ტიბეტურ-ბირმული ენები

ენათა ოჯახები ბირმაში

ტიბეტურ-ბირმული ენებიჩინურ-ტიბეტური (იმავე სინოტიბეტური) ენათა ოჯახის წყვილ განშტოებათაგან (სინიტურის გვერდით) ერთ-ერთი. ტიბეტურ-ბირმულ ენებზე ლაპარაკობენ სამხრეთ ჩინეთში, ჰიმალაისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ამ ენებზე მოლაპარაკეთა რიცხვი 70 მლნ. კაცს შეადგენს. ტიბეტურ-ბირმულ ენებზე მოსაუბრეთა რაოდენობის საპირისპიროდ 8 ჩინურ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი 1,2 მლრდ. ადამიანია.

ტიბეტურ-ბირმული ენებიდან ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია ბირმული ენა, რომელზე მოლაპარაკეთა რიცხვი მიანმარში შეადგენს 35 მილიონ ე.წ. „მშობლიურენოვანს“, ხოლო ე.წ. „მეორეენოვანთა“ რაოდენობა კი 15 მილიონს აღემატება.

მთავარი ენები

შემდეგ ტიბეტურ-ბირმული ენებზე ლაპარაკობს ყველაზე მცირე 1 მლნ. კაცი:

  • ბირმული ენა (აგრეთვე ბირმეზული, ან ბურმეზული): 35 მლნ. მოლაპარაკე; მეორეენოვანთა ჩათვლით 50 მლნ. / მიანმარი (ბირმა)
  • ჲი (ჲოფო): 4,2 მლნ. / სამხრეთი ჩინეთი
  • ტიბეტური : 2 მლნ.; ამდო- და ხამს-ტიბეტური 4,5 მლნ. / შუა- და დასავლეთი ტიბეტი; ამდო, ხამსი.
  • სგაუ (სგო): 2 მლნ. / ბირმა
  • რახაინი (არაკანული, ან არაკანეზული): 2 მლნ. / ბირმა: არაკანი
  • ხამსი (ხამს-ტიბეტური): 1,5 მლნ. / ტიბეტური: ხამსი
  • მეითეი (მანიპური): 1,3 მლნ. / ინდოეთი: მანიპური, ასამი, ნაგა
  • პუო (ფო): 1,3 მლნ. / ბირმა
  • ტამანგი: 1 მლნ. / ნეპალი: კათმანდუს ხეობა
  • იანგბიე: 1 მლნ. / ბირმა
  • ბაი (მინჩია): 1 მლნ. / ჩინეთი: იუნნანი
Other Languages
Bahasa Indonesia: Rumpun bahasa Tibeto-Burma
norsk nynorsk: Tibetoburmanske språk
srpskohrvatski / српскохрватски: Tibetsko-burmanski jezici
Simple English: Tibeto-Burman languages
中文: 藏緬語族
粵語: 藏緬語族