი Toni Braxton
დაბ. თარიღი 7 ოქტომბერი, 1967 (1967-10-07) (51 წლის)[1][2]
სევერნი, მერილენდი, აშშ
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • მსახიობი
  • ჩანაწერის პროდიუსერი
აქტიური 1989-დღემდე
მეუღლე(ები) კერი ლუისი (იქ. 2001; გაშორდა 2013)
პარტნიორ(ებ)ი ბრაიან უილიამსი (2016-დღემდე)
შვილ(ებ)ი 2
მუსიკალური კარიერა
ჟანრი
ინსტრუმენტები
  • The Braxtons
  • Babyface
  • ანტონია „ელ-ეი“ რიდი
ლეიბლი
საიტი tonibraxton.com

ტონი მიშელ ბრექსტრონი (ინგლ. Toni Michelle Braxton; დ. 7 ოქტომბერი, 1967, სევერნი, მერილენდი) — ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, ჩანაწერის პროდიუსერი, მუსიკის ტექსტების ავტორი და მსახიობი. 1980-იან წლებში თავის დებთან ერთად მღეროდა ჯგუფში The Braxtons.

1990-იან წლებში ბრექსტონმა მიიპყრო პროდიუსერების ელ-რეი რიდისა და Babyface-ის ყურადღება და ხელშეკრულება გააფორმა LaFace Records-თან. მისივე სახელის მქონე სადებიუტო ალბომმა Toni Braxton (1993)[5] Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილს მიაღწია[6] და გაიყიდა 10 მილიონი ასლის რაოდენობით.[7][8] ალბომში შედიოდა ისეთი განთქმული სინგლები როგორებიცაა „Another Sad Love Song“ და „Breathe Again“. ალბომმა ბრექსტონს მოუტანა სამი გრემის ჯილდო.[9]

1996 წელს გამოსულ მეორე ალბომ Secrets-ს კიდევ ურო მეტი წარმატება ხვდა წილად, სადაც შედიოდა სინგლები „You're Makin' Me High“ და „Un-Break My Heart“. ალბომის გაყიდვებმა 15 მილიონ ეგზემპლარს მიაღწია.[10] „Un-Break My Heart“ იქცა ტონი ბრექსტონის პირველ სინგლად, რომელიც აშშ-ის Billboard Hot 100-ის ჩარტში საუკეთესო ათეულში მოხვდა. ამ ალბომისთვის ბრექსტონს გადაეცა ორი გრემი.

მისი მესამე ალბომი The Heat (2000) გამოსვლისთანავე Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილზე აღმოჩნდა,[11] ხოლო სინგლმა „He Wasn't Man Enough“ Billboard Hot 100-ის ჩარტში მეორე ადგილს მიაღწია და მომღერალს რიგით მეექვსე გრემი მოუტანა.[12]

ბრექსტონმა აგრეთვე გამოსცა ალბომები: More Than a Woman (2002), Libra (2005) და Pulse (2010). 2014 წელს რეპერ Babyface-თან ერთად გამოუშვა ალბომი Love, Marriage & Divorce, რისთვისაც 2015 წელს მეშვიდე გრემი გადაეცა.[13]

კაერიერის განმავლობაში ბრექსტონმა გაყიდა 67 მილიონი ჩანაწერი, მათ შორის 41 მილიონი ალბომი მსოფლიოს მასშტაბით. მან ჯამში მიიღო შვიდი გრემი,[14] ერთი ბილბორდის მუსიკალური ჯილდო, შვიდი ამერიკული მუსიკის ჯილდო და სხვა.

აშშ-ის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ იგი ყველა დროს ერთ-ერთ ყველაზე კომერციულად წარმატებულ მომღერლად დაასახელა.

დისკოგრაფია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ტონი ბრექსტონის დისკოგრაფია.
  • 1993: Toni Braxton
  • 1996: Secrets
  • 2000: The Heat
  • 2001: Snowflakes
  • 2002: More Than a Woman
  • 2005: Libra
  • 2010: Pulse
  • 2018: Sex & Cigarettes“
Other Languages
asturianu: Toni Braxton
български: Тони Бракстън
català: Toni Braxton
čeština: Toni Braxton
Deutsch: Toni Braxton
Ελληνικά: Τόνι Μπράξτον
English: Toni Braxton
español: Toni Braxton
français: Toni Braxton
magyar: Toni Braxton
Bahasa Indonesia: Toni Braxton
italiano: Toni Braxton
Basa Jawa: Toni Braxton
Nederlands: Toni Braxton
polski: Toni Braxton
português: Toni Braxton
română: Toni Braxton
Simple English: Toni Braxton
slovenčina: Toni Braxton
svenska: Toni Braxton
Tagalog: Toni Braxton
Türkçe: Toni Braxton
українська: Тоні Брекстон
Tiếng Việt: Toni Braxton
Yorùbá: Toni Braxton