ტერევაკა

ტერევაკა
ვულკანი ტერევაკა
ვულკანი ტერევაკა
კოორდინატები: 27°05′04″ ს. გ. 109°22′46″ დ. გ. / 27°05′04″ ს. გ. 109°22′46″ დ. გ. / -27.08444; -109.37944
ქვეყანაჩილეს დროშა ჩილე
სიმაღლე507 
ტიპიფარისებრი ვულკანი
ბოლო ამოფრქვევაუცნობია
ტერევაკა — წყნარი ოკეანე
ტერევაკა

ტერევაკა (ესპ. Terevaka) — ჩამქრალი ფარისებრი ვულკანი აღდგომის კუნძულზე. სიმაღლე 507 მ. ქმნის კუნძულის ძირითად მთიან მასივს. უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა პლეისტოცენში. ტერევაკა წარმოადგენს ყველაზე დიდ და ყველაზე ახალგაზრდა ვულკანს იმ სამ ჩამქრალ ვულკანს შორის, რომელიც აღდგომის კუნძულზეა წარმოდგენილი. ვულკანის მწვერვალი კუნძულის უმაღლესი წერტილია. ტერევაკას ყველაზე მაღალ კრატერს რანო-აროი (Rano Aroi) ეწოდება. საკუთრივ რანო-აროი არის ტბის სახელწოდებაც, რომელიც ვულკანის ჩამქრალ კრატერს ავსებს. ტერევაკას გააჩნია ასევე რანო-რარაკუს (Rano Raraku) კრატერიც, რომელიც წარმოადგენს ტბას, მტკნარი წყლის დიდი მარაგით. ვულკანი ძნელად მისადგომია, მასზე ასვლა შესაძლებელია მხოლოდ ფეხით ან ცხენით. უმაღლესი ნაწილები მეტად ქარიანია. ტერევაკა როგორც აღდგომის კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ვულკანი წარმოქმნილია პლიოცენსა და პლეისტოცენში.[1]

Other Languages
čeština: Maunga Terevaka
English: Terevaka
français: Maunga Terevaka
한국어: 테레바카산
Nederlands: Maunga Terevaka
norsk nynorsk: Terevaka
norsk: Terevaka
português: Maunga Terevaka
русский: Теревака