ტოკუგავა

ტოკუგავა, იაპონიის სამხედრო ფეოდალ-გამგებელი — შოგუნთა მესამე დინასტია ( 1603- 1867). დააარსა ტოკუგავა იეიასუმ. სახელმწიფოს გაძლიერების მიზნით ტოკუგავამ გაატარა შემდეგი რეფორმები: შემოიღო ყველა წოდების ვალდებულებებისა და უფლებების მკაცრი რეგლამენტაციის სისტემა; გლეხები მიწას მიაჯაჭვა; შეზღუდა სავაჭრო-სავახშო კაპიტალის განვითარება; მკაცრი პოლიტიკური კონტროლი დააწესა მთავრებზე. გარეშე მტრებისაგან თავდაცვისა და ფეოდალური წესების ურყევად შენარჩუნების მიზნით ტოკუგავას მთავრობამ XVII საუკუნის 30-იან წლებში შემოიღო გარე სამყაროსთან იაპონიის თვითიზოლაციის პოლიტიკა. აშშ და ევროპის სახელმწიფოებმა აიძულეს შოგუნატი შეეწყვიტა ქვეყნის თვითიზოლაციის პოლიტიკა და 1854- 1858 იაპონიას თავს მოახვიეს არათანასწორუფლებიანი ანსეის ხელშეკრულებები. 1867- 1868 დაუმთავრებელეი ბურჟუაზიული რევოლუციის შედეგად შოგუნატი დაემხო.

Other Languages
azərbaycanca: Tokuqava sülaləsi
Bikol Central: Shogunato kan Tokugawa
беларуская: Сёгунат Такугава
bosanski: Tokugawa
magyar: Edo-bakufu
Bahasa Indonesia: Keshogunan Tokugawa
日本語: 江戸幕府
한국어: 에도 막부
Bahasa Melayu: Kesyogunan Tokugawa
Nederlands: Tokugawa-shogunaat
português: Xogunato Tokugawa
srpskohrvatski / српскохрватски: Šogunat Tokugawa
Simple English: Tokugawa shogunate
српски / srpski: Шогунат Токугава
svenska: Tokugawa
татарча/tatarça: Tokugawa sögunatı
українська: Сьоґунат Едо
Tiếng Việt: Mạc phủ Tokugawa
吴语: 江户幕府
中文: 江户幕府
文言: 江戶幕府
Bân-lâm-gú: Edo bō͘-hú
粵語: 江戶幕府